ტელეწამყვანი ნათია ლაზაშვილი ახლა „რუსთავი 2“-ის გუნდის წევრია. მისი კარიერული აღმასვლა ამ ტელევიზაში წლების წინ დაიწყო, თუმცა გასული 13 წლის განმავლობაში ის სხვა სივრცეში ცდიდა ბედს. 2019 წელს, როდესაც „რუსთავი 2“-ში ძირეული ცვლილებები განხორციელდა არხზე კვლავ დაბრუნდა.
წარმატებული ჟურნალისტის უკან ცხოვრების ბევრი საინტერესო დეტალი დგას, რომელზეც ტელეწამყვანი საჯაროდ საუბარს ყოველთვის ერიდება.
კარიერა
ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილი 1995 წლიდან სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის პროგრამა კურიერის წამყვანი იყო, 2006 წელს მან ტელევიზია კოლეგებთან ერთად პროტესტის ნიშნად დატოვა.
2012 წლიდან კი, 6 წლიანი პაუზის, შემდეგ ნათია ლაზაშვილი ტელევიზიას დაუბრუნდა და მაყურებელმა ის „მეცხრე არხის" ეთერში იხილა. მეცხრე არხი ნათია ლაზაშვილმა 2012 წლის ოქტომბერში დატოვა.
2013 წელს კი, ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში PR-ის საკითხებში პრემიერის აპარატის მრჩეველი გახდა.
2019 წელში კი 13 წლიანი პაუზის შემდეგ ლაზაშვილი კლავ „რუსთავი 2“-ში დაბრუნდა.
ქმარი და შვილი
„რუსთავი 2-ის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, ნათია ლაზაშვილის ქმარი, გიორგი ფრუიძე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი იყო, თუმცა მან აღნიშნული თანამდებობა 2019 წელს დატოვა.
ქმრის პროფესიიდან გამომდინარე გავრცელებული იყო ჭორი, რომ ნათია ლაზაშვილ „რუსთავი 2“-ში ხელფასს ვერ აიღებდა.
ნათია ლაზაშვილისა და მისი ქმრის სიყვარულზე თბილსში ლეგენდები დადის. წყვილი უკვე 26 წელზე მეტია ერთად არიან.
ნათიას და გიორგის ერთი შვილი ჰყავს, 26 წლის ლეკო ფრუიძე.
დამწვარი სახლიდან მდიდრულ სახლამდე
2012 წელს კახეთში ნათია ლაზაშვილს სახლი დაეწვა.
„ეს იყო ორი საუკუნის მამაპაპისეული ულამაზესი სახლი, რომელიც პირვანდელი სახით იყო შემორჩენილი და რომლის მსგავსიც კახეთში იშვიათია. ეს იყო ჩემი საყვარელი ადგილი და ჩემი ნაწილი. ამიტომაც ახლა თავს ისევე განადგურებულად ვგრძნობ, როგორც ეს სახლი. არ დარჩა არაფერი, არც ერთი ნივთი, მათ შორის საგვარეულო რელიკვიები, მხოლოდ აგურის კედლებია შემორჩენილი. ისე ცუდად ვარ, ვერც კი ჩავდივარ ამ საცოდაობის სანახავად. მამაჩემმა ორი ბინა გაყიდა, რომ ამ სახლისთვის პირვანდელი სახე შეენარჩუნებინა, როგორიც მისმა წინაპრებმა დატოვეს. ეჭვი რომ რამეში შევიტანო, შეიძლება შეთქმულების თეორიაში გადავიდე, რაც არ მჩვევია. თუმცა, ფაქტია, რომ სახლში არავინ იყო და ისიც ფაქტია, რომ ბოლო მოვლენები ცუდად დაემთხვა ერთმანეთს. ხანძრის მიზეზები გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ხელს ვერავის დავადებ, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს პროვოკაცია, ვიღაცას უნდოდა ესარგებლა ჩემი არხიდან წამოსვლით, რათა გაჩენილიყო ინსინუაციების საფუძველი“- ამბობს ნათია ლაზაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ნათია ლაზაშვილის სახლი, რომელიც ძველ თბილისში მდემარეობს ნამდვილი სასახელეა.
ნათია ლაზაშვილი საკუთარ ბოჰემურ სახლს ცნობილ საიტზე, airbnb-ზე 49 დოლარად აქირავებს.
