Digest Logo

ბუბა კიკაბიძეს საარჩევნო უბანი შეეშალა

31/10/2020 • 8:19
ბუბა კიკაბიძეს საარჩევნო უბანი შეეშალა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიის პირველ ნომერს ბუბა კიკაბიძეს საარჩევნო უბანი შეეშალა.

ბუბა კიკაბიძე ხმის მისაცემად #6 საარჩევნო უბანში მივიდა, თუმცა ის ხმის მისაცემად #4 საარჩევნო უბანზე უნდა მისულიყო.

ცნობისთვის, 2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით პირველად ჩატარდება.