Digest Logo

„ვისაც არ სურს აცრა, ჩემი გამოცდილებიდან რამდენიმე რჩევას მოგცემთ, რომ იმუნიტეტი გაიძლიეროთ“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი

1630325478
კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი

კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი მოქალაქეებს, იმუნიტეტის გასაძლიერებლად პირად გამოცდილებას უზიარებს:

„მოკლედ აცრა რომ დაზღვევაა და იმედის გამყარება, ეს ჩემი აზრია და არ შემედავოთ უსახელგვარო და რაღაცნაირფოტოებიანი ანტივაქსერები, გბლოკავთ ეგრევე!

მაგრამ ვისაც არ სურს აცრა, ჩემი გამოცდილებიდან რამდენიმე რჩევას მოგცემთ, რომ იმუნიტეტი გაიძლიეროთ და ფილტვები გაშალოთ.

1. პირბადე სამედიცინო და ყოველ გასვლაზე ახალი

2. დისტანცია! ის თუ გიახლოვდება შენ გაიწიე

3. ანტიბაქტერიული ხსნარი ( უსუნეთ და სპირტის კონცენტრაციას კარგად რომ შეიგრძნობთ შეიძინეთ)

5. წყალი წყალი და კიდევ წყალი

6. ბანანი,ზღვის პროდუქტები, ავოკადო

7. გაქვთ თუ არა სმენა და ხმა დაიკიდეთ და იმღერეთ ბევრი ( ფილტვებისთვის)

8. რწმენა

9. პოზიტიური განწყობა

10. ყველა ოთახის ფანჯარა ღია

11. სანამ სახლში არ მოვალთ და საგულდაგულოდ არ დავიბანთ ხელებს თმაც კი არ გავისწოროთ

12. ისევ წყალი წყალი და წყალი

ჯანმრთელობას გისურვეეეებთ“, -წერს მაია კაჭკაჭიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მთელ მსოფლიოში აცრა აფრინდა, ყაბარდოს ველი გადაიარა...“ - რას იტყოდნენ აცრაზე მწერლები

🔵„სხვა დროს მხოლოდ მორიგი „მეცნიერული" მატრაკვეცობა იქნებოდა. პანდემიის დროს რა დავარქვა, არც კი ვიცი" - იმნაძე კანდელაკის განცხადებაზე

🔵„როცა გავიგე, რომ სტუდენტი გავხდი, თეთრად გავათენე. დილით უნივერსიტეტში გავვარდი - მოვდიოდი მელიქიშვილზე და ქუჩა მომქონდა“