Digest Logo

დაკარგული შვილი, ძალადობის მსხვერპლი, მდიდრული სახლი და წარმატებული ქალი - ლელა წურწუმიას უცნობი ამბები

1619185455
ლელა წურწუმია

52 ნლის ქართველი დივა - ლელა წურწუმია ასაკის მიუხედავად შესანიშნავ ფორმაშია. 

 

მომღერალი ყურადღების ცენტრში ყოფნას ყოველთვის ახერხებს, რადგან მის მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია..

დღეს ამ სტატიაში „დაიჯესტი“ სწორედ ლელა წურწუმიას შესახებ მოგიყვებათ.

ლელა წურწუმია 1969 წლის 12 თებერვალს თბილისში დაიბადა. ჰყავს ორი და — ეკა და ხათუნა. დაამთავრა თბილისის 77-ე საშუალო სკოლა. 5 წლიდან აქტიურად დაიწყო მუსიკის სფეროში მოღვაწეობა.

ლელა და მამულიჩა

პოპულარობის მოხვეჭამდე ლელა 1988 წელს ხდება ფილარმონიის სოლისტი, იმავე წელს მღერის ანსამბლ „თაიგულში“, 1996—1999 წლებში მღეროდა რესტორან „ევროპაში“, სადაც ყოველ საღამოს, ბენდთან ერთად, ცოცხლად ასრულებდა ცნობილი კომპოზიტორების სიმღერებს. იმ დროისათვის, იმავე რესტორანში მუშაობდა მისი მომავალი მეუღლე და პროდიუსერი - კახა მამულაშვილი. კახამ, იგივე მამულიჩამ შენიშნა ახალგაზრდა მომღერალი გოგონა და მალე მათ ერთმანეთი გაიცნეს. როგორც შემდგომში მამულიჩა იხსენებს, მან ლელაში დაინახა ის პოტენციალი, რომლის სათანადო რეალიზების შემთხვევაშიც ქართულ სცენას ახალ ვარსკვლავს შემატებდა. ასე დაიწყო საქმიანი ურთიერთობა, ხოლო შემდეგ ეს ყველაფერი სხვა გრძნობაში გადაიზარდა.

მამულიჩა ამ პერიოდიდან ლელას პროდიუსერი გახდა. ერთობლივმა მუშაობამ შედეგი მალე გამოიღო. ლელა წურწუმიას მიერ შემოთავაზებულმა პირველივე სიმღერამ, კლიპმა, ალბომმა და კონცერტმა მსმენელების აღიარება მოიპოვა და განხილვის საგნად იქცა.

წყვილს ერთი საერთო შვილი, მარიამიჰყავს, რომელიც მშობლებისგან რადიკალურად განსხვავდება, ნაკლებს კონტაქტობს მედიასთან და იშვიათად ჩნდება ფართო საზოდოებაში.

18 წლის მარიამი, ამჟამად „კავკასიის უნივერსიტეტის“ სტუნდეტია, ასევე მუშაობს „მხოლოდ ლელასთან“ გადაცემის ფოტოგრაფად.

ძალადობის მსხვერპლი

მომღერალმა ლელა წურწუმიამ თავისი საავტორო გადაცემის მონოლოგში იმ ძალადობაზე ისაუბრა, რომლის მსხვერპლიც 90-იან წლებში გახდა.

„ბნელი 90-იანების დროს მე ძალადობის მსხვერპლი გავხდი, მაგრამ მაშინ ვერ გავბედე ამის თქმა. დღევანდელი გადმოსახედიდან, მართალი გითხრათ, ძალიან ვნანობ. იცით, რატომ? მე რომ ამის თქმა გამებედა, შეიძლება, ბევრი ქალბატონის ცხოვრება შემეცვალა, რა თქმა უნდა უკეთესობისკენ. მაგრამ ვერ შევძელი, ვერ გავბედე“, - თქვა წურწუმიამ.

ბავშის დაკარგვა

მომღერალმა ლელა წურწუმიამ საკუთარ გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ აქამდე უცნობი ისტორია მოჰყვა, როგორც ლელამ თქვა, რამდენიმე წლის წინ, ახალი წლის პერიოდში, როდესაც კონცერტისთვის ემზადებოდა ორსულად იყო.

„31 დეკემბერს 9 ადგილას სიმღერა უნდა მომესწრო, ერთ ადგილას კი მინიმუმ 3-4 სიმღერა უნდა გვემღერა.

ჩემი პირველი კონცერტი ღამის პირველ საათზე დაიწყო, როდესაც ვიმღერე ერთი სიმღერა შევატყე, რომ არანორმალური ტკივილი დამეწყო.

ამ კონცერტის შემდეგ კიდევ წავედი სხვა კონცერტებზე, მაგრამ ეს აუტანელი ტკივილი არ ჩერდებოდა.

36 სიმღერა ვიმღერე იმ ღამის განმავლობაში და სამწუხაროდ, მე იმ ღამეს ბავშვი დავკარგე“- განაცხადა ლელა წურწუმიამ.

მდიდრული სახლი

ლელა წურწუმია თავის ქმარ-შვილთან ერთად წლებია, ე.წ. ვარსკვლავების სახლში ცხოვრობს. ქართველი ვარსკვლავების არც ისე მცირე ნაწილი 2002 წელს თბილისში, პრესტიჟულ უბანში, ვაკეში, ყიფშიძის 17-ში მდებარე სახლში დასახლდა, რომელსაც ხშირად ვარსკვლავების სახლს უწოდებენ.

ბინას ერთი დიდი დერეფანი აქვს და მის გაყოლებაზე ჩამწკრივებული ოთახები - ძირითადად, საძინებლები, ლელას გარდერობი, პირადი სააბაზანო და ვრცელი მისაღები ოთახი.


აგრეთვე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა საინტერესო ამბებს⤵️

პირველი ცოლი, ქუჩური ცხოვრება და კარიერა - მამულიჩას უცნობი ისტორიები

ფარულავას ყველა კაცი - მათი ნაწილი, შესაძლოა, თვითონაც არ ახსოვს

27-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, წარმატებული შვილები და კრიზისული პერიოდები - რეზი არველაძის აქამდე უცნობი ამბები