Digest Logo

ჟურნალისტი კი არა ცხოველი ხარ, ვინც ჟურნალისტობა დაგაბრალა იმის პატრონ-მყვარებელს შ…ი – გოგოსაშვილი

1608014709
გოგოსაშვილი ჟურნალისტებს

ზურა დოიჯაშვილის ისრაელიდან საქართველოში დასაბრუნებლად კულტურის პალატა რეანომობილისთვის საჭირო თანხის შეგროვებისთვის დახმარებას ითხოვს.

როგორც ჩანს „ტვ პირველის“ ჟურნალისტები მეუღლეს დაუკავშირდნენ და უხერხული კითხვები დაუსვეს, თუ რისთვის სჭირდებოდათ შეგროვებული თანხა.

სწორედ ამ ამბავს გამოეხმაურა ჟურნალისტი, ირინე გოგოსაშვილი და აღნიშნა, რომ ვინც ასე „უსინდისოდ რეკავს“ და მსგავს კითხვებს უსვამს ავადმყოფი კაცის ცოლს უნამუსობაა.

„ისრაელის კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი (წუხელაც სასწრაფო სამედიცინო მანიპულაცია ჩაუტარდა მუცლის ღრუში პერიტონიტის გამო) ზურა დოიჯაშვილის მეუღლეს, ჟურნალისტი რომ დაურეკავს და ჰკითხავს, მარათონით შემოსული თანხა რისთვის გჭირდებაო?

ჟურნალისტი კი არა ცხოველი ხარ და შენ ვინც ჟურნალისტობა დაგაბრალა იმის კიდევ ცალკე პატრონ-მყვარებელს შ…ი!

ყავა და სიგარეტი უნდა იყიდოს „შე ყანა, ტფუი....“

ზურა ამჟამად 37 კოლოგრამს იწონის, თვენახევარია არ არის კონტაქტური და მისი ბოლო თხოვნა ოჯახისადმი, ვიდრე გონზე იყო, თბილისში წამიყვანეთოოო!

გაიგე „ტვ1-ლი“ თუ უფრო დაგიკონკრეტო?

გაგიჟებული მირეკავს ქეთი, რა შეკითხვებს მისვამენ, სულ გაგიჟდნენო?“- წერს გოგოსაშვილი.