Digest Logo

„10 წელია ბავშვები არმინახავს - ცოლი მეუბნება დნმ-ით დამიმტკიცე, რომ შენი შვილები არიანო“

1625041589
მარკუს მეტრეველი

მომღერალი მარკუს მეტრეველი, 5 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ცოლს გაშორდა. მას 2 შვილი ჰყავს, რომლის ნახვის უფლებასაც ყოფილი მეუღლე არ აძლევს. მარკუსი ამბობს, რომ 10 წელის ბავშვი არ უნახავს.

თავს დამნაშავედ გრძნობს და ამბობს, რომ ის და მისი 2 შვილი ერთი მთლიანობაა და აუცილებლად გაერთიანდებიან

„ლუკა და ვივიენ ძალიან მიყვარხართ. ჩვენ სამნი ვართ და აუცილებლად გავერთიანდებით. ბოდიში რომ თქვენი ნახვის საშუალება არ მეძლევა“, - თქვა მარკუს მეტრეველმა და ეთერში ატირდა.

გადაცემის ამავე ეპიზოდში, მომღერალმა თქვა, რომ მას კარიერის გამო მოუწია იმის დამალვა, რომ ცოლი და შვილები ჰყავდა.

„ერთხელ მომიწია იმის დამალვა, რომ მე ოჯახი მყავდა. ბერძენ პროდიუსერთან კონტრაქტის დროს. მათ არ აწყობთ ცოლ-შვილიანთან კონტრაქტი, რადგან ამით ფანებს კარგავენ. ამ ტყუილმა დამაზარალა. ჩემი ცოლი მივიდა და უთხრა მას, რომ მე მოვატყუე. ამ ამბავმა ძალიან დამაზარალა“, - თქვა მარკუს მეტრეველმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მიცვალებულის სულს ვხედავ - დავინახე, ლიკა ქავჟარაძე მშვიდად უყურებდა თავის გარდაცვალებას და მდუმარებაში იყო

VIDEO: უმძიმესი ეთერი, სტუდიაში ატირებული სტუმრები და ემოციური მოგონებები ზურა ბაკურაძეზე

„ქმარიც მიყვარს და საყვარელიც, მაგრამ ეს სხვადასხვა გრძნობაა... ჩემი ქმარიც ხვდება, მაგრამ არ იმჩნევს"