ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, პოლიციელის, თამაზ ჯოხაძის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება.
„დეიწყო, საქართველოს საამაყო ფორმის ჩაქოლვაც, ვინმე ან რომელიმე პროფესია დაგრჩათ, რო არ გადაუაროთ?“,-წერს ზაზა სარალიძე.
ცნობისთვის, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, თამაზ ჯოხაძემ ვიდეო გაავრცელა პოლიციის განყოფილებიდან და თქვა, რომ ხელმძღვანელობამ მას სამსახურიდან წასვლა ისე მოსთხოვა, რომ მიზეზი არ განუმარტავს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ👇