Digest Logo

ერთი ნახვით შემიყვარდა, უცებ მივხვდი, რომ ლექსებს ვწერ და ვერ ვიძინებ - ინტერვიუ ირმა სოხაძესთან

1608914215
რეზო ასატიანი და ირმა სოხაძე

„სიყვარული ცოცხალი არსებაა, თავიდან ბავშვური აღტაცებაა, შემდეგ სიჭარმაგეში შედის, მერე ჩვენთან ერთად მოხუცდება და...“ - ასე იწყებს „დაიჯესტთან“ სიყვარულზე საუბარს მომღერალი ირმა სოხაძე და მეც ვხვდები, რომ მობილურს მიღმა ისევ ის ქერა, ცისფერთვალება, ბავშვური ენთუზიაზმით სავსე გოგონა დგას, რომელმაც წლების წინ თავი მთელ საქართველოს შეაყვარა. 

მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული კი რეზო ასათიანია. როგორც ირმა ამბობს, მას რეზო ერთი ნახვით შეუყვარდა. შეყვერებულობიდან 3 წლის თავზე იქორწინეს და უკვე 45 წელია ერთად არიან.

- მე-9 კლასიში ვიყავი, ბევრ ბიჭს მოვწონდი მე კი არავინ მომწონდა. სულ სწავლასა და სიმღერაზე ვიყავი ორიენტირებული, შემდეგ ტექნიკური უნივერსიტეტის შემოქმედებითი ჯგუფი მიიწვიეს გერმანიაში, მე ორკესტრის სოლისტი ვიყავუ, რეზო კი კვარტეტში მღეროდა და იქ გამგზავრებამდე, გავიცანი რეპეტიციაზე. მართლა ერთი ნახვით შემიყვარდა. უცებ მივხვდი, რომ ლექსებს ვწერ და ვერ ვიძინებ... შემდეგ. როდესაც გერმანიიდან ჩამოვედით, მანაც მითხრა რომ ვუყვარვარ, ასე 3 წელი ვიარეთ შეყვარებულებმა, მერე როდესაც მე სრულწლოვანი გავხდი დავქორწინდით.

- რამდენი წელია რაც ერთად ხართ და როგორ ინარჩუნებთ ასეთ ურთიერთობას?

- 45 წელი გავიდა, რაც ერათად ვართ. ამ ხნის განმავლობაში, რა თქმა უნდა, იყო სირთულეები, მაგრამ მეტი წილი ბედნიერება იყო. სიყვარული ცოცხალი არსებაა, თავიდან ბავშვური აღტაცებაა, შემდეგ სიჭარმაგეში შედის, მერე ჩვენთან ერთად მოხუცდება და ასე შემდეგ. ეტაპობრივად გადადის საოცარ მეგობრობასა და პატივისცემაში, აი ბოლოს უკვე ყველაზე ტკბილი და ბედნიერია ერთად ყოფნა.

- თუ გქონიათ გაბრაზების, წყენისა და გაბუტვის მომენტები?

- საერთოდ ვერ ვიტან გაბუტვას. არც ის შემიძლია, ქმარზე გაბრაზებული ქალი დედასთან რომ გაიქცევა, მერე ისევ შეურიგდება ქმარს და ა.შ. მე მქონდა ასეთი პრინციპი: თუ წავიდოდი აღარ დავბრუნდებოდი, მაგრამ იცით რაა?რეზო არ მაბრაზებდა, არ იყო ცუდი ბიჭი. ერთადერთი ქეიფი უყვარდა, მეტი არაფერი და მეც ისეთ გარემოში გავიზარდე, ეს ქეიფი ჩემთვისაც ახლობელი იყო, ამიტომ კონფლიქტი არ მოგვდიოდა.

- რას ურჩევდით წყვილებს, რომლებსაც კრიზისული პერიოდები აქვთ და განქორწინებას გეგმავენ?

- დღევანდელი თაობა კრიზისს კი არა ელემენტარულ უკმაყოფილებას ვერ იტანს, ძალიან მარტივად ანგრევენ ოჯახს. აარ მოეწონებათ რამე და დამთავრდა, უკვე ერთად აღარ არიან. რა თქმა უნდა ადამიანი ტანჯვისთვის არ იბადება. ადამიანი სიხარულისთვის და ბედნიერებისთვის იბადება. და თუ შენ მეორე ნახევარს მხოლოდ ტანჯვა მოაქვს, რა თქმა უნდა, უნდა გაშორდე, მაგრამ თუ გრძნობა ისევ არის, იქნებ დაფიქრდნენ და პირელივე გაბრაზებაზე არ გაშორდნენ, შესაძლოა როდესაც ეს „ავდარი“ გაივლის საოცარი ადამიანი შეგრჩეთ ხელში, ამიტომ დაფიქრდით, სანამ განქორწინებას გადაწყვეტთ.

-ახალ თაობაზე რას იტყვით. სოციალური ქსელების თაობა ვართ. თქვენ თუ იყენებთ ფეისბუქს და რას ფიქრობთ ქართულ სოციალურ ქსელებში მიმდინარე ამბებზე?

- დიახ, აქტიურად ვიყენებ. სოც. ქსელებში ნამდვილად შესამჩნევია, ბულინგი კრიტიკა და სიძულვილის ენაც. მე აქტიური მოქალაქე ვარ, მხოლოდ მომღერალი არ ვარ, ამიტომ ზოგჯერ ჩემს აზრს დაუფარავად ვაფიქსირებ, რაც ზოგს აღიზიანებს. მე ეს არ მწყინს, მე მწყინს ის რომ ასეთი კულტურული და დახვეწილი ერი ზოგჯერ დაუჯერებელი საზიზღრობების კეთების უფლებას აძლევს თავს.

ჩემი აზრით, ფეისბუქს სხვა დანიშნულება აქვს. ის შეიქმნა იმისთვის, რომ ერთმანეთს ჩვენი ემოციები, აზრები, იდეები გავუზიაროთ, კომპლიმენტები ვუთხრათ, სიმღერები ვუმღეროთ, ლექსები გამოვაქვეყნოთ, გავამხნევოთ ერთმანეთი. გამოვხატოთ თანაგრძნობა, ჩვენი გულის ნადები გამოვთქვათ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში გული არ უნდა ვატკინოთ ერთმანეთს.

სწორედ, ამ კეთილი სურვილებით მინდა მოგილოცოთ ახალი წელი და გისურვოთ, მომავალი წელი ყოფილიყოს იმაზე ბევრად კარგი, ვიდრე რომელსაც ვაცილებთ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მე და მაიკოს თავისუფლად შეგვიძლია, საღამო ერთად გავატაროთ - ლევან ლაზარიშვილი

გავგიჟდი, მეტი აღარ ვარ - 3 რომანტიკოსის შეუმდგარი სიყვარულის ისტორია

„სამი მუშკეტერის“ სიყვარულის ისტორიები - ეს მოხდა სოხუმში...