Digest Logo

დაქალისთვის წართმეული შეყვარებული? 4 რჩეული კაცი და ურთიერთობა დუტასთან - მარიტა როხვაძის პირადი

1614067564
მარიტა როხვაძე

„ჯეოსტარი 2011-ის“ გამარჯვებული გახსოვთ ვინ იყო? ალბათ, არა, ამიტომ შეგახსენებთ და გეტყვით, რომ ყველა დროის მეგაპროექტის გამარჯვებული, მარიტა როხვაძე გახლდათ.

ერთმა ჩვეულებრივმა, ქუთაისელმა გოგომ სახელი პროექტით გაითქვა და ხალხის დიდი სიყვარულიც დაიმსახურა.

მარიტამ იმიჯი რამდენჯერმე შეიცვალა, რითაც ხალხის ყურადღება მიიქცია. განსხვავებული იმიჯისა და დაკლებული წონის ფონზე მარიტას პირადი ცხოვრება სკანდალებით იყო სავსე.

დღეს სწორედ მის პირად ცხოვრებაზე მოგიყვებით, რაზედაც თავად მომღერალი ჟურნალისტებთან გულღიად საუბრობდა.

მარიტა და ზურა ნიქაბაძე

პროექტ „ჯეოსტარში“ გამარჯვებისას, მარიტას გვერდს ზურა ნიქაბაძე უმშვენებდა. თუმცა, მათი ურთიერთობა მალევე დასრულდა.

„ძალიან მიყვარს ზურას დედა და ძმა. ამ ურთიერთობის გაფუჭება ჩემი ბრალიც არის. პრესაში დაიწერა, ვითომ მე რომანი მქონდა მოდელთან, მახო (მაქსი) მაჭარაშვილთან.

დილის 5 საათზე დამირეკა ზურამ, ელაპარაკა მახოსაც. ავუხსენით, რომ მხოლოდ მეგობრები ვართ და თითქოს დალაგდა ყველაფერი. მაგრამ მერე ისევ აგორდა ახალი ჭორები;

ვიღაც ინკოგნიტოდ სწერდა ზურას რაღაცებს, მეც მწერდნენ მასზე, თითქოს სერიოზულად აღარ ფიქრობდა ჩემზე.

მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, მაგრამ ახლა მგონია, რომ ერთიდაიგივე ადამიანი გვწერდა ორივეს, ოღონდ - სხვადასხვა პროფაილით.

ჩემი აზრით, შეყვარებულ ადამიანს, რომელიც თავის რჩეულთან ბედნიერია, არანაირი სოციალური ქსელი არ უნდა ჰქონდეს, რადგან ეს ურთიერთობას ანგრევს“,- ამბობდა მარიტა როხვაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

მარიტა და მახო მაჭარაშვილი

2013 წელს ჟურნალმა „რეიტინგმა“ მარიტა როხვაძისა და ვიცე „მისტერ ვალენტინის“ მახო მაჭარაშვილის ჩახუტების შესახებ ჭორი გაავრცელა.

„ჩახუტებას ვინ დაეძებდა, წყვილი ყველას დასანახად ერთმანეთს ტუჩებში კოცნიდნენ“,- წერდა ჟურნალის კორესპონდენტი.

ცხადია, ინფორმაციას გადამოწმება უნდა. ვიცე „მისტერ ვალენტინმა“ განაცხადა, რომ მარიტას მხოლოდ მეგობრულად კოცნიდა.

დაქალისთვის წართმეული შეყვარებული?

„დაქალს წავართვა საყვარელი მამაკაცი, ეს ამორალურია და ამას არ ვიკადრებ.

ჭორებს ყურადღებას არ ვაქვევ და ამის გამო, ნერვებს არ ვიშლი. ჩემმა მეორე ნახევარმა იცის, რომ ცნობადი ვარ და აუცილებლად იტყვიან რამე ცუდს. ის ამისთვის მზად არის.

