ნატო გელაშვილი ახლახან დედამთილი გახდა. მისმა უფროსმა ვაჟმა, გიორგი ჭოხონელიძემ თურქეთში დასვენებისას თავის რჩეულს ხელი სთხოვა და მისგან თანხმობა მიიღო. როგორც ნატო გელაშვილი „თბილისელებთან“ საუბრისას ამბობს, ამ ამბავმა ძალიან გააბედნიერა.
„ეგოიზმი კი არა, იმდენად სავსე ვარ ამ ემოციით, ასე მგონია, ამ გოგომ მთლიანად შემავსო და, მგონი, იმდენად მიყვარს, ეგოიზმი რძლის მიმართ უფრო მემართება, ვიდრე შვილის მიმართ. ძალიან კარგი პიროვნებაა. ჩემთვის ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია. როცა საქმე ჩემს ოჯახსა და შვილებს ეხება, მთლად ემოციას აყოლილი ადამიანიც არ ვარ. თავიდან იყო დაკვირვებული თვალი, რენტგენზე გატარება, მაგრამ წამებში მივხვდი, რამდენად კარგია. უკვე ძალიან შემაყვარა თავი – ამას გულწრფელად ვამბობ. არ დამავიწყდება, გიომ პირველად რომ მომიყვანა სახლში, მაშინ ნამდვილად მქონდა კრიტიკული თვალი, მაგრამ ერთი საათი მეყო იმისთვის, გამეთავისებინა, რომ უკვე ჩემი გოგოა. კიდევ ვიტყვი, მან ახალი ემოციები შემოიტანა ჩვენს ოჯახში და პირადად ჩემში,“- ამბობს ნატო გელაშვილი.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵წარუმატებელი ქორწინება, მარტოხელა დედობა და ცნობილი ოჯახის შვილობა - მარიამ როინიშვილის პირადი