Digest Logo

არც ნაცები, არც ქოცები - ქართველი სელებრითები, რომლებიც პოლიტიკაში არ ერევიან

1604926626
ჯანეტი, ბეგაშვილი, როხვაძე

ქართველი ცნობილი ადამიანების უმრავლესობა პოლიტიკურ შეხედულებას საჯაროდ აფიქსირებს - ამას ღიად და დაუფარავად აკეთებენ, დადიან აქციებზე, წერენ სოციალურ ქსელში სტატუსებს, უძღვნიან სიმღერებს, აქვეყნებენ რომელიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და ა.შ.

მაგალითად, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე აჩი ფურცელაძემ „ქართულ ოცნებას“ სიმღერაც კი დაუწერა.

მომღერალმა ნინი ქარსელაძემ ხმა, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცა, ეს უკვე ისედაც აშკარა იყო.

ოპოზიცური პარტიების ღონისძიებებსა თუ აქციაზე ბევრი ცნობადი სახე იკრიბება. ისინი საკუთარ არჩევნას სიმღერით აფიქსირებენ.

ქართველი სელებრითების მცირე ნაწილი პოლიტიკურ ღონისძიებებში ნაკლებად ერევა. მათ სოციალურ ქსელში ვერ ნახავთ, პოლიტიკური შინაარსის ფოტოსსა თუ სტატუსს,


შორენა ბეგაშვილი - ცნობილი მსახიობი, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა.

მის „თაიმლაინზე“ ვერ შეხვდებით პოლიტიკური შინაარსის სტატუსსა და ფოტოს.

shorena-begashvili_o_h.jpeg

ჯანეტ ქერდიყოშვილი - „მის საქართველო 2011“-ს საკუთარი პოლიტიკური შეხედულება საჯაროდ ამ დრომდე არ გაუჟღერებია.

janeti-da-noe_o_h.jpeg


ანრი ჯოხაძე - ცნობილი მომღერალი, თავის პოლიტიკურ შეხედულებას არ ასაჯაროებს.

anri-jokhadze_o_h.jpeg

ნოდიკო ტატიშვილი - მომღერალი, რომელიც საკმაოდ აქტიური პიროვნებაა, სოციალურ ქსელში პოლიტიკური შინაარსის პოსტებს არ აქვეყნებს. ნოდიკოს არც რომელიმე პარტის შეკრებაზე არ უმღერია.

nodiko-tatishvili_o_h.jpeg

ნიკოლოზ წულიკიძე - თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე პოლიტიკურ შეხედულებას საჯაროდ არ საუბრობს.

nikoloz-tsulikidze_o_h.jpeg

თიკა ფაცაცია - მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია, სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა, თუმცა არაფერს წერს პოლიტიკური შეხედულების შესახებ.

tika-phatsatsia_o_h.jpeg

მარიტა როხვაძე - მომღერალ მარიტა როხვაძის სოციალურ ქსელში ვერ იპოვით, რომელიმე პოლიტიკური პარტიის შესახებ დაწერილ პოსტს. მას ვერც რომელიმე პოლიტიკოსის გვერდით დაინახავთ. პირიქით, მან „პოლიტმომღერლებს“ სტატუსიც კი მიუძღვნა:

„ვინმეს *რაკში თუ არ შეუძვერით და კონკრეტულად ვინმეს თუ არ უმღერეთ, ისე ხელოვანმა ხალხმა რა უნდა ქნას?

გამეცით პასუხი“- დაწერა მარიტა როხვაძე, სოციალურ ქსელში.

marita-rokhvadze_o_h.jpeg

⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

2020 წლის მთავარი აქსესუარი - პირბადეების სტილი ქართველი სელებრითების მაგალითზე

ქართველი სელებრითები, რომლებმაც არჩევნები არ შეიმჩნიეს

პოლიტმომღერლები - 5 მომღერალი, რომელმაც დღეს „ნაციონალებს“ უმღერა

ბუბა კიკაბიძეს საარჩევნო უბანი შეეშალა