მომღერალ ხათუნა ჟორდანიას ჰგონია, რომ ღირსების მარშის მოწინააღმდეგეთა აქციაში, მოძალადეების სპეციალურად შეაგზავნეს. საკუთარი მოსაზრება ხათუნამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ვფიქრობ, რომ სპეციალურად იყვნენ შეგზავნილი ადამიანები, რომლებმაც იძალადა პატარა გოგო-ბიჭებზე, რათა მიეღოთ ის შედეგი, რაც მივიღეთ,“ - წერს ხათუნა ჟორდანია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„ჩემს შვილიშვილს ვიღაც ჩოხოსანი გამოეკიდა - ეს რა მხეცობაა!“ - ქეთი დოლიძე
ცნობისთვის, დღეს 5 ივლის თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი ღირსების მარშის მოწინააღმდეგეები ლგბტ თემს, ღმერთის სახელით დაუპირისპირდა. მათი ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი საქართველოს საპატრიარქო იყო. უწყებამ მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა. სასულიერო პირების ნაწილი ქართველობის დაცვის მოთხოვნით ადამიანებს ეუბნებოდნენ რომ „როცა სამშობლოს სჭირდება ვალდებულები არიან იძალადონ“.
მოგვიანებით, როდესაც დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეების რაოდენობა კრიტიკულ ზღვარს გასცდა „თბილისი პრაიდმა“ განაცხადა რომ „ღირსების მარში“ აღარ გაიმართება, რის საპასუხოდაც საპატრიარქომ 17 საათზე სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადა.