Digest Logo

„ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ გზის ფულიც არ მქონია“ - ნინო ძოწენიძე

1625427397
 ნინო ძოწენიძე

მომღერალი ნინო ძოწენიძე კარიერის დასაწყისს და სტუდენტობის პერიოდს იხსენებს. ტელეკომპანია "პირველის" ეთერში მან ამბავი გაიხსენა, რომელიც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას და ახალ ქალაქში ადაპტაციას ეხება.

„თბილისში გადმოსვლის შემდეგ ჯავახიშვილში ჩავაბარე, კულტუროლოგიის ფაკულტეტზე მაშინ ძალიან ბევრი ვიარე. სად აღარ ვიარე. ყველგან ვიცხოვრე, ვარკეთილში, სამგორში, ვაჟას მეოთხე, მეხუთე, ყველგან ვცხოვრობდი...

ოჯახი აქეთ არ იყო, ქუთაისში იყვნენ. მე ძალიან მიკვირს, როგორ მომცეს შვილს ამხელა არეალი თავისუფლების. ძალიან ბევრჯერ ყოფილა, რომ მარშრუტის ფულიც არ მქონია. ერთხელ მოხდა ასეთი ცუდი ფაქტი - არ მქონდა და მოვდიოდი გიგასთან სტუდიაში. ავედი ვარკეთილში სამარშრუტო ტაქსიში და ვთხოვე, უფასოდ წამიყვანთ-თქო? ავედი და დავჯექი, იყო ადგილი. ეს კაცი ცოტა ხანში, ვიღაც რომ ამოვიდა მეძახის, ეი, გოგონა, უკან რომ დაჯექი, უფასო, უფასო... ამოვიდა ვიღაცაო და დაუთმე რა ადგილიო,“- იხსენებს მომღერალი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული ახალ ფოტოებს აქვეყნებს

როგორ დაიწვა ნათია ლაზაშვილის მდიდრული სახლი, სკანდალი ნანუკა ჟორჟოლიანთან და 26 წლის წინ შექმნილი ოჯახი