Digest Logo

შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი

1610980477
გიორგი გასვიანი

ცნობილები ადამიანების ცხოვრება საზოგადოებას ყოველთვის აინტერსებს, განსაკუთრებულ ინტერესს იმ ადამიანების მიმართ იჩენენ, რომლებსაც ტელეეკარენებზე ხედავენ, საზოგადოებას კი ყოველთვის აინტერესებს როგორები არიან ეკრანს მიღმა ის ადამიანები, რომლებიც „ყუთებიდან“ ყოველდღე გვესაუბრებიან.   

ამ სტატიაში ერთ-ერთ ცნობილ წამყვანზე, გიორგი გასვიანზე გიამბობთ.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by GIORGI GASVIANI (@giorgigasviani1)

გიორგი გასვიანი დევნილია, ის აფხაზეთიდან არის და აფხაზეთზე მოგონებებს ყოველთვის ემოციურად იხსენებს.

„სულ მესიზმრება, რომ აფხაზეთში ჩავდივარ, მაგრამ სახლის კარი ხან აჭედილია, ხან მოყინულია და ვერ ვახერხებ შესვლას, არადა მინდა. ჩემს სახლში მეორე სართულზე სანამ ახვიდოდი, კიბის ქვეშ შტაბი მქონდა, სათამაშოებს ვინახავდი, მინდა ვნახო“, - ამბობს მსახიობი.

„პრაიმ-შოუში“ გიორგი გასვიანს აფხაზეთის სახლი 24 წლის შემდეგ აჩვენეს, რამაც გასვიანი აატირა.

„აფხაზეთში ძალიან ლამაზი და ფერადი ბავშვობა მქონდა. თვითონ ის გარემოც იძლეოდა ამის საშუალებას და თან, გამიმართლა, რადგან ძალიან ბედნიერ ოჯახში დავიბადე. 6 წლამდე ვიყავი იქ და ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. მახსოვს ომის დაწყება, სიტყვა ევაკუაციის მნიშვნელობა. სოხუმის დატოვება პირველად თვითმფრინავით მომიწია. მშობლები იქ დარჩნენ, მე დეიდებთან ვიყავი. როცა მირეკავდნენ, ვბღაოდი, რადგან „მოამბეში“ ვუყურებდი, რა ხდებოდა იქ. გადმოსცემდნენ, როგორ აფეთქებდნენ ქალაქს. ჩვენთან ახლა და მით უმეტეს, ოთხმოცდაათიანებში, არ იყო კულტურა, რომ პატარა ბავშვისთვის ტელევიზორში მსგავსი სიმძიმის კადრები არ ეყურებინათ. მართალია, იქაურობას თავიდანვე გამარიდეს, მაგრამ საინფორმაციოში ვუყურებდი ომს იქ, სადაც ჩემი მშობლები იყვნენ. ღმერთს ვთხოვდი, ჩემს სახლს არ დასცემოდა ჭურვი და მშობლები არ დახოცილიყვნენ. მერე მშობლებიც ჩამოვიდნენ, დაიდო ზავი და ყველა ერთად დავბრუნდით უკან. მაგრამ, დაიწყო ისევ ინტენსიური დაბომბვა, რომელიც მთელი ღამე გრძელდებოდა. მახსოვს, როგორ ვიმალებოდით სარდაფში. ღმერთმა არ გამოგაცდევინოთ ის შეგრძნება, რაც ჩვენ მაშინ განვიცადეთ. 13 ივნისი და გორის ამბები რომ ხდებოდა, ყველას გვახსოვს, როგორი შეგრძნება სუფევდა ჩვენს გარშემო. წარმოიდგინეთ, რა იქნება, როცა ბუნკერში ხარ ჩაკეტილი, ახლობლებთან ერთად და გარეთ, ქალაქს ბომბავენ.

ინფორმაციაც კი არ გვქონდა, უკვე აიღეს თუ არა სოხუმი. 6 წლის ასაკში დავამთავრე ბავშვობა და ჩვეულებრივი, ზრდასრული ადამიანი გავხდი. მახსოვს, იმ მომენტში მეზობელს ვეუბნებოდი, ვნერვიულობ-მეთქი. მამაჩემის მხრიდან თითქმის ყველა დაიხოცა. ჩემი ოჯახის ყველა მამაკაცი ამ ომს ემსხვერპლა. ერთი ბიძა გზაში გაიყინა და იქვე დაასაფლავეს. მამაჩემს აეროპორტში, თავში კონდახი ჩაარტყეს, მერე ინსულტი მიიღო და ექვს წელიწადში გარდაიცვალა.

