Digest Logo

ზურა გურულს სხვისი აშენებული საქართველო არ უნდაო - კვესიტაძე

1606304943
გურული და კვესიტაძე

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე სტატუსს აქვეყნებს და მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორის, აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმის ზურაბ გურულის შესახებ წერს:

„ხომ კარგად გახსოვთ ზურას რაც მოუწყეს - ბოტებისა და ტროლების არმიით ჯვაროსნული ომი გამოუცხადეს, მის დიპლომს იკვლევდნენ და წერდნენ, ეგ ექიმიც არ არის, სანიტრად მუშაობსო - არაფერი დარჩათ, რაც არ უკადრებიათ, არაფერი!

ცერცვაძე პრესკონფერენციებს უძღვნიდა, ზურა გურულს სხვისი აშენებული საქართველო არ უნდაო. მე ძალიან კარგად ვიცი, რა გადაიტანა ამ უსამართლობის გამო იმ დღეებში და თვეებში ზურამ და ეს სურათი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, როგორი სულგრძელია, როგორც ადამიანი და როგორი პროფესიონალია, როგორც ექიმი“- წერს ეკა კვესიტაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 24 ნოემბერს საკორდინაციო საბჭომ შეხვედრა გამართა, სადაც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეხვედრების შესახებ იმსჯელეს, შეხვედრას საზღვარგარეთ მოქემედი ქართველი ექიმებიც ესწრებოდნენ, მათ შორის ზურაბ გურული.

დაწესებული შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილება კი ამ დრომდე უცნობია.

⚪აგრეთვე წაიკითხეთ:

ჰოსპიტალური სისტემის კოლაფსი გარდაუვალია, საქართველო იმაზე უთანასწორო ომშია, ვიდრე 2008 წელს - გურული

მივექანებით მწვავე პიკისაკენ და ამას ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს - ზურაბ გურული

მომდევნო ორი კვირა თავი შევიკავოთ დედაშვილური ურთიერთობისგანაც - ლევან რატიანი