Digest Logo

როგორ იქორწინა ცოლისგან ფარულად ვახო სანაიამ და ვინ არიან მისი ყოფილი ცოლები

1641137940
ვახო სანაიას 3 ქორწინება

„ახლა ყურადღება მოიკრიბეთ და ისე მიპასუხეთ - გძინავთ ?“ „ამ მინუტში სამშობლოზე ფიქრობთ თუ უფრო პირად საკითხებზე ?“, - თუ ვერ ხვდებით, რა კავშირშია ეს ფრაზები ვახო სანაიასთან, ე.ი. მის თაიმლაინზე არასდროს შეგიხედავთ. 

ამ ბლოგში სანაიას ფეიბუქ კედლებსაც გავცდებით და ოჯახურ ამბებს მოგიყვებით. ვახო სანაია მესამე ქორწინებაშია.

მისი პირველი მეუღლე ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძეა.

ტელეჟურნალისტები, ვახო სანაია და მარიკა ბაკურაძე ერთმანეთს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე შეხვდნენ. წყვილი მალევე დაოქრწინდა და ორი გოგონა შეეძინათ. შემდეგ მათი გზები გაიყო და ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა მეგობრობას აგრძელებენ.

ერთხელ სოციალურ ქსელში ვახომ გამოაქვეყნა ფოტო, წარწერით:

„ჩემი ყველაზე საყვარელი ფოტო. 14 წლის წინ. მარადიული ყვითელი ქურთუკი გეცნოთ ? ჰო, კიდევ – პირველად და მგონი, უკანასკნელად გავუკეთე თმებში ყვავილები. ალერგია მისცა, მთელი დღე თვალები სტკიოდა… არ შემეძლო, არ ამეტვირთა…“

როგორც ჩანს, ეს ფოტო მარიკასთვისაც ძალიან ძვირფასია, ვინაიდან მანაც გააზიარა „ფეისბუქზე“ და დაწერა:

„ეს ფოტო სულ ჩათვლის წიგნაკში მედო და თან დავატარებდი. მერე სადღაც გაიბნა, წიგნაკიც დაიკარგა მგონი. რა კარგია, რომ ისევ გამოჩნდა.

ამ ფოტოს ხათრით ფსიქოლოგიის ლექტორმა 5-იანებიც დაგვიწერა. არადა, ფროიდი ამოგვივიდა ბილეთში და არაფრის აზრზე არ ვიყავით.

14 წელი გავიდა. ბერთუბანი, ალბათ, ისევ ასეთი საოცარია. ამ მინდვრით და ალერგიული ყვავილებით.

მართალია, ეს ფოტო შეულამაზებლად ამბობს – როგორ გავიდა დრო და როგორ დავბერდი, მაგრამ მაინც საუკეთესო ფოტოა, რაც კი გადამიღია“.

ვახოს და მარიკას 2 გოგონა ჰყავთ


ნათია გაბუნია

ვახოს მისგან 1 შვილი ჰყავს


თამარ ყურაშვილი

სანაიას მესამე ქორწინება ყველაზე სკანდალური აღმოჩნდა.

მისმა უკვვე ყოფილმა მეუღლემ ნათია გაბუნიამ ამ ამბიდან 5 თვის შემდეგ დუმილი დაარღვია და სტატუსი გამოაქვეყნა:

„ცხადია, მძიმე ამბავია. თითქმის 5 თვეა, ჩუმად ვარ. ახლა კი ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მხოლოდ სანახაობითა და ჩურჩულით ხართ დაკავებული, ვთხოვ, დატოვოს ჩემი სივრცე და სანახაობებს სხვა სივრცეებში დაელოდოს. შეკითხვებითაც ამ მასშტაბური სირცხვილის ავტორებს მიმართეთ. მე ორი უმშვენიერესი გოგოს დედა ვარ და ჩემი შვილების წინაშე ვალდებული ვარ, ვიყო ძლიერი. ყველა დროში ხომ ასე იყო, განსაკუთრებით ჩვენს საზოგადოებაში. ის, რაც ადამიანებისთვის ტრაგედიაა, სხვებისთვის მხოლოდ სანახაობაა. მადლობა ყურადღებისთვის და გასართობად სხვაგან გადაინაცვლეთ”, – წერს ნათია გაბუნია.

თამარს და ვახოს გოგონა, სახელად უნა ჰყავთ.


დაგაინტერესებთ:

Გზა ფრესკიდან პრეზერვატივამდე და კიდევ უფრო შორს ანუ Როგორ მოვყვეთ 2020 წელზე?

„ვყოფილვარ ძალადობის მსვერპლი, არ ვარ ძლიერი, ახლა სიგიჟემდე შეყვარებული ვარ“ - ინგა გრიგოლიას პირადი

ღალატი, იმედგაცრუება და ისევ... ნანუკა ჟორჟოლიანის 2 ქმარი - ცოტა რამ ჟურნალისტის პირად ცხოვრებაზე

ვინ იყო ქართველი ქალი, ვის წინაშეც ნაპოლეონი თრთოდა