მოკლედ, იყო ბედნიერი ბავშვობა, ომის რთული დღეები, 90-იანების რთული წლები დევნილობაში, მაგრამ ყოველთვის იყო ღირსება და თანადგომა. მამა გარდამეცვალა, მაგრამ დედა ყოველთვის გვერდით მედგა. ეს ქმნის პიროვნებას, სხვანაირად რომ გავზრდილიყავი, სხვანაირი ვიქნებოდი“- ამბობს გიორგი გასვიანი ერთ-ერთ ინტერვიუში.

წინასწარმეტყველური სიზმრები

„ჯერ კიდევ სოხუმში ცხოვრებისას, ბავშვობაში დამესიზმრა წითელი ზღვა. ძალიან მალე დაიწყო ომი და ოჯახის წევრებმა, რომლებმაც ჩემი სიზმრის შესახებ იცოდნენ, მითხრეს, წინასწარმეტყველური სიზმრები გქონიაო. ერთხელ მესიზმრა, ვითომ საცხოვრებელ კორპუსში ვიყავი, რომელიც ზღვის პირდაპირ იდგა. უცებ უზარმაზარი ტალღები წამოვიდა, რომელიც ჩემს კორპუსს საფრთხეს არ უქმნიდა, მაგრამ გვერდით მდგომ სხვა კორპუსებს ეჯახებოდა. მალე, როცა ინდონეზიაში მომხდარი ცუნამის დამანგრეველი შედეგების შესახებ გავიგე, მივხვდი, ჩემი სიზმრის მნიშვნელობას.

იმას, რომ საფრთხე ჩემს ქვეყანას არ ემუქრებოდა. ცუნამის საფრთხე საქართველოს თავისთავად ვერ შეექმნებოდა გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე. მაშინ გავაცნობიერე, რომ სერიოზული ნიჭი მქონდა. კიდევ ერთი სიზმარი მახსენდება, რომელიც ადამიანის გარდაცვალებას უკავშირდება. წლების წინ ჩემი მეზობელი ქალი გარდაიცვალა. ეს ამბავი უკვე მომხდარი იყო, როცა, ერთ ღამეს მისი გარდაცვალება დამესიზმრა, მაგრამ ყველაფერი ჩემს სახლში ხდებოდა. რეალურად, ეს ქალი ჩემსავე კორპუსში, ჩემსავე სართულზე ცხოვრობდა, მაგრამ მე სახლი იმ დროისთვის, როცა ეს სიზმარი ვნახე, გაქირავებული მქონდა. დამესიზმრა, ვითომ ის ინსულტით გარდაიცვალა ჩემს ბინაში. დილით მოვყევი ამ სიზმრის შესახებ და მეორე საღამოს დედაჩემი მირეკავს, ჩვენი მდგმური გარდაცვლილა, რომელიც ამ ბინაში ცხოვრობდა, ინსულტი დამართნიაო. ის კაცი აივნის კართან იპოვეს გარდაცვლილი, ისევე როგორც ჩემს სიზმარში, კიდევ ბევრი დეტალი ემთხვეოდა. ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ჩემს სიზმარში, მხოლოდ სხვა ადამიანს ეხებოდა საქმე“- ამბობს გიორგი გასვიანი ერთ-ერთ ინტერვიუში.

გაშიშვლებული გასვიანი

ანრი ჯოახეძემ თავისი გამოცდილი მეთოდი მეგობარზეც სცადა და როგორც მედიაში იწერებიან, 2011 წელს თავის კლიპში „გახადა“. კლიპ­ში გუ­ლახ­დი­ლი და ინ­ტი­მუ­რი სცე­ნე­ბია, რო­მელ­საც მსა­ხი­ო­ბე­ბი გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნი და ნინო შავ­გუ­ლი­ძე ას­რუ­ლე­ბენ. მართალია, კლიპი არ იძებნება, თუმცა ლეგენდა შიშველი გასვიანის შესახებ ქართული პრესის ფურცლებს დღემდე შემორჩა. შეთავაზების შემთხვევაში, ალბათ კვლავ დაფიქრდებოდა, ისევე როგორც გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ წამყვანის შეკითხვაზე - მიიღებდა თუ არა მონაწილეობას პორნოგრაფიული ჟანრის ფილმში - კარგა ხანს იფიქრა. თან კი, თან არა - თქვა მან პირველ ჯერზე, თუმცა საბოლოოდ მისი პასუხი უარყოფითი იყო.

დღეს გიორგი ხალხს თვითონ აშიშვლებს, ოღონდ მორალურად, ის გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ წამყვანია.

ალ­ბათ ბევრ თქვენგანს არ გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნი სე­რი­ა­ლი­დან „გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან" არც ახსოვს. ის გეის როლს ასრულებდა.

 

სკანდალი გვარამიასთან

გადაცემაში „მხოლოდ ქართული“ 2019 წელს ნიკა გვარამიამ ნუცა თოფურიას გადასარჩენად ვეტო გამოიყენა და მას კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების საშუალებას მისცემს.

