საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ წერს. მისი თქმით, აუცრელების მიმართ სახელმწიფომ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
„როგორც არა ერთხელ ვთქვი, „ფაიზერის“ ვაქცინის ნაკლებობა საქართველოში არ იქნება. ჩვენ გყავს მეგობრები ამერიკაში, პოლონეთში, ლიეტუვაში და ასევე სხვები, რომლებიც გვეხმარებიან. ცნობისათვის, ფაიზერის უმეტესობა საქართველოში ჩამოვიდა საჩუქრად, ჩინური კი ვიყიდეთ, ეს ისე დასაფიქრებლად, თუ რატომ მოგვიწოდებენ, მაინცდამაინც ჩინურით აიცერითო.
რაც გინდათ, ის ქენით. საქართველოში ყველა, ვინც აპირებდა აცრას, უკვე აიცრა. აი, ვინც არ იცრება, მათ მიმართ არის მისაღები პოლიტიკური გადაწყვეტილება…
ან ჩვენი ქვეყანა არის აუცრელი ადამიანების ტყვეობაში ,ან ჩვენ მივდივართ წინ… ვერც მე და ვერც ვერცერთი ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი ვერ შეძლებს, დაარწმუნოს "ურწმუნოები". ისე, ეს ჩვენი საქმე არც არის, ჩვენ უნდა დავდოთ მტკიცებულებები, კვლევები და რეკომენდაციები.
საქართველოს დავით აღმაშენებლის დროს ბევრი მიმართულებით უფრო პროგრესული იყო, ვიდრე 21 საუკუნის საქართველო … სამწუხაროა…“, - წერს გიორგი ფხაკაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵77 გარდაცვალება, 4446 ინფიცირება, 5 320 გამოჯანმრთელება - ეპიდვითარება საქართველოში
🔵18 ნოემბერს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება