Digest Logo

ქართველი ცნობილების ყოფილები - ისტორიები, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ

1611085951
ქართველი ცნობილები

ცნობილი ქართველები სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანთან იყვნენ დაკავშირებული, თუმცა მათი გზები გაიყარა და, შესაძლოა, არც კი გახსოვდეთ, რომ მათ ოდესღაც სიყვარული აკავშირებდათ.

„დაიჯესტი“ ამ სტატიში მოგიყვებათ იმ რამდენიმე წყვილზე, რომლებიც ერთმანეთს შესციცინებდნენ, ლამაზს სიტყვებს და საჩუქრებს არ იშურებდნენ, თუმცა მათი სიყვარული მყარი არ აღმოჩნდა და სამწუხაროდ დროს ვერ გაუძლო.

მაშ ასე, გთავაზობთ სკანდალურ წყვილებს, რომლებმაც ცალ-ცალკე არჩია ცხოვრების გაგრძელება.

მოცეკვავეების - გიგი გაჩეჩილაძის და სალომე ჭაჭუას წყვილი საზოგადოებამ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ გაიცნო. წყვილი 8 წელი იყო ერთად და ისინი საცეკვაო პარტნიორებიც იყვნენ. დაშორების შემდეგ სალომე მალევე დაქორწინდა მსახიობ გიორგი ვარდოსანიძეზე, თუმცა მათი რომანი ხანგრძლივი არ აღმოჩნდა.

მსახიობი ია ფარულავა და ბიზნესმენი ფადი ასლი - ია ფარულავამ ცხოვრების მანძილზე რამდენიმე პარტნიორი გამოიცვალა, შესაბამისად, სკანდალები და ჭორები მისი ცხოვრების ნაწილია.

იას ერთ-ერთი გატაცება ლიბანელი ბიზნესმენი ფადი ასლი გახლდათ. წყვილი წლების მანძილზ ერთად ცხოვრობდა, თუმცა ურთიერთობა არ დაუკანონებიათ. წყვილი ერთმანეთს სკანდალურად დაშორდა. ბიზნესმენმა იას მისი სახელის ხსენება აუკრძალა, რის გამოც მსახიობი მას „უხსენებელს“ ეძახის.

სოფო ბედია და მუსიკოსი მიშა შაყულაშვილი.

როგორც თავად სოფო ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, შაყულაშვილი მასზე 14 წლით უფროსი იყო და მასთან ოჯახი მალევე დაენგრა.

„ყველაფერი გავაკეთე ოჯახის შესანარჩულებლად... თუმცა ყველაფერი ხასიათის ბრალი იყო, ყველანაირად ვცდილობდი ოჯახის შენარჩუნებას, მაგრამ მხოლოდ ერთი მხარის ინტერესი ბევრს ვერაფერს წყვეტს, შესაბამისად, 5 წელში ოჯახი დამენგრა. მისგან ერთი შვილი მყავს, ნიკოლოზი და მადლობელი ვარ ამისთვის“,- ამბობს ბედია.

მომღერალმა და ტელეწამყვანმა ელენე კალანდაძემ და მომღერალი ნოდარ ხუციშვილი (გიო ხუციშვილის ვაჟი) - გაცნობიდან 3 წლის თავზე იქორწინეს, მაგრამ მათმა ქორწილმა 3 თვემდე ვერ მიაღწია. ამჟამად ელენე გათხოვილია.

ნანუკა ჟორჟოლიანი და ერეკლე კოდუა

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის და გენერალ ერეკლე კოდუას სიყვარულის შესახებ, წლების წინ მთელი თბილისი ალაპარაკდა. კოდუამ ნანუკა ჟორჟოლიანთან ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ყოფილ მეუღლესთან, ნინო ენუქიძესთან გაშორებული ფაქტობრივად არც იყო.

კოდუას და ჟორჟოლიანს ვაჟი საბა ჰყავთ. მათი ოჯახი დაინგრა და ამის შესახებ საზოგადოებას თავად ნანუკა ჟორჟოლიანმა აცნობა. ამბობენ, განშორების მიზეზი უმშვენიერესი, სტუდენტი კატია დიდა გახდა, რომელიც ერეკლე კოდუამ უცხოეთში გაიცნო. თავად ნანუკა კი ყველა ინტერვიუში აცხადებს, რომ ორი ადამიანის ურთიერთობას მესამე პირი ვერ დაანგრევს.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

გარდაცვლილი და, ბიზნესმენი მამა და მოულოდნელი ქორწინება - ჯანეტ ქერდიყოშვილის პირადი

შიშველი გიორგი გასვიანი, წინასწარმეტყველური სიზმრები და ოცნებად ქცეული სახლი

საშინელი თაფლობისთვე, ცხოვრების მძიმე პერიოდი და 21 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი - ცოტა რამ ნინო ჩხეიძის პირადზე

ყველა ქალი, ვისაც სააკაშვილის საყვარლობას მიაწერდნენ

რა ტრაგედიას მალავს თიკა ფაცაცია