საიდან მოდის სილამაზე? ამაზე პასუხი არავის აქვს... თუმცა, სილამაზეს შენარჩუნება სჭირდება, რადგან მარადიული არაფერია.
ქართველი ცნობადი სახეები, ბევრს შრომობენ იმისთვის, რომ კარგი ვიზუალი ჰქონდეთ და ასაკიც არ ეტყობოდეთ.
გთავაზობთ 4 სელებრითს, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს.
⚪ ია ფარულავა
უმშვენიერესი, ეპატაჟური მსახიობი, რომლის სილამაზეზეც ბევრი საუბრობს 53 წლისაა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დრომ მის უნაკლო სახესა და ფორმებს ვერაფერი დააკლო.
⚪ ნანი ბრეგვაძე
დღემდე ამოუხსნელია ის ფაქტი, რომ 84 წლის ასაკში ნანი ბრეგვაძე უნაკლოდ გამოიყურება. დრომ მის სახეზე რა თქმა უნდა განვლილი ცხოვრების ეტაპები ასახა, მაგრამ მისი სილამაზე ამით მაინც ვერ დაჩრდილა. ის დღესაც უნაკლო ფორმაშია.
⚪ ლელა წურწუმია
მომღერალი ლელა წურწუმია 51 წლის ასაკში „ღამის სიჩუმეს ისევ ფანტავს“ და „მთვარის სიცივესაც“ გაათბობს. ის კვლავ მოთხოვნად და საურველ შოუ ბიზნესის „დივად“ ითვლება.
⚪ მაია ჯაბუა
მომღერალი 58 წლის ასაკში შესაშურად გამოიყურება. ის სილამაზითა და აღნაგობით ამ ასაკშიც არ ჩამოუვარდება თავის ქალიშვილს, ლიზა ყენიას. დედა-შვილს საზოგადოება ხშირად დებს უწოდებს და ამით მათ სილამაზეს უსვამენ ხაზს.
⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
თამარ მეფის სტრატეგია - შაფათავა პოლიტიკურ პარტიას ქმნის?