სახლის სხვა ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ აქ.
სკანდალი
2014 წელს ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანსა და ნათია ლაზაშვილს შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირების საგანი მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი „პალიტრა მედიის“ თანამშრომლის, თამთა ასლანიშვილის გამოწვევას მიღება იყო, სადაც ღარიბაშვილს თავზე წყალი უნდა გადაესხა. სწორედ „ფეისბუქზე“გამოქვეყნებულ განცხადებას მოჰყვა ცხარე კამათი ნანუკა ჟორჟოლიანსა და ნათია ლაზაშვილს შორის.
ნანუკა ჟორჟოლიანი: არა. ეს არ არის გამოწვევის მიღება. 100$ უნდა გადაერიცხა არა სოლიდარობაში! არამედ იქ სადაც მსოფლიო რიცხავს. რაც შეეხება სოლიდარობას! კარგი იდეაა მაგრამ სხვის მოფიქრებულ აქციაზე მიბმა ტეხავს!
ნათია ლაზაშვილი: ნანუკა ჩემო კარგო, როგორც ჩანს არ გესმის ამ კამპანიის არსი, ეს არის ქველმოქმედების და ადამიანებს შორის სოლიდარობის კამპანია, რომელიც ე.წ ვირუსული ფორმით ვრცელდება და ამიტომაც სხვადასხვა ფორმებს იძენს. ვედროთი წყლის გადასხმა ამ აქციის აუცილებელი პირობა არაა, ისევე როგორც არც ნოტარიუსთან დამტკიცებული წესები არ დაუდგენია ვინმეს. აქ მთავარი ის კი არ არის, ვის გადაურიცხავ თანხას, არამედ ის, რომ დაეხმარო მათ ვისაც ყველაზე მეტად უჭირს.
საქართველოს პრემიერ მინისტრი დაასახელეს და გამოიწვიეს არა აშშ-ში, არამედ საქართველოში, რომლებიც თანხას ერთი-ერთი კონკრეტული საქველმოქმედო საიტისთვის რიცხავენ.
იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მაშინ იყო ქვეყნის პრემიერი, რომლის ინიციატივაც არის „სოლიდარობის ფონდი" (და ეს არ არის მისი საკუთარი ფონდი) რომელსაც მაშინ არსებულ ფონდებს შორის, ყველაზე მეტი პოტენციალი აქვს, რომ რეალურად დაეხმაროს ძალიან ბევრ ადამიანს, მათ შორის იმ დიაგნოზის მქონე ადამიანებს, ვისთვისაც ეს კამპანია დაიწყო, მან გადაწყვიტა სწორედ ასეთი მასშტაბის ფონდს დაეხმაროს, რადგან რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება მასში, მით უფრო მეტი გაჭირვებულის დახმარებას შევძლებთ ყველა, მათ შორის მათთაც ვისაც ცალკეული ფონდები დიდი ძალისხმევის მიუხედავად ხან ეხმარებიან და ხან ვერა. აქ მთავარია ადამიანების რეალური დახმარება, სიკეთის კეთება და სიკეთის კეთების სურვილის გაღვივება ადამიანებში, არა აქვს მნიშვნელობა პოპულარიზაციის რა ფორმას აირჩევ ამისთვის. მთავარი არ არის "შოუ" დადგმა!
შენ ხომ არავინ მოგთხოვა გადარიცხვის ფურცელი ან რამდენი გადარიცხე და სად გადარიცხე? ან გეყარა თუ არა ყინულები ვედროში? ასეთ კითხვებს და ასეთ პრეტენზიებს ასეთ კამპანიებში არ აყენებენ. ყველა თვითონ ირჩევს თავის გზას. ასე, რომ შენც გირჩევ "მადლი ქენი ქვაზე დადე, გაიარე და წინ დაგხვდება".
P.S. ცნობისათვის ბარაკ ობამამაც ფული გადარიცხა და წყალი არ გადაუსხია. წყალი გადაისხა ყოფილმა პრეზიდენტმა ბუშმა, შეგეძლო გამოგეწვია ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი, მითუმეტეს რომ ცივი წყლის გადასხმა ეხლა მას არ აწყენდა.
