Digest Logo

დედამთილი ჩემთვის ასოცირდება სითბოსთან, სიყვარულთან, სიკეთესთან - თამრიკო ჭოხონელიძის რძალი

1609502360
ჭოხონელიძე, იმნაძე, როინიშვილი

მსახიობი ანი იმნაძე, გია როინიშვილისა და თამრიკო ჭოხონელიძის რძალია. ანი იმნაძემ და კოკო როინიშვილმა 2012 წელს იქორწინეს. წყვილს ერთი შვილი, მარიამი ჰყავთ. ანიც და კოკოც, ორივე მსახიობები არიან. მათი სიყვარულის ისტორია თეატრალურ უნივერსიტეტში დაიწყო.

ქმრის მშობლების შესახებ და მათთან ურთიერთობაზე, ანიმ ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

– როგორი დედამთილია?

– სულ ვამბობ, არ მყავს ისეთი დედამთილი, როგორიც საერთოდ აღიქმება ხოლმე. სიტყვა ,,დედამთილი” ჩემთვის ასოცირდება მეგობრობასთან, სითბოსთან, სიყვარულთან, სიკეთესთან… ეს ყველაფერია ჩვენს ურთიერთობაში და საუკეთესო მეგობრები ვართ. ამით ძალიან ბედნიერი ვარ. აშკარად გამიმართლა.

– შვილივით აღგიქვამთ?

– ამაზეც გილაპარაკია და ვთანხმდებით, რომ შვილი იმდენი არსებობს, რამდენიც რეალურად გყავს, თუმცა არსებობენ ადამიანები, ვისაც მათ უთანაბრებ. მისგან არასოდეს მიგრძვნია, რომ უცხო ვარ. იმედი მაქვს, არც ჩემგან განუცდია მსგავსი რამ. მნიშვნელოვანია ერთიანობა, სითბო და, ამას თუ ხედავ, შენ სხვაგვარად ვერ იქცევი.

გაცნობის დღიდან ვგრძნობ თამრიკოსგან სითბოს, სიყვარულსა და თანადგომას. მადლობა მას ამისთვის, ბედნიერი ვარ და ვამაყობ ამით.

– თქვენთან ერთად ცხოვრობს მამათილი, ცნობილი მსახიობი – გია როინიშვილი. მოგვიყევით მასზე.

– გია გადასარევი ადამიანია. მასთანაც ყველაფერი ჰარმონიულად და მეგობრულადაა. 5 წელია ერთად ვცხოვრობთ და აქამდე არანაირი პრობლემა არ გვქონია. ერთად ცხოვრების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორი განწყობებია ერთმანეთის მიმართ. გამიმართლა, რადგან ოჯახში დამხვდნენ ადამიანები, რომლებთანაც ლაპარაკი, მოსმენა შეიძლება, სიყვარულისა და სითბოს გამოხატვა შეუძლიათ. ამით ბედნიერი ვარ.

– გეხმარებათ მამამთილი რაიმე საოჯახო საქმეში?

– ბავშვი დაგვიტოვებია მისთვის, სადმე რომ წავსულვართ. სამზარეულოსთან არ მეგობრობს.

– თქვენ კარგი მზარეული ხართ?

– ვფიქრობ, ცუდი მზარეული არ უნდა ვიყო, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც ეს პროცესი ძალიან მომწონდა. ახლა აღარ მომწონს. რა თქმა უნდა, მაინც ვაკეთებ, მაგრამ ეს ყველაფერი მონდომებით არ ხდება.

ბულვარული ამბები:

კახა კალაძის, ირაკლი ღარიბაშვილის და ბერას ოჯახური ახალი წელი

გიორგი გასვიანს ცოლი მოჰყავს - ვინაა მისი რჩეული?

როგორ იქორწინა ცოლისგან ფარულად ვახო სანაიამ და ვინ არიან მისი ყოფილი ცოლები