ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ბავშვების მიერ გამოგზავნილ წერილებს აქვეყნებს.
„სულ ვამბობ და არ მომბეზრდება – ძალიან გამიმართლა. ერთი, რომ ამდენ ადამიანს სრულიად დაუმსახურებლად ასე გიყვარვართ და მეორე – ამ საქმესაც რომ მოვეჭიდე. ზღაპრებმა უამრავი საოცარი ბავშვი გამაცნო. გუშინ ისევ ქუთაისიდან მივიღე წერილები. ამჯერად ოცდამესამე სკოლიდან. ძალიან, ძალიან დიდი მადლობა!”, – წერს გიორგი კეკელიძე.