ნანუკა ჟორჟოლიანი: ნათია მე თვითონ გადავწყვიტავ ვინ გამივიწვიო. ისე გრეჩიხაც საინტერესო იქნებოდა და ხო არ გამოიწვევდი, ზუსტად ვიცი არსი და მე მესმის თქვენი. ზუსტად თქვენ ვერ აუხსენით პრემიერს და ეხლა აქ უნდა წეროთ ვითომ მთელმა საქართველომ სხვანაირად გავიგეთ და ადმინიატრაციამ სხვანაირად.
...ბარაკ ობამამ ფული მითითებულ ანგარიშზე გადარიცხა და არა მის მიერ შექმნილ ფონდში ნათია და არ მინდა მეტი გულწრფელობა შენთან
მესიჯობაში და გირჩევ არ გადმოხვიდე წითელ ხაზს, რაც უკვე სცადე!!!
.... და შენ რომ მე მირჩევ სიკეთის გაკეთებას, კი მეცინება. ჩემი გადაცემის 30% ქველმოქმედებაა, ნათია.
... და არის ისეთი რაღაცები, რასაც საჯაროს არასოდეს გავხდი! ზუსტად იმიტომ, რომ ქვაზე დავდე და წინ დამხვდა!
... რაც შეეხება ქვითარს! ვერ დავდებ იმიტომ, რომ ხვალ ვრიცხავ! და არასოდეს ვიტყვი ტყუილს!
... არც წყლის გადასხმა უთქვამს ვინმეს:) არც ობამას გადაუსხია წყალი. მაგრამ 100$ მითითებულ ანგარიშზე დადო. პრემიერს საერთოდ შეეძლო გამოწვევა არ მიეღო! ვალდებული არაა! და ეს ფონდი ისედაც აქტუალური გაეხადა! და გარწმუნებ ამ ფონდშიც გადავრიცხავ ფულს და მაგის ქვითარზეც დაგთაგავ!
ნათია ლაზაშვილი: ნანუკა მე არ ვიწვევ არავის სანამ არ გამომიწვევენ. რომ გგონია, არტილერიაში მოარტყი ეგ არტერიაა და არც მთელი საქართველო ხარ. არ ვაპირებ შენთან კიდევ უფრო მეტად დებატებში შემოსვლას. შევეცადე ამეხსნა, რაც უფრო მეტს დაწერ მგონი უფრო მეტ შეცდომას დაუშვებ.
ნანუკა ჟორჟოლიანი: ნათია, შენ კურიერის სტუდიაში იჯექი მაშინ, როდესაც მე ნამდვილი არტილერიის კადრებს გიგორებდი და შენ იცი, რომ მე სხვაობები ვიცი. ეგ იმ ზღაპრიდან არის მთელი მედია და მართლა ნახევარი საქართველო რომ ყვებოდა, ნათიამ ტექსტის წერა არ იცის და ტაბატაძე უწერსო, ამიტომ არ გინდა ეხლა ზღაპრებზე აყოლა! რაც შეეხება გამოწვევას, მე შენ არ გამომიწვევიხარ!
ნანუკა ჟორჟოლიანი: მათ შორის, სასაცილოდ რომ იგდებდნენ შენი წიგნის იდეას, მაგრამ მე ყოველთვის ვცდილობდი ყველას დარწმუნებას იმაში, რომ შენ ბუტაფორიული დიქტორი არ იყავი. ამიტომ არ ხარ მართალი, როდესაც წერ იმას, რაც ზუსტად იცი, რომ უნებლიეა და არა რეალური შეცდომა.
ნათია ლაზაშვილი: ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთ მდარე ხარისხის ინსინუაციებს კადრულობ, რამდენიც მე ვინმე რამეს მიწერდა იმდენჯერ ცუდი ამბები გაგეგოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ კარგად იქნები.
ნანუკა ჟორჟოლიანი: ააა, მე მეგონა, შენ შეწუხდებოდი არტილერიით სპეკულაციით.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
ღალატი, იმედგაცრუება და ისევ... ნანუკა ჟორჟოლიანის 2 ქმარი - ცოტა რამ ჟურნალისტის პირად ცხოვრებაზე
დაკარგული მეგობრები, სიყვარული და ოჯახი - ცოტა რამ ნოდარ მელაძის პირად ცხოვრებაზე
ჩემმა დამ ბენზინი გადაისხა და თავი ცოცხლად დაიწვა... - უმძიმესი ამბავი