Digest Logo

6-წლიანი „პატიმრობა“, 34 წლის ასაკში დაოჯახება, გაძარცული სახლი და „ძალით“ გარდაცვალება - ნიკა არაბიძის პირადი

1622798679
ნიკა არაბიძე

„ვაი, ბიძია?!“, „რა მამკლავდა“, „სერგიას პაროდია“, „მთვრალი კაცი“, „ცისმარის ქმარი ნიკოლოზი“, „პატარა ბავშვის ამპლუა“, - ალბათ, მიხვდით, რომ იუმორისტ ნიკა არაბიძეზე, „ჩიტოვიჩზე“ უნდა გესაუბროთ...

დამეთანხმებით, როდესაც ეკრანზე ნიკა არაბიძე ჩნდება, მისი დანახვა ღიმილს გვგვრის. ჰოდა, დღეს სწორედ მის პირადზე მოგიყვებით...

6-წლიანი „პატიმრობა“

პირველად რომ მივდიოდი ისრაელში, მაგარი კურიოზი დამემართა. მოკლედ, დამირეკეს ისრაელიდან და მითხრეს, მიდი საკონსულოში და აიღე ვიზაო. მივედი და დამხვდა წარწერა: „საკონსულო გაფიცულია”. დაცვას ვეუბნები, ვიზა მინდა და რა გავაკეთო-მეთქი. მიპასუხა: აბა, რა გიქნა, მეც ქე მინდა ვიზა, საიდან მოგცე, დადექი ჩემს გვერდით და ვიდგეთ ასე დილამდე, სხვა რა გითხრაო. არადა, აშდოთის მერის მიწვევით მივდიოდი და ორ დღეში მივფრინავ. დავურეკე და ვუთხარი: მოშე, მიშველეთ, კაცო, არ მიშვებენ-მეთქი. ის იქ გადაირია, რაღაცას მოვიფიქრებო. მეორე დღეს დამირეკა და მითხრა, ფაქსით გამოგიგზავნეთ საბუთი, მიდი და ამობეჭდეო. ვიფიქრე: ა, ისრაელის მთავრობა, შევაწუხე და როგორ დამეხმარნენ-მეთქი.

12-წლიანი თანაცხოვრება, ცხოვრების მძიმე პერიოდი, მეუღლე და მდიდრული სახლი - თათია სულუაშვილის პირადი

მოკლედ, ამოვბეჭდე ის „დეპეშა”, მიჭირავს ხელში, ვაფრიალებ და ჩავედი ისრაელში. საპასპორტო კონტროლს რომ გავდიოდი აეროპორტში, მებაჟეს მივეცი ის ფურცელი, ატრიალა ხელში, მიყურა და ბოლოს მითხრა: ვისი ხარ, შვილო, საიდან მოხვედი, ეს რა „დეპეშააო”.

დავიბენი, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მიკრეს თავი აეროპორტის პოლიციაში. მერე გაარკვიეს, რომ ეს იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი, სადაც ეწერა, შემოუშვით ჩვენი კაციაო. სანამ გაარკვევდნენ, რაში იყო საქმე, ვფიქრობდი, თუ დამიჭირეს ახლა და ჩამსვეს ისრაელის ციხეში განაბი ნიკასავით, რაღა მეშველება, სახლში ვთქვი, ქართულ-ებრაულ დღეებზე მივდივარ და ექვსი წლით რანაირად-მეთქი. მადლობა ღმერთს, გადავრჩი. ზოგადად, გეოგრაფიულად ვიცი, სადაც არის ისრაელი და რომ ირგვლივ მტერი – არაბული ქვეყნები ჰყავს შემორტყმული, მაგრამ, რას წარმოვიდგენდი, თუ მათი სამიზნე მე გავხდებოდი?!

ინტერვიუს ნაწყვეტი:

– რომ არა კომედიური ჟანრის მსახიობი, ვინ იქნებოდი?

– ბავშვობაში კოსმონავტობაზე და ძია პოლიციელობაზე ვოცნებობდი, მაგრამ, რომ გავიზარდე და ჭკუაში ჩავდექი, მსახიობობა მინდოდა. თუმცა, ექიმობაც მინდოდა, მაგრამ, გულჩვილი ვარ და გადავიფიქრე. აბა, სისხლისა და ნემსის დანახვაზე რომ გული წამივიდოდა, თეთრი ხალათი და დიპლომი მიშველიდა მე? სხვათა შორის, რომ არა მსახიობი... ახლა თქვენ სტამბის დირექტორს ესაუბრებით.

– ეგ როგორ გავიგოთ?

– როგორ და, მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი, სტამბის დირექტორი ვიქნებოდი დღეს, რადგან ეს სპეციალობა დავამთავრე თავის დროზე.

– თამადობის ინსტიტუტი რომ ყოფილიყო, ვფიქრობ, ეს სპეციალობა წითელ დიპლომზე გექნებოდა დამთავრებული.

14-წლიანი თანაცხოვრების დასრულება, 3 შვილი, კომპლექსები და „სასიკვდილო“ დიეტები - ცოტა რამ თამუნა ლეკვეიშვილზე

– ამაში ნამდვილად გეთანხმებით. თამადობის ინსტიტუტსაც დავამთავრებდი და ასპირანტურაშიც დამტოვებდნენ. ასე რომ, აკადემიკოსი არა, მაგრამ ამ დარგში რაღაც ხარისხს „წავეთამაშებოდი”. ბევრი მეუბნება, ლოთი კაცის იმიჯი კარგად მოირგეო. რა ვქნა, ბატონო, ეს ჩემი სამსახურია, რომ მეუბნებიან, სკეტჩისთვის უნდა დათვრე და გაიხადო შარვალიო, „ტრუსიკშიც“ კი „გავიჩითე”, ხომ ნახეთ...

