Digest Logo

ჩემი მეუღლე გულს არასდროს შეუწუხებია და ცამოწმენდილზე გახდა ცუდად… მის საბოლოო განკურნებას დრო სჭირდება - მერაბ სეფაშვილი

1610732668
მერაბ სეფაშვილი

მერაბ სეფაშვილისთვის გასული წელი ყოველმხრივ მძიმე იყო. ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას ის აღნიშნავს, რომ მისმა მეუღლემ 2020 წელს გულის იშემიური ინსულტი გადაიტანა:

„ყოველმხრივ მძიმე წელი გვქონდა. ნინო ძალიან ყურადღებიანია როგორც ჩვენი, ისე საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. ექიმებთან რეგულარულად დადიოდა და ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებდა. გულს არასდროს შეუწუხებია, არც რაიმე ნიშნები ჰქონია და უცებ, ასე ცამოწმენდილზე გახდა ცუდად.

დიდხანს ვუმკურნალეთ, ღვთისა და ექიმების წყალობით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამგრამ დიდი სიფრთხილე და კიდევ ბევრი დრო სჭირდება, რომ საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს““- ამბობს მერაბ სეფაშვილი.

საბედნიეროდ მერაბ სეფაშვილის მეუღლეს უკეთესი მდგომარეობა აქვს.

„გვერდში ვუდგავარ და ერთად ვცდილობთ, ყველაფერს მოვერიოთ“- ამბობს მომღერალი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

საშინელი თაფლობისთვე, ცხოვრების მძიმე პერიოდი და 21 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი - ცოტა რამ ნინო ჩხეიძის პირადზე

დაათვალიერეთ ნათია ლაზაშვილის სამსართულიანი სახლი ძველ თბილისში

20 წლის თავზეც ასეთი აღფრთოვანებული თუ ვიქნები მისით, ცოლადაც გავყვები - კვესიტაძე-უტიაშვილის ოჯახური ამებები