თუ ფიქრობთ, რომ ახლა თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორიაზე უნდა ვისაუბროთ , ცდებით, რადგან სათაურის ფრაზა ანრიმ დედის მისამართით თქვა და არა მეორე ნახევრის. რა გასაკვირია, რომ დედაზე ძვირფასი ამ ქვეყნად არავინ ეგულება.
ანრის კარიერის შექმნაში უდიდესი წვლილი დედას, კომპოზიტორ რუსუდან ჩხაიძეს მიუძღვის. მაშინ, როცა ქმარი გვერდით არ ედგა და შვილების აღზრდაზე მხოლოდ ის იყო პასუხიმგებელი, ყველაფერი გვერდით გადადო და თავი 3 პატარას მიუძღვნა.