27 წლის ქუთაისელი ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია განათლებით ენერგეტიკოსია, თუმცა ამ საქმესთან არაფერი არ აკავშირებს.
გიორგიმ საზოგადოებას სხარტი იუმორით, გადაცემის ფორმატითა და ქუთაისური მანერებით თავი მალევე შეაყვარა.
დღეს, გიორგი გაბუნიას პირადზე გიამბობთ.
პროფესია
„ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“ „მაესტროდან“ „იმედზე“ გადავიდა. „ბახუტას შოუ“ კი, რომელიც აქამდე „იმედზე“ გადიოდა, დაიხურა და გიორგი ბახუტაშვილი გიორგი გაბუნიამ ჩაანაცვლა.
„ამიციები მაქვს, მაგრამ ზომიერად. რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რაც მოხდა. ეს, ალბათ, იმის დამსახურებაა, რომ ჩემთან ერთად კარგი გუნდი მუშაობს და რასაც ვაკეთებ, მეც კარგად ვაკეთებ. ჩვენი შოუს რეიტინგი საკმაოდ მაღალი იყო, თან, იმის გათვალისწინებით, რომ „მაესტრო“ ამ ეტაპზე ძალიან რეიტინგული არხი არ არის.
მაყურებლისგან და თავად იუმორისტებისგან, რომლებიც საკმაოდ კრიტიკულები არიან ხოლმე, კარგი შეფასებები გვქონდა. ალბათ, „იმედის“ უფროსობასაც მოეწონა ეს გადაცემა და გადაწყვიტეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ მათ არხზე გავიდოდა“- ამბობს გიორგი გაბუნია.
„გავიზარდე, სხვათა შორის, პირდაპირი მნიშვნელობითაც – სიმაღლეში მოვიმატე პიროვნულადაც შევიცვალე – თავში აღარ მიქრის. იყო პერიოდი, როცა ყირაზე გადავდიოდი, თუნდაც გოგოსთან ურთიერთობაში – ვცდილობდი, რაღაცები დამემტკიცებინა. ახლა დავდინჯდი, მივხვდი, რომ რამის მისაღწევად ბევრი ტანჯვა-წამება და ყირაზე გადასვლა არ არის საჭირო. გარდა ამისა, მეტი ვალდებულებები გამიჩნდა, მეტი ვალდებულება კიდევ მეტ თავის ტკივილს აჩენს“- ამბობს ტელეწამყვანი.
-შენთვის გამორჩეული რესპონდენტი რომელი იყო?
-კახი კალაძე და ვიტყვი, რატომაც: ჯერ ერთი, რომ პირველი სტუმარი იყო და როდესაც პირველი გადაცემა თბილისის მერის სტუმრობით იწყება, უკვე კარგია. ჩემთვის კალაძე არის მსოფლიო დონის ფეხბურთელი, ვინც ჰყოლია საქართველოს. ძალიან მიყვარს ფეხბურთი და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიყავი, ამიტომ ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი ეგ გახლდათ. ნანი ბრეგვაძეც არაჩვეულებრივი იყო, თემურ თათარაშვილიც, მაგრამ მაინც კალაძეს გამოვარჩევდი, რადგან ჩემი ბავშვობის „კუმირია“.
-სად ხედავთ საკუთარ თავს 10 წლის შემდეგ?
-ისევ ტელევიზიაში და ისევ იუმორისტული გადაცემის წამყვანად. აი, 12 წელიწადში კი უკვე სად ვიქნები, კაცმა არ იცის. მინდა, ეს საქმე დიდი ხანი ვაკეთო, რადგან ამით ძალიან დიდ სიამოვნებას და ადრენალინს ვიღებ. რა თქმა უნდა, მეყოლება ოჯახი, შვილები და ყველაფერი იქნება იდეალურად.
კრიტიკა
„არიან ადამიანები, რომლებიც ჩემი ყველა ვიდეოს კომენტარებში წერენ, რომ მე არ ვვარგივარ, მაქვს პროვინციული იუმორი და ასე შემდეგ. ერთი და იგივე, ათი-თხუთმეტი კაცია, ყოველთვის „ანლაიქებს“ უკეთებენ ვიდეოებს და შემდეგ იწყებენ ლანძღვას. თხუთმეტკაციანი სექტა მყავს გადაკიდებული, რომელსაც „ანტიგიორგიგაბუნიებს“ ვეძახი და ეს ხალხი ჩემი სტიმულია “
ეს გიორგი გაბუნია ხშირად ერევათ ხოლმე „მთავარი არხის“ გიორგი გაბუნიაში, არადა მათ მხოლოდ სახელი და გვარი აქვთ საერთო.