ჩემზე იმდენი ჭორი გამიგია, ამას რომ ავყვე, ახლა საიქიოში უნდა ვიყო. ავარიაშიც მომაყოლეს, მანქანამაც გამიტანა, ორჯერ მომკლეს, მაგრამ სამოთხე, მაინც ვერ ვიხილე.“


მარიტა და დუტა სხირტლაძე

2015 წელს მარიტა ბათუმში ისვენებდა. მან სოციალურ ქსელში მსახიობ, დუტა სხირტლაძესთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარეწრით: „მიყვარს, მიყვარს“.

„ჩემი მარიტუნა“- წერდა ფოტოს კომენტირებში დუტა.

სწორედ ეს ფრაზები გახდა ჭორების გავრცელების მიზეზი და საზოგადოებამ მარიტა დუტასთან დააწყვილა.

თუმცა, რამდენად მართალია აღნიშნული ინფორმაცია, უცნობია.

მარიტა და ბუბა ჟორჟოლიანი

ხშირად გვიწევს ერთმანეთის გარეშე ყოფნა – მე ქალაქგარეთ კონცერტებზე ვარ ან ქუთაისში, ბუბასაც საქმეები აქვს, ხან სვანეთში მიდის და მონატრების მომენტი სულ გვაქვს.

რომანტიკულობა მხოლოდ საჩუქრებში არ გამოიხატება. როცა ადამიანი გენატრება და რამდენიმე დღის შემდეგ ნახავ, ის ჩახუტება, ნებისმიერ საჩუქარზე გაცილებით მეტია. როცა საყვარელი ადამიანის გვერდით ხარ, ამას ვერცერთი საჩუქარი ვერ შეედრება.

ბუბას სახით, ძალიან ახლო მეგობარი ვიპოვე, რომელთანაც ყველა თემაზე შემიძლია, ვისაუბრო და რჩევაც მივიღო. ძალიან ერთგულია. თუმცა, არსებობს თემები, რომელზეც საყვარელ მამაკაცს არ უნდა ესაუბრო.

მაგალითად, საერთოდ არ აინტერესებს, რა კოსმეტიკას ვიყენებ. არ მიკრძალავს, მაგრამ არ უყვარს მაკიაჟი და სულ მთხოვს, ნუ იკეთებ, შენში ის ბავშვური და ბუნებრივი ვიზუალი უფრო მომწონსო.

როცა ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, ვფიქრობ, დაკანონება და მაინცდამაინც ფურცელზე ხელმოწრა არაფერს ცვლის.

ჩვენ ერთმანეთი დავნიშნეთ, ბეჭდები გვიკეთია, კარგად ვართ და ერთად ვცხოვრობთ. ყველაფერი ნათხოვი გვაქვს ერთმანეთისთვის, უბრალოდ ჯვარი არ გვაქვს დაწერილი და ხელი მოწერილი!

ჩემთვის ქორწინებაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ უკვე რამდენიმე წელია ერთად ვართ და ყველაფერში გამოვცადეთ ერთმანეთი.

ტრაგედია

მარიტა როხვაძეს 2021 წლის 12 თებერვალს მამა გარდაეცვალა, ამის შესახებ თავად გაავრცელა ინფორმაცია სოციალურ ქსელში და მამასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

„მსოფლიოში საუკეთესო მამა აღარ მყავს ... რამდენი ვეხვეწე და მაინც დამტოვა “- წერდა როხვაძე.


აგრეთვე წაიკითხეთ:

ყალბი ვიზის დამზადების საქმე, რომანები და სხვა სკანდალები ნოე სულაბერიძეზე

ბაგრატიონთა სისხლი, უკურნებელი სენი, წართმეული ცოლი და ბრალეულობა გეგა კობახიძის სიკვდილში - ბუბა კიკაბიძის სკანდალები

7 რჩეული კაცი, გარდაცვლილი შეყვარებულისგან მიღებული ტრავმა და რომანი თიკა ჯამბურიას ყოფილთან - ლიზა ყენიას პირადი