Digest Logo

13 წლის ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გავხდი - მიშა ანდღულაძე

1606206881
მსახიობი მიშა ანდღულაძე

„კომედი შოუს“ მსახიობმა, მიშა ანდღულაძემ ბიოგრაფიული რომანი დაწერა. წიგნში თავისი ბიოგრაფიული ეპიზოდების გარდა მიშა ისეთ სენსიტიურ ინსტიტუციებს უპირისპირდება, როგორიცაა ეკლესია.

ამის შესახებ მსახიობი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში საუბრობს და არასრულწლოვნობის პერიოდში, მასზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობას იხსენებს.

„ბავშვობაში მეც ვიყავი რიტუალური ცხოვრების მიმდევარი. აღსარებაც კი მაქვს ჩაბარებული მამა ბასილთან, რომელიც შემდეგ ჯვრით დასდევდა ადამიანებს. ერთ-ერთი აღსარება მოძალადე მოძღვართან მაქვს ჩაბარებული. თავადაც ვყოფილვარ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ეს ეპიზოდებიც აღწერილი მაქვს წიგნში. 13 წლის ვიყავი… ეს არ არის ერთადერთი ისტორია ამ ფაქტზე, მე მოვხვდი სტატისტიკაში.

წიგნი უკვე გამოსაცემად მზად არის. ველოდებით ლევან ბერძენიშვილის ანოტაციას, რაც ძალიან სასიხარული ამბავია ჩემთვის. რაც კი შეიძლება მესურვებინა ჩემი წიგნისთვის, ალბათ ყველაზე დიდი ლიტერატორის, ლევან ბერძენიშვილის რედაქტორობა იქნებოდა. ეს იგივეა, სიმღერა რომ ჩაწერო და ბიონსემ გაუკეთოს ანოტაცია.

ეს არის რომანი, სადაც ყველაფერი ახლანდელ დროში ხდება. თემა არის კრიმინალური საბჭოთა ეკლესია, რომელიც დღეს სახეზე გვაქვს. რომანში არის ჩემი ბიოგრაფიული ისტორიებიც. ძირითადად, სოციალური, პოლიტიკური და რელიგიური თემებია განხილული…“, - ამბობს ანდღულაძე „სარკესთან“ საუბრისას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მუდმივად მიდის საუბარი, ვინ შევა პარლამენტში და ვინ გამოვა, როდემდე ვუყუროთ ამ თამაშს?! - სეფაშვილი

ორი წელი ქორწინებიდან და დღის წყვილი არჩევნებიდან - ნანუკა და ბერა (ფოტო/ვიდეო)

თამუნა მუსერიძესა და სანდრო მიკუჩაძეს შვილი შეეძინათ - ახალშობილის პირველი ფოტო