რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
♈ვერძი
პროფესიული საქმიანობის სფეროში მოსალოდნელია წარმატება, მაგრამ მასიდან გამორჩევას და საკუთარი აზრის სხვებისთვის თავზე მოხვევას უნდა ერიდოთ - ეს პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. სასიცოცხლო პოტენციალის მკვეთრი კლების გამო, კომერციული საქმიანობა სასურველ შედეგს არ მოგიტანთ. სიყვარულში სავარაუდოდ, იმედგაცრუება გელით.
♉კურო
კრიტიკული დღეა. შეიძლება უცებ მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა, მაგრამ მალე ღრუბლები გაიფანტება და იმედებით აივსებით. ეცადეთ, პრიორიტეტები სწორად განსაზღვროთ და მიზნისკენ თამამად იაროთ, მაგრამ ზედმეტი ამბიციების გამოჩენას უნდა მოერიდოთ. თავი შეიკავეთ საკუთარი აზრის სხვებისთვის თავზე მოხვევისგან - შესაძლებელია მტრობას, უხეშობას ან აგრესიას შეეჯახოთ.
♊ტყუპები
დაძაბული, მიზანმიმართული მუშაობა, რომელიც მატერიალური კეთილდღეობისკენაა მიმართული, სასურველ შედეგს მოგიტანთ. ეცადეთ, მეორეხარისხოვან თემებზე ყურადღება არ გაამახვილოთ და უსარგებლო საუბრებში დრო არ დაკარგოთ. ახლა დაკარგულის აღდგენა მომავალში ძალიან ძნელი იქნება.
♋კირჩხიბი
ეცადეთ, პრიორიტეტები განსაზღვროთ, სამუშაო გეგმა შეიმუშაოთ და თამამად იმოქმედოთ. ეცადეთ, ზედმეტი ამბიციები არ გამოიჩინოთ - ვიღაცას ეს ძალიან არ მოეწონება. გახსოვდეთ, რომ მოკავშირეების დაკარგვა ძალიან დაგაზარალებთ. სავარაუდოდ, მაცდური წინადადება გელით და შესაძლოა, უახლოეს ხანში ახალი, საინტერესო სამუშაო მიიღოთ.
♌ლომი
პროფესიული საქმიანობის სფეროში შეცდომები და გაუგებრობები გელით. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ დაშვებული შეცდომების დაუყოვნებლივ გამოსწორება არ სცადოთ, რადგან ეს ჯერჯერობით, შედეგს არ მოიტანს. ვარსკვლავების არახელსაყრელი მდებარეობა კომერციულ ოპერაციებზე უარყოფითად აისახება. პირად ცხოვრებაშიც გაუგებრობა, ეჭვიანობა ან წყენა გელით.
♍ქალწული
პროფესიული საქმიანობის სფეროში წარმატება გელით, მაგრამ აუცილებელია, ბოლომდე თავმდაბალი დარჩეთ და საკუთარი აზრი სხვებს თავზე არ მოახვიოთ. მრეწველობისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული ქალწულები შესაძლოა, ვიღაცის ტყუილს, ინტრიგებს ან აგრესიას შეეჯახონ.
♎სასწორი
არახელსაყრელი დღეა, რომელიც მტრობას, ღალატს დ მოტყუებას უკავშირდება. მოერიდეთ ახალ ნაცნობებს და თავშეკავება გამოიჩინეთ ახლობლებთან ურთიერთობისას. გამორიცხული არ არის უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები: ქურდობა, ხანძარი ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაფუჭება, რასაც დიდი დრო და ძალისხმევა დასჭირდება.
♏მორიელი
ეს დღე ინტუიციური მუშაობის, წინდახედულების და წინასწარმეტყველების ნიშნით ჩაივლის. საკუთარ ნაკლოვანებებთან გამკლავებით შინაგან თავისუფლებას მოიპოვებთ. თანდათან გაიზრდება თავდაჯერება და დაწყებული სამუშაოს წარმატებით დასრულების იმედი. შეგიძლიათ, ერთგული მეგობრების და საიმედო პარტნიორების დახმარების იმედი გქონდეთ. მორიელ მამაკაცებს რომანტიკული შეხვედრა ელით.
♐მშვილდოსანი
ამ დღეს ეცადეთ, უმნიშვნელო წვრილმანებზე და უსარგებლო საუბრებზე დრო არ დაკარგოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები. გამორიცხული არაა, რომ საზოგადოებრივ მდგომარეობასა და ვნებას შორის არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ.
♑თხის რქა
პირად ცხოვრებაში წარმატება გელით, მაგრამ ნუ ეცდებით, საკუთარი პოზიცია პარტნიორის აზრზე მეტად მნიშვნელოვნად წარმოაჩინოთ. ზოგჯერ პედანტიზმამდე მისულმა წესრიგის გრძნობამ შეიძლება ტყუპებთან, სასწორთან ან ლომთან ურთიერთობა გაგირთულოთ.
♒მერწყული
თვითგანვითარებისა და მეცნიერული აღმოჩენებისთვის ხელსაყრელი დღეა. სასურველია საკუთარი ქმედებების, გეგმებისა და მისწრაფებების უფრო კრიტიკული შეფასება. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარი სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატაროთ. დამქანცველი მუშაობის შემდეგ ყველაზე მეტად სრულფასოვანი დასვენება გჭირდებათ.
♓თევზი
ეს დღე ბევრი თევზისთვის იმედგაცრუებას უკავშირდება. სავარაუდოდ, სამსახურის ძებნა უშედეგოდ დასრულდება. თქვენმა რჩეულმა მოულოდნელად შეიძლება ისეთი თვისებები გამოავლინოს, როგორსაც გრძნობებით დაბრმავებული ვერასოდეს წარმოიდგენდით. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
SOS - ყველა მნიშვნელოვანი საქმე 29 სექტემბრამდე გადაწყვიტეთ, იმიტომ რომ...
რას მოიტანს სექტემბრის მეორე ნახევარში და ოქტომბერში მზე-მარსის შეერთება?! - ასტროლოგის პროგნოზი