Digest Logo

როგორ შეცვალა მერაბ ნინიძემ გეგა კობახიძე ფილმში „მონანიება“ - აქამდე უცნობი ისტორია

1610018131
გეგ კობახიძე მონანიებაში

რეჟისორ თენგიზ აბულაძის მხატვრულ ფილმში, „მონანიება“ ერთ-ერთ მთავრ პერსონაჟს თორნიკე არავიძეს, მსახიობი მერაბ ნინიძე განსახიერებდა. შესალოა მაყურებელმა არც იცის, მაგრამ თორნიკეს როლზე თავდაპირელად გეგა კობახიძე იყო დამტკიცებული.

ლეგენდარული მსახიობი მსახიობი მერაბ ნინიძე იხსენებს, თუ როგორ მოხდა მისი შერჩევა და დამტკიცება, ფილმში „მონანიება“ გეგა კობახიძის შემცვლელად:


„როლზე შერჩევა და დამტკიცებაც უცნაურად მოხდა. საერთოდ, ძალიან უცნაური ბედის მატარებელი როლი აღმოჩნდა. მას გეგა კობახიძე თამაშობდა. მართალია, იმ დროს პატარა ვიყავი, მაგრამ გეგას ვიცნობდი, ჩვენ შორის ოთხი წელი იყო სხვაობა და ერთ პერიოდში ვსწავლობდით თეატრალურში. ამიტომ ყველაფერი, რაც თვითმფრინავის ბიჭებთან დაკავშირებით მოხდა, ვიცოდი და გააზრებულიც მქონდა.

ამ ჯაჭვს კიდევ ერთი სამწუხარო ამბავი აგრძელებს, რომელიც გოგლიკა ჩოგოვაძეს უკავშირდება. გეგას შემდეგ სწორედ გოგლიკას კანდიდატურა განიხილებოდა, მაგრამ მოულოდნელად ის დენის დარტყმით ლისის ტბაზე დაიღუპა.

სხვათა შორის, როგორც ვიცი, გოგლიკას სინჯებიც გადაღებული ჰქონდათ, როდესაც ეს უბედურება დატრიალდა. მისმა გარდაცვალებამ კი სიტუაცია შეცვალა და „მონანიების“ ცხოვრებაში მე ჩავერთე.

უცნაურია, რომ ჩემი ამბავი და ფილმის დასაწყისი ერთმანეთს ჰგავს - მეც გაზეთით გავიგე თორნიკეს როლზე მსახიობის შერჩევის შესახებ. გაზეთში ეწერა, რომ გარკვეული მიზეზების გამო რეჟისორ თენგიზ აბულაძეს შუა მუშაობაში მთავარი როლის შემსრულებლის შეცვლა მოუხდა და აცხადებს კონკურსს მსახიობის შესარჩევად. ეს იყო და ეს, სხვა დამატებითი ცნობისა და მიზეზების განმარტების გარეშე.


ძალიან მალე თენგიზის ასისტენტები თეატრალურში ბიჭების შესარჩევად მოვიდნენ. მე ამ დროს უკვე მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. ნინო თარხან-მოურავმა მალხაზ ასლამაზიშვილს და ლელა წიფურიას ურჩია, მეც გამევლო სინჯები. მართლაც დამიბარეს და მივედი.

მეცვა ბებიაჩემის მიერ გადაჭრილი ქურთუკი, რომელსაც კაპიუშონი ჰქონდა მოჭრილი. ხშირად ვიცვამდი ამ ქურთუკს, თუმცა ვერაფრით ვირგებდი. ეს უხერხულობა აშკარად მეტყობოდა.

ასე გამოწყობილი მივედი დიღმის კინოსტუდიის შენობაში, სადაც დაგვიბარეს. შევედი და ვხედავ, რომ ფოიე ჩემი ასაკის ბიჭებითაა სავსე. ძირითადად მოჭიდავის გარეგნობის, გამოპრანჭული ბიჭების გვერდით ვდგავარ. ასეთმა სურათმა თავიდანვე განმაწყო ისე, რომ არაფრის იმედი აღარ მქონოდა. დარწმუნებული ვიყავი, ამ დევების ფონზე მე მხოლოდ ბურატინოს როლს თუ მომცემდნენ. მაგრამ რადგან მისული ვიყავი, დარბაზში მაინც შევედი.

ასაკი მკითხეს და ვუპასუხე, რომ 17 წლის ვარ. უფრო დიდს გავხარო, მითხრეს. იმ წუთასვე გავიფიქრე, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა. ავდექი, ვთქვი „ნახვამდის“, თენგიზს, მის ასისტენტს ნელი ქუთათელაძეს და ნანა ჯანელიძეს დიდი სიამაყით დავემშვიდობე და გამოვედი.

ჩემდა გასაკვირად, მალე მეორედ დამიბარეს, სადაც უკვე გაცხრილულ, მეორე ტურში გადასულ ხალხთან ერთად მოვხვდი. როცა უკვე სამნი ვიყავით დარჩენილი, კინოსტუდიაში თენგიზს კახი კავსაძისთვის უთხოვია - შემოდი, სინჯები უნდა გაჩვენოო.

საკითხი სწორედ კახიმ გადაწყვიტა და თქვა:

- „ეს მომწონს, კარგი ბიჭია, ჯიგრულად იყურებაო".

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

VIDEO: კამერებმა რუსთაველის თეატრის აჩრდილი დააფიქსირა - იდუმალი შენობის პარანორმალური ამბები

რა კავშირი ჰქონდათ ექსტრასენსებთან საქართველოს პრეზიდენტებს და ივანიშვილს?

ზურგდაკემსილ ილიკოს ყველას ჯიბრზე გავყევი - რამიშვილი