ლეიკემიით დაავადებული ლალე ტატიშვილი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ონკოკლუბის ადმინისტრატორი სოფო ფირანიშვილი აქვეყნებს.
„არ მინდოდა გაღვიძება, ვიცოდი, მეტყოდნენ რომ ამ სამყაროში აღარ ხარ და ანგელოზად წახვედი ღმერთთან.
წუხელვე ყველანი ვგრძნობდით მაგრამ ერთმანეთს ვერ ველაპარაკებოდით, ვგრძნობდით რაც დაგვატყდებოდა თავს.
ვიცოდით რომ ჩვენი ბოლო საღამო იყო.
დაო, შენ წახვედი.
წახვედი და დაგვიტოვე ანამარია შვილად.
მიყვარხარ დაო,“ - წერს სოფო.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„კარგი ამბავი მაქვს მეგობრებო" - ნახეთ, რას ჰყვება ნათია ფანჯიკიძე