ბოკერია-ჩერგოლეიშვილის წყვილი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი არა მხოლოდ ცოლ-ქმარი, არამედ კარგი მეგობრები და თანამებრძოლები არიან. ერთმანეთს თითქმის ყველა საქმეში გვერდით უდგანან და საერთო მიზნისკენ მიდიან.
მიუხედავად იმისა რომ დღეს მათი ცალცაკლე წარმოდგენა თითქმის შეუძლებელია, ცნობილია, რომ მათ ერთმანეთის გაცნობამდე ოჯახები ჰყავდათ.
გიგას პირველი მეუღლე „პირველი არხის“ ჟურნალისტი ნინო დოლიძე გახლდათ, რომელთანაც ერთი ვაჟი ჰყავს - ლევან ბოკერია. ის ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.
ერთი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან თამარ ჩერგოლეიშვილს.
როგორც ამბობენ, მისი პირველი მეუღლე კრიმინალური ავტორიტეტი, ვინმე კოპალეიშვილი, მეტსახელად „კოკოშა“ ყოფილა.
თამარ ჩერგოლეიშვილმა გიგა ბოკერია ABA-ში მუშაობის დროს გაიცნო.
„გიგა პირველად კონფერენციაზე ვნახე, 1997 წელს, ვიღაცას ეკამათებოდა. მონუსხული ვუსმენდი – ძალიან შთამბეჭდავი იყო. როგორც გაირკვა, არც მას დავრჩი ყურადღების მიღმა. სადილად დამპატიჟა, დავთანხმდი – დააგვიანა და არ დაველოდე. მერე თავიდან დამპატიჟა – ისევ დააგვიანა და ისევ არ დაველოდე, თან გავბრაზდი. ვიფიქრე, რომ შეურაცხყოფას მაყენებდა. მოგვიანებით გავარკვიე, რომ მე არაფერ შუაში ვიყავი – უბრალოდ დროის აღქმა არა აქვს და მისი დაგვიანება ისეთივე ნორმაა, როგორც ის, რომ დილით მზე ამოდის, მაგრამ იმ ეტაპზე ჩვენი ურთიერთობისგან მხოლოდ მეგობრობა გამოვიდა”, - იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი.
გიგა ბოკერიამ და თამარ ჩერგოლეიშვილმა ჯვარი რამდენიმე წლის წინ დაიწერეს. როგორც ფოტოზე ჩანს, ბოკერიას ერთ-ერთი მეჯვარე ქალაქის მერი გიგი უგულავა გახლდათ.
ბოკერია-ჩერგოლეიშვილის წყვილს საერთო შვილი - კესო ბოკერია ჰყავს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
გიო ხუციშვილი 59 წლის გახდებოდა - აფხაზეთის ომი, ფარული სიკეთე და აქამდე უცნობი ამბები მომღერალზე
ვინ არის ბაია პატარაიას ქმარი და როგორია ცნობილი უფლებადაცველის ოჯახური ცხოვრება