– ყოფილა ისეთი მომენტი, როცა არ გეხუმრება, მაგრამ თავს ზევით ძალა არ გაქვს?

– რასაკვირველია, ყოფილა ასეთი მომენტიც. მაგალითად, 40-გრადუსიან სიცხიანს ჩამიწერია „კომედი შოუს” სკეტჩი. ამას წინათ, ცხოვრებაში პირველად, წნევამ ამიწია. რა ვიცი, მზეზე აფეთქება მოხდაო და მეც ხომ ამ გალაქტიკის შვილი ვარ, ჰოდა, დამცხო წნევამ. თან, წინა დღის ნაბახუსევი ვიყავი. რაღა უნდა მექნა? მივაყარე წამლები და დავდექი ხუმრობის ხასიათზე. ბიცოლა რომ გარდამეცვალა, მეორე დღეს „კავეენზე” გამოვდიოდი. კი ვიდექი სცენაზე, მაგრამ, ცალი თვალით ვტიროდი და ცალი თვალით ვიცინოდი. რა ვქნა? ასეთი პროფესია მაქვს. ამ ახალ წელს, დასავლეთში მომიწია კონცერტები, მერე სუფრები და ისე გადავიღალე, საჭესთან მჯდომს, შუქნიშანთან გაჩერებულს ჩამეძინა. სამი-ოთხი მწვანის ანთება-ჩაქრობა „გავმაზე” და მერე „სიგნალმა” გამომაღვიძა. ვინ მაცლის ძილს?

– თეთრ სახლშიც ხომ არ გქონდათ მიპატიჟება, როგორც განსაკუთრებულ ტურისტებს?

– თეთრ სახლში კი შემიპატიჟეს, მაგრამ, არ შევსულვარ. ობამამ პირადად დამირეკა და მომიბოდიშა, სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვიყავი გასული და ვერ დაგხვდი, თორემ, კი იცი, როგორ გამიხარდებოდა შენი ჩამოსვლა, ნახვა და ჩაჭუკჭუკებაო.

მეუღლე

როდესაც ცოლი მოვიყვანე, კი ვიყავი უკვე 34 წლის, ეს იყო 2008 წელი. მაგრამ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მისი რჩეული ია არაბელიძეა.

13-წლიანი თანაცხოვრება, აზარტული თამაშები, ეკრანიდან გაქრობა და სკანდალები - ვანო ჯავახიშვილის აქამდე უცნობი ამბები

 

ია არაბელიძე:

ჩემი და ნიკას ურთიერთობისთვის, ალბათ, უფრო კარგი იქნებოდა, ასეთი პოპულარული არ ყოფილიყო, იმიტომ რომ, ხანდახან გინდა, ქმართან ერთად სადმე განმარტოვდე და ამის საშუალება არ გეძლევა. მსიამოვნებს, როცა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ვზივარ და ვუყურებ, როგორ თამაშობს სცენაზე, მაგრამ ამავე დროს, ვფიქრობ, რა იქნებოდა, ჩემთვის უფრო მეტი თავისუფალი დრო ჰქონოდა-მეთქი.

არ არის ცუდი ბიჭი, ამართლებს თავისი ხასიათით. საერთოდ ძალიან წუნია ვიყავი. თაყვანისმცემლები სამეგობროდანაც იყვნენ და საახლობლოშიც, მაგრამ არჩევანი მაინც ნიკაზე გავაკეთე. შეიძლება, ისიც დაეხმარა, რომ ცნობილი სახე იყო, რასაც ახლა არ ვაქცევ ყურადღებას. სხვათა შორის, თავიდან ასაკით უფრო დიდი მეგონა. მამაკაცში, პირველ ყოვლისა, დამოუკიდებლობას ვეძებდი, რომ ქალმა შეძლო, ცხოვრების რთულ ეტაპებში მას დაეყრდნო. არ მიყვარს მხდალი მამაკაცები, ვერ ვიტან, როცა არ იცის კაცმა, რა უნდა, რთულ სიტუაციებში არ გააჩნია გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

მეუღლის სახლის გაქურდვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, არაბიძის მეუღლის საცხოვრებელი სახლი გაქურდეს.

სახლში მეუღლის ბებია, ვენერა არობელიძე იმყოფებოდა.

გარდა არობელიძის ოჯახისა ამავე სოფელში, იმავე დღეს, დუდუჩავების სახლიც გაიქურდა.

სოფლის დეპუტატის, ბონდო ღლონტის განცხადებით, ვაჟა დუდუჩავას ორი ხალიჩა, სათიბი ტექნიკა და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები მოჰპარეს.

უეცარი „გარდაცვალება“

რამდენიმე წლის წინ, სხვადასხვა ინტერნეტსაიტი ნიკა არაბიძის გარდაცვალების შესახებ ავრცელებდა ინფორმაციას.

ამ ამბავს გამოეხმაურა იუმორისტი, ალეკო მალხაზიშვილი და სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია რეალური არ იყო და ნიკა თავს კარგად გრძნობდა.

„მერამდენედ მომიკლეს ბიჭი“,- წერდა მალხაზიშვილი.