
ის დასთან ერთად მოპედით სეირნობდა, სწრაფად მომავალი ავტომობილი დაეჯახა და მოზარდი ადგილზე დაიღუპა. მისი არასრულწლოვანი და კი მძიმედ დაშავდა.
სალომე გურჯაანის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, გრიგოლ მთვარელიშვილის, შვილია. მღვდელს მისი მრევლი მომხდარი ტრაგედიის გამო თანაგრძნობას უცხადებს.
სოციალურ ქსელ ფეისბუქზე ნინო ჩიტაშვილი საზოგადოებას იმ ემოციებს უზიარებს, რაც დღეს შვილმკვდარი მამის ქადაგებიდან გამოჰყვა.
დღეს ვნახე, როგორ იწვა თეთრ სასახლეში თეთრი და საოცრად ლამაზი გოგო...
დღეს ვნახე, როგორ ქადაგებდა შვილგარდაცვლილი მამაო სიკეთესა და სიყვარულზე...
როგორ ულოცავდა შვილგარდაცვლილი დედა სხვა დედებს შვილებს...
როგორ ამშვიდებდნენ დაგარდაცვლილი დედმამიშვილები ერთმანეთს...
დღეს მოვისმინე,როგორ სთხოვდა მამაო ღმერთს,მიეტევებინა მისი შვილისათვის ერთადერთი ცოდვა,რომ მისმა გარდაცვალებამ სხვა ადამიანს უდიდესი განსაცდელი მოუვლინა და გვთხოვდა,არასდროს განგვეკითხა,რამეთუ არავინ ვიცით რა ტრიალებს სხვის გულში...
დღეს მოვისმინე, როგორ სთხოვდა მამაო ადამიანებს,რომ არავის და არაფრის გამო არ ღირს გაბოროტება,რომ ერთადერთი,რაც გადაგვარჩენს სიყვარული და ერთმანეთის გვერდით დგომაა.
დღეს მოვისმინე,როგორ სთხოვდა მამაო მრევლს,რომ კი არ შეიცოდონ,არამედ უფრო მეტი სიყვარული გაუზიარონ...
დღეს ვნახე,როგორ იდგა საათობით თეთრ სასახლესთან ავადმყოფი ბიჭი და მომეჩვენა,რომ მისი ცრემლი იყო ძალიან გულწრფელი...
დღეს ვნახე ერთად: სიკვდილი,სიკეთე,სილამაზე,სიყვარული და სიძლიერე...
და დღეს ისე გავიზარდე...
არ მგონია,რამე ვნახო კიდევ ამაზე მეტი, ჩემი ცხოვრების მანძილზე.“,- წერს ნინო.
- აგრეთვე წაიკითხეთ:
- მამაო ყველაზე მეტს ლოცულობდა ჩემთვის და მისი შვილი გარდაიცვალა… – 14 წლის სალომეს გლოვობენ
- ისე ჩამდეს მიწაში, მეგონა იმოქმედებდა... - ოქრუაშვილი