Digest Logo

გავხდი მსხვერპლი, იმისათვის რომ ეს დამოკიდებულება დავამარცხო... - ფაცაციას აღიარება

1606844101
თიკა ფაცაცია

მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია „ინსტაგრამის სთორიში“ ვიდეო მიმართვას აქვეყნებს, სადაც საუბრობს, რომ ინსტაგრამის ფილტრებზე დამოკიდებული გახდა.

„თან ვფიქრობ იდეაში რატო უნდა მადარდებდეს, მაგრამ გავხვდი დამოკიდებული...

რაღაცა კონკრეტული ფილტრით, რომლითაც ვიღებდი ვიდეოებს და ფოტოებს იმის გარეშე ჩემი თავი აღარ მომწონდა. მივხვდი, რომ გავხვდი მსხვერპლი აი ამ დურაკული ფილტრების. ახლა მინდა, რომ დავამარცხო ეს დამოკიდებულება და მოვიწონო ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ.

მგონია, რომ ცოტა მანიაკალური გახდა ეს ყველაფერი, ვისაც ვუყურებ ყველა არის ფილტრების ზეგავლენის ქვეშ.“- ამბობს თიკა ფაცაცია ვიდეო მიმართვაში.

ფაცაცია, წამოიწყო ერთგვარი აქცია #ნამდვილიმე და მოუწოდა საზოგადოებას ჩართონ ამ აქციაში, მომღერლის აქციაში კი უკვე ბევრი ცნობილი ადამიანი ჩაერთო.

„მე მინდა ერთგვარი აქცია წამოვიწყო #ნამდვილიმე, არანაირი ფილტრი, სინამვდილე და დავიბრუნოთ რეალური ჩვენი თავები. ვხვედავ ბევრ გახელოვნებულ ადამიანებს. მგონი დროა ცოტა, უკან დავივიწოთ“- ამბობს ფაცაცია.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

როგორები იქნებიან სიბერეში ქართველი სელებრითები?

დეკემბრის ფინანსური ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

უბერებელი 40+ ქალები - მათ ასაკს ვერც კი გამოიცნობთ