Digest Logo

ზოდიაქოს ნიშნები 2022 - ვინ რა არ უნდა გააკეთოს ამ წელს, რომ პრობლემები აღარ შეექმნას

1641153871
ჰოროსკოპი

2022 წელს მშვიდ ხარს აქტიური ვეფხვი ჩაანაცვლებს და მომდევნო 12 თვე მოვლენებით დატვირთული იქნება. ვეფხვის შემობრძანებისთანავე ცვლილებები და დაუვიწყარი თავგადასავლები დაიწყება. გაუმართლებთ ამბიციურ და მიზანმიმართულ ადამიანებს, მაგრამ  დიპლომატია, ინტუიცია და ინტელექტიც მოგეთხოვებათ. რა არ უნდა გააკეთოს ზოდიაქოს კონკრეტულმა ნიშანმა, რომ პრობლემები არ შეექმნას? 

ვერძი

არ დაუშვათ, რომ წარსულის შეცდომებმა თქვენს მომავალზე გავლენა მოახდინონ.

კურო

ეცადეთ, შინაგან შფოთვას და დაუცველობის გრძნობას გაუმკლავდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმატებაზე არც უნდა იფიქროთ.

ტყუპები

ტყუპებო, ამ წელს მავნე ჩვევებზე უარი უნდა თქვათ, სანამ ისინი თქვენს ცხოვრებაზე და ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას მოახდენენ.

კირჩხიბი

სიმართლეს თვალს ნუ არიდებთ. საკუთარ თავში კარგი და ცუდი თვისებები რეალურად შეაფასეთ. ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების მოლოდინი მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გქონდეთ.

ლომი

ლომებო, სწრაფი წარმატების მოლოდინი ნუ გექნებათ. ეცადეთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალისტი გახდეთ. წარმატება აუცილებლად იქნება, მაგრამ სწრაფი არა.

ქალწული

დროა, შეწყვიტოთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც თქვენზე არ ზრუნავენ.

სასწორი

სასწორებო, დაკარგულ დროს ვეღარ დაიბრუნებთ, ამიტომ ისწავლეთ ყოველი წუთის დაფასება და მომავლის გეგმა შეადგინეთ.

მორიელი

შეწყვიტეთ ურთიერთობა ტოქსიკურ ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრებას გიწამლავენ, თუნდაც ისინი ნათესავები იყვნენ.

მშვილდოსანი

დროა, მშვილდოსნებმა ფულის ფლანგვა შეწყვიტონ და დაგროვებას შეუდგნენ.

თხის რქა

ეცადეთ, ცოტა ხნით სოციალური ქსელების არსებობა დაივიწყოთ და მთელი ყურადღება სწავლაზე ან მუშაობაზე გადაიტანოთ.

მერწყული

მერწყულებო, სანამ „გადაიწვებით“ გაიხსენეთ, რომ მუშაობის გარდა, დასვენებაც არსებობს, ამიტომ ეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ.

თევზები

ნუ მოსწყდებით ოჯახს. ვარსკვლავები თევზების ზოდიაქოს წარმომადგენლებს ურჩევენ, ოჯახის წევრებთან ერთად რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ.

✅აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ეს მოხდება 1-ელ თებერვალს, 09:47 წუთზე, აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ“ - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს

🔵„ბევრი ადამიანი გაგიჟდება და მოკვდება ამისგან“ - რას უნდა ველოდოთ 2022 წელს ვანგას წინასწარმეტყველებით? - დაუჯერებელი დამთხვევები და ფაქტები

🔵„კოვიდი არ არის ყველაზე საშინელი რამ...“ - როგორ ხედავს 2022 წელს 15 წლის ნათელმხილველი ბიჭუნა, რომელმაც პანდემია იწინასწარმეტყველა

🔵 ცრუ ბრალდებები, გრანდიოზული ქორწილი და გზა წარმატებისკენ - ლაშა ტალახაძის უცნობი ამბები

🔵ვანგას წინასწარმეტყველება - რა ელის კაცობრიობას მომავალში?! როდის განადგურდება დედამიწა?!