ოჯახის ექიმი თამარ ცანავა პანდემიის დროს მოქალაქეებს უფასო სატელეფონო კონსულტაციებს თავაზობს. მედიკოსი პირად ნომერს სოციალურ ქსელში აქვეყნებს და აცხადებს, რომ დასახმარებლედ ნებისმიერ დროს მზადაა.
„ძალიან სწრაფად იცვლება მოვლენები კოვიდთან დაკავშირებით... გულს მტკენს როცა მესმის, რომ ვერ უკავშირდებიან ოჯახის ექიმს, ცხელ ხაზს...
ვფიქრობ შევძლებ ზოგიერთი თქვენგანის დახმარებას თუ არ გაქვთ დროული რეკომენდაციები. ვარ სერტიფიცირებული ოჯახის ექიმი. და 35 წლიანი გამოცდილების მქონე პედიატრი. იქნებ სხვებმაც მომბაძონ და დავეხმაროთ საჭიროების მქონე პაციენტებს.
სატელეფონო კონსულტაციისთვის შეგიძლიათ დამირეკოთ 599 106629 თუ ვინმეს არ გაქვთ ანგარიში რომ დამირეკოთ, მომწერეთ პირადში და მე გადმოგირეკავთ", - წერს ის.