Digest Logo

„ჩემს შვილიშვილს ვიღაც ჩოხოსანი გამოეკიდა - ეს რა მხეცობაა!“ - ქეთი დოლიძე

1625496323
რეჟისორი ქეთი დოლიძე

„რა აქვს ამ სიმხეცეს საერთო ღმერთთან, ან რწმენასთან, ან ადამიანობასთან?ამას ვინ მართავს, ის არის ყველაზე დიდი დამნაშავე დღეს!“ – ამის შესახებ რეჟისორი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში წერს და აცხადებს, რომ გზად მიმავალ მის შვილიშვილს ჩოხოსანი გაეკიდა და მასზე ფიზიკურად იძალადა.

დოლიძე აღნიშნავს, რომ შემთხვევა ბაზალეთის ქუჩაზე, მასთან სახლში მოხდა:

„ჩემი შვილიშვილი მოდიოდა, ჩემთან სახლში, ბაზალეთის ქუჩაზე! გამოეკიდა ვიღაც ჩოხოსანი, დააგდო ეზოში, ჩემს ეზოში! ეს რა მხეცობაა, ლუკას და ორ მის მეგობარს აი ასე უაზროდ გამოეკიდა ვიღაც მხეცი! აი ამას ვამბობ პროვინციალიზმი უკიდეგანო, აგრესიული პროვინციალიზმი თან! ვინ საიდან მოდის და მიდის უკვე არავინ იცის! ეს არის გაუნათლებლობა სიბნელე და უბედურება!

საით მიდიხართ ხალხო? რა ხდება? ვინ გაგიჟებთ? ასე იცავთ „ქართველობას“? რა აქვს ამ სიმხეცეს საერთო ღმერთთან, ან რწმენასთან, ან ადამიანობასთან? ამას ვინ მართავს, ის არის ყველაზე დიდი დამნაშავე დღეს!“ – წერს ქეთი დოლიძე ფეისბუკში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მე ამის წინააღმდეგ დავდგები, თუ გინდა ბნელი დამიძახე, გინდა – ჰომოფობი!“ – „მასტერი“ „პრაიდზე“

„ეჰ, ასეთი შემართებით რომ ებრძოდეს დედა ეკლესია აზარტულ თამაშებს, ნარკოტიკებს, ოჯახურ და ბავშვთა მიმართ ძალადობას...“

„მოძალადეები რომ არა, ისე ჩაივლიდა დღევანდელი დღე, ნახევარზე მეტი მოქალაქე ვერც გაიგებდა რა ხდება“...