პარტია „ქართული ოცნების“ წევრი ნინო წილოსანი 8 ნოემბერს ცესკოსთან გამართულ აქციას 90-იანების გადმონაშთს უწოდებს.
წილოსანი ოპოზიციის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს და წერს, რომ პოლიტიკური ოპონენტები, პარლამენტში შესვლაზე უარის თქმით, ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას უწყობენ ხელს.
„ან ვინ დგას, ან ვინ გამოდის, ან რა მუხტი აქვთ... ვის ჭირდება მიტინგები, სად ჩარჩნენ, რატომ ვერ გამოვიდნენ ამ 90-იანებიდან.
დემოკრატია კომპექსური პროცესია- ხალხი, ხელისუფლება, ოპოზიცია, ინსტიტუტები ...
დემოკრატიის დაზიანება შეუძლია როგორც ხელისუფლებას ისევე ოპოზიციას, სწორედ ოპოზიციის მხრიდან დემოკრატიის დაზიანებად აღიქვამენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები ბარიერ გადალხული პარტიების არ შესვლას პარლამენტში, რადიკალიზმია - თუ ხელისუფლებაში არ ვიქნებით საერთოდ არ ვმონაწილეობთ პოლიტიკურ პროცესებში.
ეს არის ღალატი მათი ამომრჩვლის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყნის არჩეული კურსის- დასავლურ დემოკრატიაზე უარის თქმა“, - წერს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, 8 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მომხრეებმა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები, ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომასა და არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვდნენ. სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ხელისუფლებამ სპეცრაზმი გამოიყვანა და პროტესტანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა
⚪აგრეთვე წაიკითხეთ: