Digest Logo

🎥 „რთულდება კომუნიკაცია, თავს იჩენს ფსიქოემოციური არასტაბილურობა...“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

1777876854
მიხეილ ცაგარელი

მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზზე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „იმედის დილა“ საუბრობს და საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს:

მისი თქმით, მიმდინარე კვირაში გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე: ორშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი და კვირა. თუ იგრძნობთ თავის ტკივილს, დისკომფორტს, გაიზომეთ წნევა და შესაბამისი პროფილაქტიკა, ზოგი ყავით, ზოგი მედიკამენტით. 

„4  და 5 მაისს საინტერესო დღეებია. თუ გინდათ საკონსულოებთან, საელჩოებთან ურთიერთობა, ვიზის აღების ძალიან მაღალი შანსია. 

6-7 მაისი ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, განსაკუთრებით ეხებათ მაღალი თანამდებობის პირებს. 15 მაისამდე საკმაოდ რთული სიტუაცია გვაქვს, შავი მთვარე ქმნის ცუდ ურთიერთობებს კარმულ კვანძებთან, რაც ნიშნავს, რომ ამ პერიოდში შეცდომების დაშვების ალბათობა მაღალია იდეოლოგიურ, პოლიტიკურ და რელიგიურ სფეროში. 

ხუთშაბათი დღე კარგია მავნე ჩვევებზე თავის დასანებებლად. 

პარასკევი, შაბათი და კვირა - ფეხზე დიდხანს ნუ იქნებით! ვენების გაგანიერების საფრთხეა, ამიტომ ჯობს იაროთ. ყური დაუგდეთ დედების რჩევებს, უფროსი თაობის მანდილოსანთა რჩევებს. არ აჰყვეთ ფანტაზიას, დაეყრდენით რეალურ ფაქტებს. 

დედამიწა უარყოფით ენერგოველშია 10 რიცხვამდე. რთულდება კომუნიკაცია, განწყობა ისე რა, ფსიქოემოციური არასტაბილურობა იჩენს თავს. ვალები ყველას გაახსენდება, ყველაფერი უნდა გამოასწოროთ“,- ამბობს მიხეილ ცაგარელი.

მისივე განმარტებით, მიმდინარე კვირა ამ თვეში ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ასტროლოგიურ პროგნოზს: 

ვერძი - ენერგოტონუსი შემცირდება, მეტად დაიღლებით. გინდათ ყველაფერი უცებ, ახლა, არ ნახულად მაღალია მოუთმენლობის სინდრომი, ამიტომ არ იჩქაროთ. ნუ დახარჯავთ ზედმეტად ფულს. 

კურო - ენერგოტონუსს არ უჩივით, ჯანი გემატებათ ყოველდღე, განწყობა უმჯობესდება. პერსპექტივები გაქვთ, მაგრამ ხელის შემშლელი ფაქტორებიც გაქვთ. მეტი ტაქტი გამოიჩინეთ ნაცნობებთან და მეზობლებთან. თუ გაქვთ ძველი დაუსრულებელი ვალდებულებები, ყველაფერი დაასრულეთ. მიუხედავად ამისა, კვირის მთავარი ფავორიტი ნიშანი ხართ. 

ტყუპები - გესაჭიროებათ განსაკუთრებული ყურადღება, სიფრთხილე. შეხვედით დაბადების წინა პერიოდში, ენერგოტონუსი ეცემა, ადვილად იღლებით, იბნევით და გულმავიწყები ხდებით. ძველი დაუსრულებელი საქმეები თქვენს წინააღმდეგ დადგება. ასევე გექნებათ დიდი ფინანსური ხარჯი. 

კირჩხიბი - ენერგოტონუსი ნელ-ნელა მატულობს, მოდიხართ ჯანზე, ჯანმრთელობაც უმჯობესდება, განწყობაც. გაქვთ წყალქვეშა დინებები ნეგატიურ ენერგოველთან დაკავშირებით. სამართლიანობის თქვენი კრიტერიუმი შეიძლება არ შეესაბამებოდეს საზოგადოების კრიტერიუმს, ამიტომ მოხდება დაპირისპირება. კონფლიქტების ალბათობა გაქვთ.

ლომი - ენერგოტონუსი ეცემა, ადვილად დაიღლებით, ამიტომ დაასვენეთ თქვენი თავი. შესაძლებლობები არის, მაგრამ სათუო. უფრო მეტიც, ფარული მტრები, ჭორები ძლიერდება. კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. 

ქალწული -  ჯანზე მოდიხართ, ენერგოტონუსიც მაღალია, განწყობა უკეთესია. შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, შეუპოვრობა, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება მატულობს. გაითვალისწინეთ, რომ ახალგაზრდა თაობას განსაკუთრებით ეხებათ, საეჭვო ადამიანების მოტმასნების პერიოდია. თქვენი წარმატება ყველას არ მოეწონება. 

სასწორი - ენერგოტონუსი ეცემა, ჯანმრთელობა ნაკლებად სტაბილური ხდება, ადვილად იღლებით, რის გამოც შეცდომებს დაუშვებთ და იმოქმედებთ არათანმიმდევრულად. პრეტენზიულობა სხვების მიმართ, სულსწრაფობა ძლიერდება, რაც საპასუხო რეაქციებს გამოიწვევს. 

მორიელი - ჯანზე მოდიხართ, ენერგოტონუსი მაღალი, შარმი და მიზიდულობა, ახლა თქვენი დროა, ბევრი რამ გამოგდით, მაგრამ კარგად დაიმახსოვრეთ, პარტნიორული თანამშრომლობა იქნება კონფლიქტური. გაქვთ სხვადასხვა იდეები, ხედვა, შესაძლებლობები. გამოიჩინეთ მოთმინება, დიპლომატია. 

მშვილდოსანი - ენერგოტონუსი ეცემა, ნუ გადაიღლებით და ფინანსური ხარჯის ტენდენცია გაქვთ, დაკარგვის და მოტყუების ტენდენციაც არის. ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან ურთიერთობას ყურადღება მიაქციეთ. ქრონიკულმა დაავადებებმა შესაძლოა იჩინონ თავი. 

თხის რქა - მოდიხართ ჯანზე, განწყობა უმჯობესდება. ფინანსურად წარმატების შანსი მაღალი გაქვთ, წახვალთ წინ კარიერული თვალსაზრისით, მაგრამ მთავარია, შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა შვილებთან და სასიყვარულო პარტნიორებთან. ზოგიერთი ქორწინების წინაშეც აღმოჩნდება. 

მერწყული - ენერგოტონუსი იკლებს, მაგრამ წარმატების შანსები მაინც გაქვთ, მეტი სურვილი გაგიჩნდებათ ოჯახის, სანათესავოს მიმართ. ძალიან მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები ნათესავებთან. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს. 

თევზები - ინტუიცია იმატებს, ნუ უგულებელყოფთ ამას. იგრძენით საეჭვო ადამიანები და წინადადებები. პროვოკაციების, შეცდომების დაშვების ალბათობა მაღალია. გართობა ზომიერების ფარგლებში და მოერიდეთ აზარტულ თამაშებს, დანაკარგი გექნებათ! 

 

 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„გადამეტებული წარმოდგენა საკუთარ ძალაზე, ჭარბი ენერგია, აგრესია, ემოციური არასტაბილურობა“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი

„არახელსაყრელია ქორწილი, ბიზნესის გახსნა, დოკუმენტების ხელმოწერა...“ - 4 მაისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

„რასაც ახლა ვიტყვი, არც ჩემი მოგონილია და არც ჩემი სურვილი...“ - რას წერს გია ჯაჯანიძე