Digest Logo

30 წლით უმცროსი ცოლი და რეკორდულად მაღალი ხელფასი - ამბები დავით საგანელიძის შესახებ

1612259320
პოლიტიკოსი დავით საგანელიძე

 „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე დიდხანს ითვლებოდა სასურველ სასიძოდ. ამ სტატუსს 50 წლის ასაკში დაემშვიდობა. ის 30 წლით უმცროს გოგონაზე, სოფო ფარცხალაძეზე დაქორწინდა. 

მაშინ, 11 წლის წინ ყველა საგანელიძის ქორწინებასა და წყვილს შორის ასაკობრივ სხვაობაზე საუბრობდა, თუმცა როგორც წლებმა აჩვენა ნამდვილ სიყვარულს ასაკმა ვერაფერი დააკლო. მათ 2 შვილი შეეზინათ და დღემდე ბედნიერად ცხოვრობენ.

„ჩვენს გაცნობა დაუგეგმავად მოხდა: რაჭაში ვიყავი წასული, მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მოვინახულე, რამდენიმე სოფელი მოვიარე და იქიდან გვიან ღამით ვბრუნდებოდი. იქ საშინელი წვიმები იყო. როგორც ჩანს, გავცივდი, ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს და, გადავწყვიტე, სახლში მისვლამდე აფთიაქში შემევლო და წამლები მეყიდა. შევედი ერთ-ერთ მორიგე აფთიაქში. იქ დამხვდა სოფო, რომელიც იმ საღამოს მორიგე იყო. სოფო ფარმაცევტია. ის ძალიან ყურადღებით მომეპყრო. მისმა გარეგნობამ და ასეთმა მოპყრობამ ძალიან დამაინტერესა და, რომ იტყვიან, ფეხი ავითრიე. როგორც აღმოჩნდა გულს ისარი მოხვდა. მეორე დღეს სურვილი გამიჩნდა, რომ მისთვის დამერეკა. აფთიაქის ტელეფონის ნომრის გაგებას რა უნდა, სახელი კი გულზე ეწერა. დავრეკე, მოვიკითხე და ვუთხარი, მე ის ვარ, წუხელ რომ თქვენგან წამლები იყიდა-მეთქი და შეხვედრა ვთხოვე. სოფომ მაშინვე გამიხსენა. მერე შევხვდით. ჩვენი შეხვედრები სულ რაღაც ორ თვეს გაგრძელდა, მერე კი გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ოჯახი. სანამ ჯვარს დავიწერდით, მივედით მოძღვართან, კურთხევა ვთხოვეთ და ცოტა ხანს გავერიდეთ იმ აჟიოტაჟს, რაც მოსალოდნელი იყო, რომ ჩვენს დაქორწინებას მოჰყვებოდა.

მიმაჩნია, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. ვისაც როგორ უნდა, ისე შეაფასოს. ერთი შემიძლია ვთქვა, ჩემსა და ჩემს მეუღლეს შორის ის ურთიერთობაა, რომელსაც ბევრს ვუსურვებ“, - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში დავით საგანელიძე.

იღბლიანი დავით საგანელიძე

„საკმაოდ წარმატებული ადამიანი ვარ, ღმერთი მმფარველობს. სხვათა შორის, ჩემს ახალგაზრდობაში თუ რამე მომგებიანი იყო, ყოველთვის ყველაფერს ვიგებდი. ერთხელ ერთმა მითხრა, მაგით ნუ ისარგებლებ, თორემ განგება დაგსჯისო. არასოდეს ვთამაშობ კაზინოებში, არ ვთამაშობ ფულზე. მაქვს იღბალი, მაგრამ სხვა რაღაცეებში ვიყენებ და არა – თამაშში.

ჩემი ცხოვრება ისე გავატარე, რომ ბევრი რამ ვნახე, დედამიწის ნახევარი შემოვიარე, მეორე ნახევარს შვილებთან ერთად შემოვივლი. იმდენი პრობლემა და გაჭირვება მქონია, არავის ვუსურვებ და იმდენი წარმატება მქონია, ღმერთმა ყველას მისცეს. ისეთი პერიოდიც ყოფილა, როდესაც ჩემი თავი ყველაზე მაგარი მეგონა, მაგრამ არც წარმატება ამვარდნია თავში და არ გავგიჟებულვარ. ცხოვრებაში არაფერი გამიკვირდება. ყველაზე დიდი სიმდიდრე რაც მაქვს, ეს ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები, ახლობლები არიან, ისინი, ვისთან ერთადაც საერთო საქმეს ვემსახურები. არც ერთი ჩემი გადადგმული ნაბიჯის არ მრცხვენია. არც ერთი ისეთი გადაწყვეტილება არ მიმიღია, რომ ღამე არ მეძინოს და მაწუხებდეს. ადამიანი შეცდომების გარეშე ვერ იცხოვრებს. ღმერთმა ნუ ქნას, მთელი ცხოვრება უშეცდომოდ გაიარო, რადგან გამოდის, რომ ვერაფერს ხედავ. ვისაც ჰგონია, შეცდომები არ დამიშვიაო, იმას ძალიან დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. მეც საკმაოდ ბევრი შეცდომა დავუშვი, ალბათ იმიტომ, რომ, პირველ რიგში, ღმერთმა ინება და მეორეც, ჩემმა ყველა შეცდომამ ბევრი რამ მასწავლა, დამანახვა, რომ არასწორი გზა იყო“, - იხსენებდა დავით საგანლიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

დავით საგანელიძე და ხელფასი

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელის დირექტორის ხელფასი 2018 წელს 294 000 ლარი იყო, რაც თვეში საშუალოდ 24 500 ლარია. ეს ნიშნავს, რომ საგანელიძის ხელფასი შემცირებულია. მან 2017 წელს ხელფასის სახით 336 000 ლარი მიიღო (თვეში საშუალოდ 28 000 ლარი).

ნაღდი ფულის სახით საგანელიძეს 2018 წელს 39 ათასი ლარი და 35 ათასი დოლარი ჰქონდა. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის ხელფასი 2019 წელსაც შემცირდა და წელიწადში 237 231 ლარი შეადგინა, რაც თვეში საშუალოდ თითქმის 20 ათასი ლარია. ასევე აიღო 2020 წელსაც. დავით საგანელიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისი ხელფასის ოდენობას სწორედ სამეთვალყურეო საბჭო განსაზღვრავს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

43-წლიანი თანაცხოვრება და ღალატი 63 წლის ასაკში - მარინა ბერიძის ოჯახური ამბები

დედამთილმა ტყუპების ნაყოფი ძალით მომაშორებინა - თამარ სხირტლაძის გარდაცვლილი ქმარი-შვილი და თეტრში გატარებული წლები