38 წლის ამერიკელ მომღერალს, ბრიტნი სპირსს, სასამართლომ სარჩელი არ დაუკმაყოფილა. მას მამის, ჯეიმი სპირსის, მეურვეობისგან გათავისუფლება სურდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯეიმი შვილის მეურვე 2008 წელს გახდა, როდესაც მომღერალს კევინ ფედერლაინთან დაშორების შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო.
მომღერალი მეურვეობის გადაბარებას თანაშემწისთვის, ჯოდი მონტგომერისთვის აპირებდა. მიზეზად კი მამის ჯანმრთელობის გაუარესება სახელდება.
სპირსის ადვოკატის განცხადებით, არტისტს მამის ეშინია და არ აპირებს სიმღერას, სანამ მისი მეურვეობისგან თავს არ დაიხსნის.
⚪ აგრეთვე დაგაინტერესებეთ:
სულისშემძვრელი ტრაგედია, რომელმაც თბილისი დაადუმა - გია ფერაძემ მეუღლე მოკლა
შვილებმა ჩემი შეცდომები გაიმეორეს - ზურაბ ყიფშიძე ოჯახზე