Digest Logo

20 წლის თავზეც ასეთი აღფრთოვანებული თუ ვიქნები მისით, ცოლადაც გავყვები - კვესიტაძე-უტიაშვილის ოჯახური ამებები

1610717179
ეკა კვესიტაძის ოჯახი

ცნობილი ტელეჟურნალისტი ეკა კვესიტაძე შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, შოთა უტიაშვილის ცოლია, კვესიტაძემ მეუღლე ჯერ კიდევ გაზეთში მუშაობისას გაიცნო.

ეკა ამბობდა, რომ შოთა უტიაშვილის თანამდებობას, ცოლის პროფესიულ საქმიანობისთვის ხელი არ შეუშლია. მართალია, თავიანთ რომანტიკულ ურთიერთობაზე საჯაროდ არც ეკას უსაუბრია და არც შოთას, მაგრამ კვესიტაძე ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ მის საქმეში ქმარი არასდროს ჩარეულა.

„ჩვენ ერთად დავიწყეთ გაზეთში მუშაობა, ის იყო ჩემი გადაცემის პროდიუსერი და მხოლოდ ამის შემდეგ გახდა მაღალჩინოსანი. ამიტომ, მის მაღალჩინოსნობის წინააღმდეგ ვერაფერს გავხდები. ზოგადად მაღალჩინოსანის ცოლობა რთულია, მაგრამ ჩემთვის – არა. იმიტომ, რომ ჟურნალისტიკაში წლებია ვარ, კარგად ვიცნობ პოლიტიკურ სპექტრს, იქნება ეს ხელისუფლება, ოპოზიცია თუ სამოქალაქო სექტორი.

მე და ჩემი მეუღლე არ ვერევით ერთმანეთის საქმეებში, ვართ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ადამიანები და ერთმანეთის საქმიანობასთან არანაირი შეხება არ გვაქვს. ძალიანაც, რომ ვთხოვო ჩემს სტატიას გადახედოს, იმიტომ, რომ მაინტერესებს მისი, როგორც ჭკვიანი ადამიანის აზრი და არა მაღალჩინოსნის, ამასაც ვერ ვახერხებ. რადგან მაინცდამაინც არ ინტერესდება, ან ინტერესდება და დრო არ აქვს. არც ჩემი გადაცემის ხშირი მაყურებელი ყოფილა.

მართალია, ბევრს ჰგონია, რომ ვანო მერაბიშვილი მიგზავნის კითხვებს და იმ კითხვებს ვსვამ ეთერში, მაგრამ ამას ყოველთვის იუმორით ვუყურებ. ძალიან ვმხიარულდები, როდესაც ჩემ მიმართ პრეტენზიები მესმის – რომ მე, თითქოს ხელისუფლების იდეოლოგიას ვქმნი და ასე შემდეგ. რა ვქნა, ვისაც ამის სჯერა, ვერ გადავარწმუნებ და ვისაც არ სჯერა, იმას კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ ეს ასე არ არის“, - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ეკა კვესიტაძე.

ეკა კვესიტაძე და შოთა უტიაშვილი

მიუხედავად იმისა, რომ ეკა კვესიტაძეს გრძნობები საჯაროდ არასდროს გამოუხატავს, ინტერნეტსივრცეში მაინც მოიპოვება მასალა, სადაც ეკა, შოთას საკმაოდ ვრცელი პოსტით ულოცავდა.

ერთი კვირაა, რაღაც წიგნს კითხულობს ასტროფიზიკაზე და ჭკვიანი სახით დაიარება. იმ დღეს მეუბნება, ინგლისური ვითომ ხომ იცი, აბა, წაიკითხე, რამეს თუ მიხვდებიო და ქინდლში რაღაც ფორმულებიან ტექსტს მაჩვენებს. მერე ქინდლი ამომიტრიალა, ასეც რომ შეხედო, ზუსტად იგივენაირად გაიგებო, მერე გვერდიდან მაჩვენებს – ასეც სცადე მაინცო.

მე, რასაკვირველია, არ ვეპუები ჩემს სრულფასოვნების კომპლექსზე ასეთ თავდასხმას და ისე ამაყად მიჭირავს თავი, როგორც ჭეშმარიტ ტელე-ვარსკვლავს და სააერთაშორისო მიმომხილველს შეეფერება.

იმის თქმა მინდა, რომ აგერ უკვე 17 წელია ძალიან კარგად ვერთობით ერთად და როგორც ვხვდები, ბავშვებსაც ძაან ვართობთ ჩვენი ურთიერთობებით. ერთი სამი წელი კიდევ ასე თუ გააგრძელა, 20 წლის თავზეც ასეთი აღფრთოვანებული თუ ვიქნები მისით და რაც მთავარია, ასე გულიანად თუ ვიცინებთ ერთად, ცოლადაც გავყვები – მეტი რაღას ველოდო. მიყვარხარ და დაბადების დღეს გილოცავ, სიყვარულო!“.

ეკა კვესიტაძე შვილებთან ერთად

„ვამბობ, რომ ბავშვმა შინაგანად შემცვალა. იყო ძალიან მძიმე პერიოდი, როდესაც ბევრ კითხვაზე არ მქონდა პასუხი და მერე უკვე ეს პასუხებიც მოვიდა. ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახი, გარემო, მეგობრების წრე და რწმენა იმის, რომ რასაც აკეთებ, სწორია. ისეთი დედა ვარ, როგორც ყველა. მიყვარს ჩემს შვილებზე ბევრი ლაპარაკი, მათი ქება, ფოტოების დაგზავნა. ჩვეულებრივი და სტანდარტული დედა ვარ, ისეთი, როგორსაც არ ელოდებოდნენ, რომ ჩემგან დადგებოდა. ჩემი შვილებისთვის ყოველთვის ვნახულობ დროს. მირჩევნია, ისინი ხშირად მხედავდნენ, რომ არ ჰქონდეთ დედის დეფიციტი“, - ამბობდა ეკა კვესიტაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

თავად შვილები ეკას ასე ახასიათებენ⬇️

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ქორწილი 80 წლის ასაკში, 15-წლიანი პატიმრობა - ასლან აბაშიძის პორტრეტი

გინეკოლოგები ავსტრიიდან, სამშობიარო ბლოკი სახლში - ფოტოამბები ბერუკა ივანიშვილის შესახებ

ბიძინა ივანიშვილისა და ეკეტერინე ხვედელიძის ქორწილის უცნობი დეტალები