„მე და გიორგი გაბუნიას საერთო არაფერი გვაქვს სახელისა და გვარის გარდა, ერთადერთხელ შევხვდი „რუსთავი 2-ის“ დერეფანში. არანაირად არ ვგავართ ერთმანეთს, არც იდეოლოგიურად და არც რამე სხვა ასპექტში. ადრე უფრო ეშლებოდათ, რომელი რომელი ვიყავით, ახლა ნაკლებად. არ ვიცი, რატომ დამერქვა ეს სახელი - ზრდილობიანი გიორგი გაბუნია.
„იმედის დილაში" გაჟღერდა პირველად, სტუმრად გვყავს „ღამის შოუს" ახალი წამყვანი გიორგი გაბუნია, ოღონდ ზრდილობიანი გიორგი გაბუნიაო. ზრდილობიანი ნამდვილად ვარ და მიხარია, თუ ამ ნიშნით განგვასხვავებენ ადამიანები...
პირადი
„მომწონს გოგონები, რომელთაც რაღაც დონეზე იუმორის გრძნობა აქვთ, არიან გახსნილები და კომუნიკაბელურები, არ არიან ზედმეტად გაპრანჭულები და ქედმაღლები. კონკრეტულად, ქერა ან ცისფერთვალება გოგონები მომწონს-მეთქი, ვერ ვიტყვი. მომწონს ქერათმიანებიც, შავთმიანებიც და წაბლისფერთმიანებიც. მთავარია, ისეთი პრინციპები და ღირებულებები ჰქონდეს, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. და კიდევ, მაფანატებს, ვგიჟდები, როცა გოგო მღერის და საუბრობს რამდენიმე უცხო ენაზე“- ამბობს გიორგი გაბუნია.
„ალბათ, ბანალურად ჟღერს, მაგრამ ძალიან მომწონს, როცა გოგოს ისეთი ხედვები აქვს, როგორიც მე. შეიძლება, ძალიან ლამაზი და კარგი ადამიანი იყოს, მაგრამ ისე არ მიაჩნდეს სწორად, როგორც მე, დაახლოებით მაინც, თორემ ყველაფერში ვერ დავემთხვევით. ამ შემთხვვევაში, ვერ შევეწყობი. ძალიან მომწონს უბრალო გოგოები, მაგრამ ისეთები, თან თავისი ფასი რომ იციან“- ამბობს გიორგი გაბუნია.
„ერთი გოგონა სისტემატურად აზიარებს ჩემს ვიდეოებს და წერს ხოლმე: ჩემი გაბუსუნა, ჩემი სიცოცხლის წვეთი და სინათლის ნაპერწკალი ამ სიბნელეშიო. ვიღაც სხვა გოგო თუ დაწერს, რა კარგი ბიჭიაო, მაშინვე პასუხობს: ეს ჩემია და თავი დაანებეო. ვიღაცის საკუთრება ვარ ისე, რომ არ ვიცი. თუმცა კი მიწერს, რომ მხოლოდ მისი ვარ“- ამბობს ტელეწამყვანი.
გიორგი გაბუნიამ მეორე ნახევარი უკვე იპოვა, მისი რჩეული 23 წლის ქუთაისელი ნინი ფუტკარაძეა. ნინი პროფესიით იურისტია. თბილისში ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლობს.
წელიწადნახევარია, რაც ერთმანეთი უყვართ. წყვილს ერთად ცხოვრება აქვს გადაწყვეტილი, დაქორწინებას აპირებს, მაგრამ რაღაცები ხელს უშლით.
„პანდემიას ჯერ არ გადაუვლია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში კარგი მდგომარეობაა, ირგვლივ დაძაბული სიტუაციაა, რეგულაციებიც ისევ არსებობს. როგორც კი კორონა დამარცხდება ან რაიმე პრეპარატს გამოიგონებენ, ჩემს სიტყვებს აუცილებლად შევასრულებ და დავქორწინდები ჩემს რჩეულზე. ახლა ათკაციან ქორწილს ხომ არ გადავიხდი?! ისე, ერთი მხრივ კარგია, თანხის დაზოგვა გამოგვივა.
როგორც გიორგი ამბობს ქორწილი აუცილებლად ქუთაისში ექნებათ.
„ქორწილი აუცილებლად ქუთაისში იქნება! ეს იქნება ტრადიციული ქორწილი. მე, პირადად, ტრადიციების მოყვარული ადამიანი ვარ. ჩვენი ქორწილი იქნება ტრადიციულისა და თანამედროვეობის სინთეზი.“
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
რა ურთიერთობა აქვს ჯანეტს ნოეს შვილებთან? - ტელეწამყვანი პირადზე ალაპარაკდა
„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“ - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე