Digest Logo

დაკარგული მეგობრები, სიყვარული და ოჯახი - ნოდარ მელაძის აქამდე უცნობი ამბები

1618171080
ნოდარ მელაძე

ამ ბლოგის ავტორი, რომ ნოდარ მელაძე ყოფილიყო, ალბათ,  შესავალში ბევრ შეკითხვას დასვამდა და  არგუმენტირებულ პასუხებსაც ნაწილ-ნაწილ გამოუზოგავდა მკითხველს. ჩვენც მის სტილში ვეცადოთ.

მაშ, ასე:

ვინ არის, როგორ ცხოვრობს, ვინ უყვარს, ვის სძულს... ცოტა რამ თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკის ერთ-ერთ წამყვან ფიგურაზე, ნოდარ მელაძეზე. 

 

ნოდარ მელაძემ ჟურნალისტური საქმიანობა 15 წლის ასაკში დაიწყო.

„ტელევიზია, ჩემი აზრით, სცენის მტვერივითაა – ერთხელ რომ „გადაყლაპავ“, მერე რთულია მასზე უარის თქმა. მართალია, ბევრი ჩემი მეგობარი სხვა სფეროში გადავიდა სამუშაოდ, მაგრამ, მათ ყოველთვის ენატრებათ ტელევიზია“- ამბობს მელაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

მის ცხოვრებაში მეგობრობა და ტელევიზია ხშირად დაპირისპირებია ერთმანეთს.

ამბობს, რომ ადამიანებს წყენას მარტივად ვერ პატიობს და ადვილად კარგავს. ფიქრობს, რომ როცა საქმე მეგობრობას ეხება იქ ნდობა დროსთან ერთად მოდის.

იქედან გამომდინარე, რომ წლებია უკვე ჟურნალისტიკაშია მეგობარიც ბევრი ჰყავს, სადაც კონკურენცია ყველაზე დიდია და ამავედროს რთული, რადგან შესაძლოა საუკეთესო მეგობრის საუკეთესო კონკურენტი იყო, პროფესიამ კი შენი საყვარელი ადამიანიც დაგაკარგვინოს.

„პირველი უნდა გააცნობიერო, რომ როდესაც მოდიხარ ტელევიზიაში მთავარი არის შენი საქმე, რომელსაც აკეთებ და პასუხისმგებლობა მაყურებელთან. როდესაც ტელევიზის ჭიშკრიდან გამოვალ იქ სხვა პასუხისმგებლობები მაქვს მეგობრებთან და ადამიანებთან ვისთანაც ვურთიერთობ. როდესაც საქმე და მეგობრობა იდება სასწორზე შენი პროფესიული მოვალეობაა უნდა გახსოვდეს, რომ საქმეა მთავარი, როდესაც ერთმანეთში აურევ და მეგობრობის ხათრით საქმეს დააზარალებ მაშინ შენ არ გაქვს უფლება იყო ჟურნალისტი“- ამბობს მელაძე.

როგორც თავად ჰყვება, პროფესის გამო მეგობრები დაუკარგავს.

„ჩემთვის ბევრჯერ უთქვამთ, შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, შენ ფიქრობ მხოლოდ ექსკლუზივზე და მასალაზე“- ამბობს მელაძე ერთ-ერთ ინტერვიუში.

„მე ვარ ადამიანი, რომელსაც 24 საათში დღე-ღამეში არ ყოფნის და რომ იყოს უფრო მეტი დრო, უფრო მეტ რამეს მოვასწრებდი.


„სად არის პირადი ცხოვრება! პირადი ცხოვრება ყოველთვის ჩემივე სამსახურის მსხვერპლი იყო. გიჟური რეჟიმით რაღაც ურთიერთობას დაიწყებ, მაგრამ, იმის გამო, რომ მერე ვერ იცლი ამისთვის, მალევე მთავრდება. ამით ყველას ვღლიდი ხოლმე. მიუხედავად ამისა, „გამონათებები“ არის მაინც, რადგან, რთულია ვიღაცაზე არ გეფიქრებოდეს. ისე, ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს, რადგან, პირადი არის პირადი და შენთვის უნდა შეინახო“- ამბობდა მელაძე, თუმცა დღეს მას მეუღლეც ჰყავს და ორი შვილი.

26 აგვისტოს ჟურნალისტს ტყუპი ქალიშვილი შეეძინა. გოგონებს ნატატა და თინანო დაარქვეს. სოციალურ ქსელში გოგონები დიდი პოპულარობით სარგებლობენ. მამა მათთან გატარებულ დროს განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს.

„სხვა ცხოვ­რე­ბა, სხვა გან­ცდა, სხვა გრძნო­ბა. დღე­ი­დან ორი შვი­ლის მამა ვარ. ნა­ტა­ტა და თი­ნა­ნო მე­ლა­ძე­ე­ბი და­ი­ბად­ნენ. თეა ცეცხლაძე მად­ლო­ბა ამ დღის­თვის“, – წერდა მელაძე.

ცნობილი ჟურნალისტის ნოდარ მელაძის პატარების ნათლობა ქალაქგარეთ 22 დეკემბერს შედგა. პატარებს ცნობილი ნათლიები ჰყავთ. ტყუპები თეა ადეიშვილმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სოფო ნიჟარაძემ, ნიკა გვარამიამ, მარიკა ვერულაშვილმა და სხვებმა მონათლეს.

ჟურნალისტი პირად ცხოვრებაზე არასოდეს საუბრობს, თავს კი იმით იმართლებს, რომ მაყურებელს აინტერსებს ჟურნალისტის მიერ გაკეთებული საქმე და არა მისი პირადი ცხოვრება.

„პირად ცხოვრებას იმიტომ ქვია პირადი, რომ უნდა გქონდეს შენთვის შენახული“- ამბობს მელაძე.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

ღალატი, იმედგაცრუება და ისევ... ნანუკა ჟორჟოლიანის 2 ქმარი - ცოტა რამ ჟურნალისტის პირად ცხოვრებაზე

უმდიდრესი ქართველი ტელეწამყვანი ლოკდაუნის დროს, ბალიზე ისვენებს - ფოტოები

ბევრად კარგად ვცხოვრობ, ვიდრე ქვეყნის მოსახლეობის 90% - გვარამია საკუთარ ცხოვრებაზე