სოციალურ ქსელ ფეისბუკში დარეგისტრირებულ ჯგუფში „ქართველები იტალიაში“ - ჟურნალისტი ხათუნა შარაძე თავისი მეგობრის, ნინო ახობაძის მიერ გავრცელებულ საინტერესო ისტორიას ჰყვება, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
კარტოფილს ვთლიდი, რომ დამირეკეს და მომიყვნენ წეღან, მივყარე და შემოვვარდი რომ თქვენთვისაც მომეყოლა; შვიდთვიაან!
კარქა დასხედით!
------
ერთ დაქალი გვყავს, აი ხო არიან: წესიერები, კდემები, პატიოსნები, უმანკოები... ეს არის ზე! ზე-წესიერი!
აღარ მოვყვები, ნუ ხომ ხვდებით, არანაირი ინტრიჟკა, არანაირი „სხვა კაცი“, ჰყავს და უყვარს ერთი ქმარი, მეტი არც ჰყოლია, ჯვარი წერია სანამ გათხოვდებოდა, წრფელი გრძნობით უყვარდა ერთი ბიჭი და როგორც ხდებოდა ჩვენს ყმაწვილქალობაში, ისე დაშორდა იმას, არც უკოცნია! ქმარს უკოცნელი ჩაბარდა!
მერე, როგორც ხდება ხოლმე: შვილები... ახლა უკვე შვილიშვილები, სახლი, სამსახური...
ჰოდაა 13-ში წასულა ბაზარში, იფიქრა-ძველით ახალი წლისთვის სუფრას გავაწყობო, არ ეზარება არაფერი ამქვეყნად, თან ყოჩაღიცაა და მოკლედ, მოიარა ეს ბაზარი, იყიდა ყველაფერი, დიდი სიითაა წასული; და რომ გამოდის, გაახსენდა რომ ტუალეტის ქაღალდი გაუთავდათ და შებრუნდა; თვალი ხომ ხარბია და იყიდა ოცი ცალი, ძლივს უჭირავს ეს ჩანთები ხელში, დატვირთული დგას, ელოდება ტაქსს; და როგორც ხდება ხოლმე, უდროო დროს...
უჩერებს მანქანა და იქიდან იმზირება ამისი ის ძველი შეყვარებული, რომელიც არ უნახავს ზუსტად 30 წელია!
ტიპი აი, ძალიან მაგარ ზმანზე, საკაიფო მანქანით, ცოტა შეჭაღარავებული, სიმპატიჩნი, მოკლედ ეშმაკი ეახლა საკუთარი ავტოთი და დგას ახლა ეს საცოდავი, ახორხლილი ამ ჩანთებით, ზედ კიდე ამ ოცი ცალი ტუალეტის ქაღალდით, უხერხულობისგან და დაბნეულობისგან არაადეკვატურად იცინის....
და „იტოგში“ ჩაჯდა.
მოდიან ამის სახლისაკენ, გზად რაღაცებზე ლაპარაკობენ „ეჰ რა სულელები ვიყავით“ ტექსტებით აიხსენეს ახალგაზრდობა, იღიმიან სევდიანად... და სახლთან რომ მოვიდნენ, გადმოდის ეს, ემშვიდობება რაა, თან ამ ჩანთებს კრებს და უცებ ეს ტიპი გადმოიხარა, ეცა და ტუჩებში აკოცა!
ეს ისე მოულოდნელად და უცბად მოხდა, სანამ აზრზე მოვიდა, დამთავრებული ჰქონდათ „ზასაობა“
.......
მორჩა, მეტი არაფერი ყოფილა ამოვიდა გაშტერებული სახლში თვალებში ვერ უყურებს ოჯახის წევრებს შვილიშვილს ვერ ეფერება, რცხვენია ქმარს თვალს ვერ უსწორებს' ლოცვები წაიკითხა დაქალს დაურეკა-მოუყვა და შაბათს მამაოს უნდა მოვუყვეო, დაჰპირდა გიჟს ჰგავს ქალი, აღარ იცის რა ქნას... ღამე რო დაიძინა, ესიზმრება როგორ კოცნის კიდე იმას.... დილას გაეღვიძა და რაღაცნაირად კმაყოფილია, თავი იგრძნო სასურველ გასაგიჟებელ ქალად... და რომ გაისტუმრა ყველა სახლიდან, შემობრუნდა სამზარეულოში, გაიკეთა ყავა, დაჯდა და წავიდა ფიქრებში; ზის დებილივით გაღიმებული, ახსენდება ის კოცნა, თან უტყდება, თან სიამოვნებს, თან ფიქრობს აწი რა ქნას, „ამით როგორ იცხოვროს“ და ამ წვალებაში რომ არის, აწკრიალდა მისი მობილური, დახედა-ის არი!
აიღო თრთოლვით, და სანამ ის „ალო“-ს ეტყოდა, ამან აქედან ჩამოარაკრაკა:
- ვიცი რომ ძნელია, ვიცი რომ თავს ებრძვი შენც, გენატრები, რომ გაგიახლდა ის მივიწყებული გრძნობა, მაგრამ როგორმე თავს უნდა მოვერიოთო“......
და იქედან ისმის კაცის გახშირებული სუნთქვა და და მერე ამ კაცის ხმა ამბობს:
- ამ დილას ტესტი გავიკეთე და კოვიდი მაქვსო!
ნეტ პოვესწი პეჩალნეე ნა სვეწე...
ჰოდა რავი აბაა... ამ შაბათს-მამაოსთან არ ვიცი და რატიანთან რო მივიდეს, ვგონებ უფრო უპრიანი იქნებოდა.... ----
აიმეეე, აი მინდა იცოდეთ-ვისზე ვყვები ახლა ამას, კინოში რო კოცნაობენ, იმას ვერ უყურებს ხოლმე, სცხვენია....“
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას
🔵რომელი ქვა იტვირთავს თილისმის ფუნქციას ზოდიაქოს ნიშნებისთვის 2022 წელს
🔵ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას