Digest Logo

ახლა უნდა მოგიყვეთ ამბავი, რომლის მოყოლაც აქამდე აკრძალული მქონდა - ნანუკა ჟორჟოლიანი

1605121851
ნანუკა ჟორჟოლიანის მონოლოგი

„ახლა უნდა მოგიყვეთ ამბავი, რომლის მოყოლაც აქამდე აკრძალული მქონდა, ამბავი, რომელმაც ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და 41 წლის ასაკში თავიდან მაფიქრებინა, რომ ჯერ ყველაფერი წინ არის. ამბავი, რომელმაც დამარწმუნა, რომ ჩემი ცხოვრება სავსეა ენერგიით და თავგადასვლებით“- ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი „სხვა ნანუკას“ მონოლოგში.

ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის ხონის, ვანის, სამტრედიის და წყალტუბოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყო საკუთარ გადაცემაში, მის ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ უთხრა, რომ ყველა პირობას რაც მათ დაპირდა და რისი შესრულების საშუალებასაც ტელევიზია მისცემს აუცილებლად შეასრულებს.

„რაც უნდა მოხდეს, მე ვიქნები ყველა იმ ადამიანის მაჟორიტარი, რომელმაც ხმა მომცა, ადამიანების, რომლესაც უნდოდა, რომ მათი მძიმე ყოფა შემეცვალა, ადამიანების, რომლებსაც სჯეროდათ, ციოდათ, ბედნიერიები იყვნენ... მე მათი ნანუკიე ვიქნები, როგორც დავპირდი მათ და ყოველთვის იქ ვიქნები, სადაც დავჭირდები ბოლო წუთამდე.

და მნიშნველობა არ აქვს, მაქვს თუ არა მანდატი, ყველა პირობას, რომლის შესრულებაც ტელევიზიის ფარგლებით შემიძლია მე ბუნებრივია შევასრულებ“- ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.