ამბობენ, მხოლოდ კეთილი არავის სჭირდები, თუ თან შენი სიძლიერე არ ახლავსო. ნანუკა ამ წესს ადასტურებს. მის სიკეთეზე მისი გადაცემები მეტყველებს. სიძლიერეზე კი ამ ბლოგში მოგიყვებით.
ყველასათვის ცნობილი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი 16 წლის ასაკში დაოჯახდა, რამდენიმე წლით უფროს ნიკოლოზ გეგუჩაძეზე.
ნიკოლოზი საკმაოდ პერსპექტიული მამაკაცი იყო, მალევე ბანკში დაიწყო მუშაობა და მისი მთავარი საფიქრალი კარიერული წინსვლა გახდა. ნანუკას კი ტრადიციული ქართველი დიასახლისის იმიჯი ჰქონდა მორგებული, როგორც აღმოჩნდა, ისინი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ, რასაც მესამე ადამიანის, ქალის გამოჩენა მოჰყვა... 18 წლის ფეხმძიმე ნანუკას ოჯახი დაენგრა. მას შემდეგ ჟურნალისტმა დაამტკიცა, რომ დასაკარგი ქალი არ იყო და ხაჭაპურის ცხობის გარდა სხვა რამეც შეეძლო.
ნიკოლოზი იმ ქალთან ცხოვრობდა, ვის გამოც ოჯახი დაინგრა, თუმცა ცოლად სულ სხვა ქალბატონი, პროფესიით ექიმი ნინო ემხვარი მოიყვანა. ნანუკას პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავს, მარიამ გეგუჩაძე, რომელსაც დედინაცვალთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს.
ნანუკა ჟორჟოლიანი შემდეგ, ირაკლი კოდუაზე დაქორწინდა. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს საბა. მისი მეუღლე ირაკლი კოდუა „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციაში გადაბარგების შემდეგ საცხოვრებლად საზღვარგარეთ წავიდა. ნანუკა მაშინ ამტკიცებდა, რომ განშორებამ სიყვარული უფრო გააძლიერა, თუმცა ეს ფრაზა ფაქტია სიმართლე არ აღმოჩნდა, რადგან წყვილი 9-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ.
„მივხვდით, რომ ერთმანეთის თანამებრძოლებად და მეგობრებად ჩამოვყალიბდით. ორივემ აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთისთვის ძმაკაცები ვართ.
ჩვენ ბევრი ვილაპარაკეთ იმაზე, ჩვენს ურთიერთობაში რა აღარ იყო. ამაზე ბევრს ვსაუბრობდით, მასთან ჩავდიოდი, ყავას ვსვამდით, გადაწყვეტილება - მოდი, დავშორდეთ - ასე არ მიგვიღია. ხან ირაკლი ფიქრობდა, რომ კიდევ ერთხელ უნდა გვეცადა, ხან მე ვფიქრობდი. ასე ხდებოდა, სანამ ორივე არ მივედით ამ გადაწყვეტილებამდე“- ამბობდა ჟორჟოლიანი ერთ-ერთ ინტერვიუში.
შემდეგ ნანუკასთვის ცნობილი გახდა, რომ ირაკლიმ საზღვარგარეთ გააბა რომანი. წერტილი ყველაფერს სწორედ მაშინ დაესვა.
ამჯერად, ტელეწამყვანის პირად ცხოვრებაში როგორც სოციალური ქსელებიდან ჩანს სიახლე არ არის, ნანუკა ძირითადად პროფესიით არის დაკავებული, რამდენიმე თვის წინ კი ბედი პოლიტიკაშიც სცადა, თუმცა ამაოდ.
ცნობილი ჟურნალისტი შვილებთან მარიამთან და საბასთნ ერთად ცხოვრობს.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
ბევრად კარგად ვცხოვრობ, ვიდრე ქვეყნის მოსახლეობის 90% - გვარამია საკუთარ ცხოვრებაზე
ნინიზე ვარ სულ გაბრაზებული - როგორ „ამხილა“ დედიკო ნინი ბადურაშვილის შვილმა
უმდიდრესი ქართველი ტელეწამყვანი ლოკდაუნის დროს, ბალიზე ისვენებს - ფოტოები