ანრი ჯოხაძე არაა ტიპური „ქართველი ვაჟკაცი“, ნიჭიერი მომღერალი. მან გამორჩეულ ხმის ტემბრს, დიდი მონდომება, შრომა თანაუწყო და სკანდალებით გააზავა. კარიერული აღმასვლის პერიოდისგან განსხვავებით, ბოლო წლებში ის აღარც შიშველი გვინახავს და აღარც ტაბლოიდებზე გამოჩენილა, რამაც შესაძლოა გვაფიქრებინოს, რომ ანრის ეპატაჟურობა იმიჯის შექმნას ემსახურებოდა.
მაშ ასე, ანრი ჯოხაძის სკანდალები სტატიაში!
კლიპი „მომატყუე“
2007 წლამდე ანრის სახელი არავინ იცოდა, მიუხედავად იმისა, რომ სიმღერით ყირაზე გადადიოდა, ყურადღებას არავინ აქცევდა, სანამ ეს პირდაპირი მნიშვნელობით არ გააკეთა... სანამ ნავში შიშველი არ ჩაწვა და კადრებს ფონად თავისი ხმა არ დაადო. რთული მისახვედრი აღარ უნდა იყოს, რამ მიიქცია საზოგადოების ყურადღება - სიშიშვლემ თუ ხმამ, მაგრამ ფაქტია, ამის შემდეგ ანრის ნიჭი ყველამ დააფასა (და დაინახა). ჯოხაძემ, ფაქტობრივად, საკუთარი თავი „მომატყუეთი“ „შემოგვატყუა“.
2015 წელს ანრი ჯოხაძე რუსმა მესაზღვრეებმა დომოდედოვოს აეროპორტში რუსეთის ვიზის არქონის გამო დააკავეს.
„საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, ვარ დომოდედოვოს აეროპორტში მესაზღვრეების მიერ დაკავებული რუსეთის ვიზის არქონის გამო და ვერც გავაგებინე, რომ ტრანზიტით ვარ, არ ვიცი რა გავაკეთო. თუ ვინმეს შეგიძლიათ, დამეხმარეთ, თავი დავაღწიო ამ გაუგებრობას", - წერდა თავად ანრი ჯოხაძე სოციალურ ქსელში.
მომღერალი ჯარიმის გადახდის შემდეგ მალევე გაათავისუფლეს.
ანრი ჯოხაძე იერუსალიმში ჩაცმულობის გამო გააკრიტიკეს.
2015 წელს ანრი ჯოხაძე ცნობილ ქართველ სელებრითებთან ერთად იერუსალიმში ისვენებდა, ის კამერებმა მაისურით დააფიქსირეს, რის გამოც დიდი კრიტიკა დაიმსახურა.
ანრი, მაისურით შეგიშვეს?! არ გეკადრება, - წერდნენ, მის ფეისბუქ-გვერდზე.
ანრიმ ამას ჩვეული იუმორით უპასუხა - და შენ განკითხვა, ხომ გეკადრება?! რა იყო, გენიტალიები მიჩანს, თუ ძუძუები გამომება. ვაი, ვაი...
მარკუს მეტრეველმა ანრი ჯოხაძის გამო „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალზე უარი თქვა.
2017 წელის „ცეკვან ვარსკვლავების“ ერთ-ერთი მონაწილე მარკუს მეტრეველი იყო, თუმცა ფინალ ტურზე მომღერალი თავისი საფირმო შლიაპით არ გამოჩენილა. მაშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამის მიზეზი ანრი ჯოხაძე იყო.
მარკუსს სწორედ ანრი ჯოხაძის სიმღერაზე ცეკვა სთხოვეს შოუს პროდიუსერებმა. მარკუსმა ეს შემოთავაზება არ მიიღო და რეპეტიცია დატოვა.
იქამდე, ამ ამბავს წინ უძღოდა „პრაიმ შოუში“ მომხდარი სკანდალი, როცა ანრიმ მეტრეველს შეურაცხყოფა მიაყენა და სტუმარმა სტუდია პროტესტის ნიშნად დატოვა.
ანრი ჯოხაძე ძილშიც სკანდალურია.
ერთხელ გადაცემაში „პროფილი“ განაცხადა, რომ სიზმარში სექსი ჰქონია არაერთ ცნობილ ქალთან, მაგ: ალა პუგაჩოვასთან, მადონასა და... არც მეტი, არც ნაკლები... ნინი ბადურაშვილთან.
„ყველას ჰქონია ალბათ სექსუალური სიზმრები. ე.წ „სიზმრად დაცემა" და ყველა ეს სიზმარი მახსოვს, იმიტომ რომ ისეთ ადამიანებთან მქონია სექსი, რომ წარმოუდგენელია ამის დავიწყება.
სამს გეტყვი, რაც კარგად მახსოვს, ეს იყო: ალა პუგაჩოვა, მადონა და ბოლოს ნინი ბადურაშვილი" ,- ამბობდა ანრი ჯოხაძემ.
ანრისა და სომეხი მომღერლის, ევა რივასის შესახებ თბილისში ბევრი ჭორი დადიოდა. ანრი და ევა ბაკურინაში ოფიციალურად კლიპის გადასაღებად იმყოფებოდნენ, თუმცა სოციალურ ქსელში ეროტიკულ ფოტოებს აქვეყნებდნენ, რაც ამ ჭორს უფრო ამძაფრებდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔘 სიშიშვლეზე აგებული პოპულარობა - სელებრითების მივიწყებული ისტორიები
🔘 მახსოვს ტყვიებს ხმა... - ბლიც-ინტერვიუ ნოკო ტატიშვილთან
🔘 შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი