Digest Logo

გაცნობიდან 3 დღეში შექმნილი ოჯახი და დაპირისპირება ინგა გრიგოლიასთან - ვასიკო ოდიშვილის ცხოვრება კადრს მიღმა

1614689603
ვასიკო ოდიშვილი

ცნობილი შოუმენი და პოპულარული ტელესახე ვასიკო ოდიშვილი, ადრე თუ კულინარიული მიღწევებით და ლოტოს გათამაშებით ახარებდა მაყურებელს, ახლა მან ამპლუა შეიცვალა და სატირულ-პოლიტიკურ ამბები მიჰყავს. 

ამ სტატიაში სწორედ ვასიკო ოდიშვილის პირადზე გიამბობთ, როგორი პიროვნებაა კადრს მიღმა ვასიკო.

პროფესია

ამონარიდი ჟურნალ „თბილისელების“ არქივიდან:

– ვასიკო, რა გზა გაიარეთ, სანამ პოპულარული ტელესახე გახდებოდით?

– მიზნად არასოდეს დამისახავს, პოპულარული მსახიობი ვყოფილიყავი. უბრალოდ, მინდოდა მეკეთებინა ჩემი საქმე. ტელევიზია ჩემი საქმე საერთოდ არ არის. ჩემი საქმე თეატრია. მაგრამ, რადგან იქაც შემიძლია და აქაც, ამიტომ ორივეგან ვარ. ისე, ვაღიარებ, რომ ტელევიზიამ უფრო მეტად მომიტანა პოპულარობა. იცით, ალბათ, რომ თეატრში იმდენ ფულს ვერ იშოვი, იმით იარსებო, თორემ სიამოვნებით ვიცხოვრებდი თეატრით და ამით დავკმაყოფილდებოდი.

ყურადღების ცენტრში ყოფნა ყველა მსახიობს უყვარს, პოპულარობა მსახიობის მიზანიც უნდა იყოს. პრინციპში, უნდა გითხრა, რომ მიჩვევა იცისო, ტყუილია. მსახიობების 99 პროცენტი კადრში ცუდია. ბევრი ნიჭიერი ადამიანი მინახავს, კადრში რომ ვერ ჯდება. მე გამიმართლა და შემიძლია ამის კეთება.

-კადრს მიღმა როგორი პიროვნებაა ვასიკო ოდიშვილი?

– აბსოლუტურად ჩვეულებრივი, რეალისტი ვარ. ვცდილობ, არ ვიყო მოწყენილი და თუ მაინც ასეა, იმდენს ვახერხებ, სხვას არ გადავდო ცუდი განწყობა. იუმორთან კი ვმეგობრობ, მაგრამ როგორ გამომდის, ეს ჩემს ახლობლებს უნდა ჰკითხოთ. ისე, საკმაოდ კომუნიკაბელური ვარ. უარყოფითი თვისებებიდან იმას გამოვარჩევ, რომ ფეთქებადი ხასიათი მაქვს. სამაგიეროდ, მალე მავიწყდება ყველაფერი. გულში დიდხანს არ ვიცი ბოღმის ჩარჩენა. ჩემი აუხდენელი ოცნებაა ის, რომ მინდოდა, მფრინავი გამოვსულიყავი და არ გამომივიდა, ძალიან მიყვარს მანქანები და ოჯახის წევრები. ზოგჯერ მინდა, სამოგზაუროდ წასვლაც, მაგრამ ამდენი ფული, სამწუხაროდ, არ მაქვს.

სიყვარული

ვასიკოს მეუღლე ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ეკა აკობია, წყვილი გაცნობიდან მესამე დღეს დაქორწინდა.

მათ ყვე­ლა ბო­ბო­ქარ წყვილს ეძა­ხის. ბევ­რჯერ უჩხუ­ბი­ათ, მაგ­რამ მათ ჩხუბი მალევე შერიგებით დასრულებულა. ეკა ფიქ­რობს, რომ ასე­თი ბო­ბო­ქა­რი ცხოვ­რე­ბა უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ის და ვა­სი­კო ერ­თად და­ბერ­დე­ბი­ან.

ბალერინობა

„რო­გორც მიყ­ვე­ბი­ან, ფეხი ავიდ­გი თუ არა, მა­შინ­ვე თი­თის წვე­რებ­ზე და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი და ვტრი­ა­ლებ­დი. ხუთი წლის ასაკ­ში მი­მიყ­ვა­ნეს ხე­ლოვ­ნე­ბის სკო­ლის სა­ბა­ლე­ტო ჯგუფ­ში. ეს სკო­ლა სა­ირ­მის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობ­და. იმ პე­რი­ოდ­ში უამ­რავ სპექ­ტაკლს ვდგამ­დით, ჩემი ბავ­შვო­ბის სა­უ­კე­თე­სო წლე­ბია. შემ­დეგ ჩემ­მა პე­და­გოგ­მა ირი­ნა სტუ­პი­ნამ ურ­ჩია ჩემს მშობ­ლებს, ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­და­ვეყ­ვა­ნეთ და ასეც მოხ­და. მე­ო­თხე კლა­სი­დან ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში გა­და­მიყ­ვა­ნეს და იმ პე­რი­ო­დი­დან სე­რი­ო­ზუ­ლად დავ­კავ­დი ბა­ლე­ტით.

ბა­ლე­ტით ვი­ძი­ნებ­დი და ვიღ­ვი­ძებ­დი. ჩემი ოთა­ხის კედ­ლე­ბი ცნო­ბი­ლი ბა­ლე­რი­ნე­ბის ფო­ტო­ე­ბით იყო სავ­სე. ძა­ლი­ან მინ­დო­და, ბა­ლე­რი­ნა გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა და რა­ღაც ეტაპ­ზე მივ­ხვდი, რომ მინ­დო­და, ჟურ­ნა­ლის­ტიკ­ში მე­ცა­და ბედი. უფრო სწო­რად, მა­შინ ასე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არ ვი­ყა­ვი და არ ვი­ცო­დი ზუს­ტად რა მინ­დო­და. უბ­რა­ლოდ, წერა მიყ­ვარ­და. ვწერ­დი ლექ­სებს, ზღაპ­რებს, ვა­კე­თებ­დი ჩა­ნა­ხა­ტებს. ექ­ვსი წლი­დან ვწერ­დი დღი­უ­რებს, რომ­ლე­ბიც დღემ­დე შე­ნა­ხუ­ლი მაქვს.

ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა ექ­ვსი წლის ასაკ­ში და­წე­რი­ლი ჩემი დღი­უ­რე­ბი. მოკ­ლედ, კა­ლამს და­ვუ­მე­გობ­რდი და ამ პე­რი­ოდ­ში ვი­ფიქ­რე, რომ აღარ ღირ­და ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლა. თუ გა­და­წყვე­ტი­ლი გაქვს, ბა­ლე­რი­ნა იყო, მა­შინ თით­ქმის მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამას უნდა მი­უ­ძღვნა. ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დი და რთუ­ლი პრო­ფე­სი­აა. ამი­ტომ ბოლო კლა­სებ­ში ჩვე­უ­ლებ­რივ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­და­ვე­დი. ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ­მა სას­წავ­ლე­ბელ­მა მომ­ცა ის, რა­საც სხვა სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვე­რა­სო­დეს მი­ვი­ღებ­დი. ამ სკო­ლა­ში ყვე­ლა­ფე­რი იყო, რაც ბავ­შვს გან­ვი­თა­რე­ბის­თის სჭირ­დე­ბა. ბევ­რს ეგო­ნა, რომ ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ­ში სხვა საგ­ნებს კარ­გად ვერ ას­წავ­ლიდ­ნენ, მაგ­რამ ასე ნამ­დვი­ლად არ იყო.“

ვასიკო და ინგა

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ვასიკო ოდიშვილის ერთ-ერთ გადაცემას გამოეხმაურა და „ვასმედიის" წამყვანს „ტვ პირველის" ნაცვლად, საკუთარი არხის მიკროფონზე „ღადაობას" ურჩევს, რომელიც მისი აზრით, არც ერთ „იმედის" თანამშრომელს არ უყვარს:

„საბრალო, ეს რა დღეში ჩაუგდია „იმედის“ მონობას, თავის შეფებზე რომ იღადაოს, გადაეცით და იმედის“ მიკროფონზე, რომელიც, დარწმუნებული ვარ, არც ერთ თანამშრომელს არ უყვარს (მე მართლა ვგიჟდები ჩემი ტელევიზიის მიკროფონზე). რა რთულია მონის ხვედრი ამ ქვეყანაში, არადა, ოდესღაც ღადაობდა ეს ქლიავი" - დაწერა ინგა გრიგოლიამ „ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ გრიგოლიას გაღიზიანება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იუმორისტულ გადაცემაში გასულმა ვიდეომ გამოიწვია, სადაც მან არხის მიკროფონს აკოცა.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

3 სამსახურში ვმუშაობ და ვინმე თუ მხოლოდ სექსუალურობას ხედავს ჩემში, მისი პრობლემაა - თათა გიორგობიანი

„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“ - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე

გიორგი გაბუნია უცნობი გოგოს საკუთრება გახდა - ვინ არის მისი შეყვარებული და როგორ გადაიკიდა 15-კაციანი სექტა