გიორგი გასვიანმა დაწერა, რომ იმავეს გამოყენება შეეძლო არხს ახალი წლის ღამეს, როდესაც მსახიობი, გიორგი ცხადაძე უსამართლოდ გააგდეს.

„მისი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ მე, სხვა ტელევიზიის სახემ, როგორ გავბედე და მათი გადაცემა გავაკრიტიკე, ეს ვითომ „არმოსული პონტია“. მე არ გამიკრიტიკებია გადაცემა, ერთადერთი ცხადოს მიმართ გამოვთქვი ჩემი აზრი. მის ადგილას სხვა რომ ყოფილიყო, მისი მეგობარი დაწერდა რამე მსგავსს. ჩვენ სუბიექტურები ვართ და როცა გვინდა, მაშინ გამოვიყენებთ ვეტოსო. მე ნეპოტიზმში მედავებოდა – შენი ძმაკაციაო. ნეპოტიზმი რა შუაშია, ნებისმიერი არ უნდა გავარდნილიყო ახალი წლის ღამეს, უბრალოდ, რადგან ჩემი ძმაკაცია, მე იმიტომ დავწერე. ჩემი საქმე არაა „რუსთავი 2-ის“ საქმიანობა. პატივს ვცემ ამ არხს, პირდაპირ ვამბობ, მომწონს, მაგრამ არის რაღაცები, რაშიც პატივს ვერ ვცემ“- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგი გასვიანი.

***

2016 წელს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ჟურ­ნა­ლიტ გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ, ამის შესახებ მაკა რაზმაძემ გაავრცელა ინფორმაცია.

„პო­ლი­ცია ისევ სა­ხეს კარ­გავს რო­გორც ჩანს!! გი­ორ­გი გას­ვი­ა­ნი დღეს ბორ­ჯომ­ში სე­მი­ნარ­ზე წა­ვი­და. გზა­ში მან­ქა­ნა მო­უ­ცურ­და და გზა­ზე გა­ჩერ­და. პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­ი­ნა­ხეს და მი­ვარ­დნენ, გად­მო­ათ­რი­ეს მან­ქა­ნი­დან, მი­ა­დეს შუბ­ლზე ია­რა­ღი და და­უ­წყეს ცემა....ამას ასე არ დავ­ტო­ვებთ! აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვთქვა ისიც,რომ გი­ორ­გი იყო ფხი­ზე­ლი და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი კი მთვრა­ლე­ბი და თან არა პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნით!!", - წერდა მაკა რაზ­მა­ძე.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by GIORGI GASVIANI (@giorgigasviani1)

 

სიყვარული

2020 წელი გიორგი გასვიანისთვის წარმატებული აღმოჩნდა, მან საყვარელი ადამიანი იპოვა.

სიახლე სტუდიაში! - ასე წარადგინა გადაცემა „პრაიმშოუს“ ეთერში წამყვანმა, ნოე სულაბერიძემ 19 წლის მარიტა მელიქიშვილი და მაყურებელს საიდუმლოც გაანდო.

მსახიობ და ტელეწამყვან გიორგი გასვიანს ცოლი მოჰყვას:

„ჩემს პირადზე კამერების წინ არასდროს მისაუბრია და სიმართლე გითხრათ, ახლა ვღელავ. ეს ის შემთხვევაა, როცა ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ. ეს ულამაზესი და უმშვენიერესი გოგონა მარიტა გახლავთ“, - ამბობს გიორგი.

 

„გიორგი შორიდან ყოველთვის მომწონდა. ბათუმში კონცერტზე გავიცანი, სადაც დაახლოებით, 20 წუთი გავატარეთ ერთად, თუმცა ეს დრო გრძნობების გასაჩენად საკმარისი აღოჩნდა. მართლა ძალიან მიყვარს. მის გვერდით წარმომიდგენია მთელი ჩემი ცხოვრება“- ამბობს გიორგი გასვიანის რჩეული.

გიორგი გასვიანს „პრაიმ-შოუს“ გუნდათ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, ის ასევე მეგობრობს ტელეწამყვან მაკა რაზ­მა­ძესთან და დიზაინერ დალი ჩიტალაძესთა.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by GIORGI GASVIANI (@giorgigasviani1)

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by GIORGI GASVIANI (@giorgigasviani1)

 

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

საშინელი თაფლობისთვე, ცხოვრების მძიმე პერიოდი და 21 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი - ცოტა რამ ნინო ჩხეიძის პირადზე

გარდაცვლილი და, ბიზნესმენი მამა და მოულოდნელი ქორწინება - ჯანეტ ქერდიყოშვილის პირადი

ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი