ქართველი კინომსახიობი, სიმღერების ავტორი, საქართველოს სახალხო არტისტი - ბუბა კიკაბიძე იუბილარია. ის 83 წლის გახდა.
მან სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და რუსულად დაწერა: Ребята! Мне 83.
ბუბას ბევრმა ადამიანმა მიულოცა იუბილე კეთილი სურვილებით.
სახალხო არტისტს ძირითადად რუსული ტექსტით ულოცავენ და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებენ.
შეგახსენებთ, რომ მსახიობი პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერია. ის 2020 წლის არჩევნებში კენჭს იყრიდა.
აგრეთვე, 2020 წლის 29 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ბუბა კიკაბიძემ რევაზ ლაღიძის „თბილისო“ შეასრულა.
მან სიმღერა რუსულად დაასრულა. მოგვიანებით, კი ამის გამო თავის მართლება მოუწია.
⭕აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵კიკაბიძე თავისუფლების მოედანზე „თბილისოს“ რუსულად მღერის (ვიდეო)
🔵მინდოდა რუსებს გაეგოთ, როგორი ... - თავისმართლება „რუსულად“ - ვიდეო
🔵როგორ შეცვალა მერაბ ნინიძემ გეგა კობახიძე ფილმში „მონანიება“ - აქამდე უცნობი ისტორია