Digest Logo

ალკოჰოლი, ქურდობა, 3-ჯერ „გარდაცვალება“ და „დაკავება“ - ნიკა ლომიძის ამბები

1614152366
ნიკა ლომიძე

„დილა მშვიდობისა ყველას, თამუნას, თემოს მაგდას და ლელას“... ალბათ, 2 000-იან წლებში დაბრუნდით და ამ სიმღერის მელოდიაც ამოგიტივტივდათ გონებაში.

დიახ, ეს გადაცემა „ტოროლების“ სიმღერა იყო. ამ გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი კი ნიკა ლომიძე გახლდათ. დღეს სწორედ მისი პირადის შესახებ გიამბობთ. 

ნიკა ცხოვრებისეულ ამბებზე ჟურნალისტებთან თავად საუბრობდა.

ქურდობა

სკოლაში რომ მივდიოდი, ბულკებს, ბუბლიკებს ვიპარავდი და ვჭამდი. გამყიდველი ხვდებოდა, რომ ვიპარავდი, მაგრამ, ალბათ ეგონა, სახლში კლავენ ამ ბავშვს შიმშილით და ღმერთმა შეარგოს მოპარული ბულკები ამ საცოდავსო.

სკოლაში დანაყრებული მისული კი მასწავლებლებს ვუშრობდი სისხლს. ერთი მასწავლებელი მყავდა ამოჩემებული და „დიმაუშკებს” ვუდებდი უჯრაში.

მივიდოდა საწყალი, გამოაღებდა უჯრას და ისეთი კვამლი ამოვარდებოდა იქიდან, ქალი აღარ ჩანდა.

აი, ასეთი ცუდი ბავშვი ვიყავი.

დალევა დადებილებამდე

სხვათა შორის, პირველად თინეიჯერობის ასაკში დავლიე. თან, როცა თინეიჯერის ასაკში ხარ, გგონია, უკვე დიდი ხარ და ვერ იგებ სასმლის ზომას.

ბორჯომში ვისვენებდი და იქ დავლიე. მთვრალმა კიბეზე დავიძინე და მერე მეგობრები „მეკაიფებოდნენ“, დებილი „ბომჟივით“ იწექი კიბეზე და გეძინაო.

ეს იყო ჩემი პირველი დალევა, უფრო სწორედ, დალევა დადებილებამდე.

სამჯერ „გარდაცვალება“

ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა „გაჩითა“ „სტარტოვკა”, ანუ სპორტული პისტოლეტი, რომელსაც მხოლოდ ხმა აქვს და ტყვიებს არ ისვრის.

ბორჯომის პარკში, ღია თეატრში სპექტაკლი რომ დასრულდა და ხალხი გამოეფინა, ავტეხეთ სროლა.

დაიბნენ, ვერ გაიგეს, რა ხდებოდა. თან, დავუმიზნებდით ერთმანეთს, გავისროდით და დავვარდებოდით – ვითომ მოვკვდით.

ხალხი შოკში ჩავარდა, იფიქრეს, არიქა დახოცეს ერთმანეთი ბავშვებმაო და ატყდა წივილ-კივილი. კარგად მახსოვს, სამჯერ „მოვკვდი“ და სამჯერვე წამოვხტი ფეხზე.

ამის მერე ჩაგვტენეს მანქანაში და მილიციაში ამოვყავით თავი. თავდახრილები დავდექით. მიხვდნენ, შტერი ბავშვები ვიყავით და სულელობით მოგვივიდა ეს ამბავი და უკან დაგვაბრუნეს. კი ვინერვიულე, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა.

მეუღლე

ნიკას მეუღლე ცნობილი მოცეკვავე, თეა გობეჯიშვილია. წყვილი დიდი ხანია რაც ერთადაა და საერთო შვილიც ჰყავთ. ნიტამ საზოგადოებას ტავი პროექტ „შენ შეგიძლია ცეკვაში“ მონაწილეობით დაამახსოვრდა.

ახალგაზრდა ნიტამ საზოგადოების დიდი სიყვარული დაიმსახურა და პროექტის გამარჯვებულიც გახდა.

როგორც ნიკა ამბობს თეასა და მას იდეალური ურთიერთობა აქვთ.

ეჭვიანობა

თუ ადამიანი გიყვარს, ეჭვიანიც უნდა იყო, აბა რა?! მეც და თეაც, ორივე ეჭვიანები ვართ. უბრალოდ, ეჭვიანობის საბაბს არ ვაძლევთ ერთმანეთს. არც დამჭირვებია და არც საბაბი მოუცია თეას, რომ მეეჭვიანა და გიჟი ხომ არ ვარ, უმიზეზოდ ვიეჭვიანო. ჩვენ ერთმანეთს ვენდობით, თანაც თვალდახუჭული.

შვილი

დედაჩემი მეუბნება, ნიტას რომ ვუყურებ, შენ გგავსო, თეას დედა ამბობს, თეას – ჰგავსო. ასე რომ, ნიტა ორივეს „მიქსია“.

ახლანდელი ბავშვები, მე თუ მკითხავთ, ძალიან მარტივები არიან. ადრეც ყალიბდებიან, უფრო აზრიანებიც არიან, მეტიც ესმით, ვიდრე ჩვენ გვესმოდა მათ ასაკში და შეგიძლია დაუჯდე, ესაუბრო, გაარჩიო საქმეები და ეკამათო კიდეც.

ნიტა, მგონი, ერთადერთი ადამიანია, ვინც „მჭედავს“. იცის, როდის მომეფეროს, როდის მაკოცოს, როდის მომელაქუცოს.


🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

„კანონიერი ქურდების“ ომი აფხაზეთში - „ქურდები“, რომლებიც ებრძოდნენ ნარკოტიკების გავრცელებას მოკლეს

კრიმინალური ავტორიტეტი და ჟურნალისტი - ვინ არიან ბოკერია-ჩერგოლეიშვილის ყოფილები

ნისიად ნაყიდი ფეხსაცმელი, ქმრის „ღალატი“ წკრიალაშვილთან და ერთადერთი შვილი - ნინო ქათამაძის პირადი