მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ბერა ივანიშვილის ნათლიაა. ნათლია-ნათლულს ერთმანეთთან ახლო და მეგობრული ურთიერთობა არ აქვს, თუმცა როგორც აღმოჩნდა, თამრიკოს მშობლებსა და ბერას ბაბუას ჰქონდათ მეგობრული კავშირი და სწორედ ამიტომ გადაწყდა, რომ თამრიკო ბერას მონათლავდა.
„რაც შეეხება ჩემს ნათესაურ კავშირს ბიძინა ივანიშვილთან, მე როდესაც ბიძინამ და ეკამ შემომთავაზეს ბერას მონათვლა, მაშინ ბიძინა თავისი სიმდიდირით ასეთი ცნობილი არ იყო, ეს ოჯახი გახმაურებული იყო თავისი სულიერი სიმდიდრით და ქველმოქმედებით. არავინ არ იცის ვინ არის ბიძნა თავისი ოჯახით და მე საიდან მქონდა ასეთი სიახლოვე. ეს იყო წამოსული ეკას დედმამისაგან, იმიტომ, რომ ჩემი მამა და ბიძინას სიმამრი ერთად გაიზარდნენ, ჩვენ სულ სხვა ურთიერთობა გვქონდა.
აქ არ ტრიალებდა ფინანსური მხარე, აქ იყო მხოლოდ მორალური ადამიანური სიახლოვე“- ამბობდა თამრიკო ჭოხონელიძე ერთ-ერთ ინტერვიუში.
მას შემდეგ რაც გაირკვა, თუ რა ურთიერთობა აკავშირებს თამრიკო ჭოხონელიძეს ბერა ივანიშვილთან ყველა ელოდებოდა რომ, მომღერალს ნათლულის ქორწილში დაპატიჟებდნენ. თუმცა ასე არ მოხდა და უფრო მეტიც - თამრიკომ ბერას ქორწინების შესახებ ჟურნალიტებისგან გაიგო და ნათლულს ასევე, პრესის ფურცლებიდან უსურვა ბედნიერება.
„ბერას ქორწილში არ დამპატიჟეს, დაქორწინების, ჟურნალისტებისგან გავიგე და თქვენივე საშუალებით ვულოცავ! სამწუხაროდ, ბერასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს, მას მხოლოდ აქციებზე ვხედავდი, მესმის ხოლმე სიახლეები მის ნიჭთან და შემოქმედებასთან დაკავშირებით და ყოველთვის ძალიან მიხარია.
არც ერთ ჩემს ნათლულს არ ვაკლებ სითბოს და ყურადღებას ნამდვილად… ბერასთვის ერთადერთი, რაც შემიძლია, ლოცვებში მოვიხსენიო და ასე გამოვხატო ჩემი სიყვარული და ზრუნვა მის მიმართ“, - იხსენებდა თამრიკო ჭოხონელიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
როგორ ულოცავს ბერა ივანიშვილი მეუღლეს დაბადების დღეს
შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი