Digest Logo

„რთული და საინტერესო გზაა...“ - ვინ არის პოლიტიკოს ალექსანდრეს საყვარელი „ჩცდ“-დან

1625824234
გია ბაღაშვილის ცპოლი

„ჩემი ცოლის დაქალები“ წლებია ეკრანზე გადის და დღემდე ახერხებს იყოს რეიტინგული სერიალი.

სერიალს  ახალ-ახალი და საინტერესო პერსონაჟები ემატება. ერთ-ერთია ახალი პერსონაჟი პოლიტიკოს ალექსანდრეს საყვარელია, რომელმაც წინა სერიაში გამოაცხადა, რომ ორსულადაა. 

პოლიტიკოსის საყვარელი თაკო ტაბატაძეა. ის რეალურ ცხოვრებაში 4 შვილის დედა, მოცეკვავე და მსახიობია. თაკომ სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა და ახლა მაგისტრატურაში სწავლობს.

ამბობს, რომ ამ ყველაფერს ისე ახერხებს, არც შვილებს აკლებს დროსა და ყურადღებას და ამავდროულად კარიერულადაც ძალიან აქტიურია.

„დაიჯესტი“ თაკო ტაბატაძეს დაუკავშირდა და სერიალის შესახებ ესაუბრა.

გავიგეთ, რომ გაიკეთეთ ოპერაცია რისი ოპერაცია დაგჭირდათ და როგორ ხართ ახლა?

რეპეტიციაზე, ცეკვის დროს, მკვეთრი მოძრაობა გავაკეთე და მუხლის სერიოზული ტრავმა მივიღე.
წინა ჯვარედინი იოგის დაზიანება მქონდა და სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა. როგორც მეუბნებიან, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ.

როგორ აღმოჩნდით „ჩემი ცოლის დაქალებში“?

რამდენიმე კვირის წინ დამირეკა ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ და მითხრა, რომ ამ როლისთვის ეძებდნენ მსახიობს. გავიარე კასტინგი და დამამტკიცეს, რაც ძალიან გამიხარდა.

ტრავმა უკვე მიღებული მქონდა და ჩემთვის ემოციურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასეთ დროს მუშაობა არ გამეჩერებინა. მადლობა, მათ რომ ამის საშუალება მომეცა.

როგორ მიიღეს თქვენმა ოჯახის წევრებმა თქვენი პერსონაჟი პოლიტიკოს ალექსანდრეს საყვარლის როლში?

ჩემი შვილები ჩემი პირველი გულშემატკივრები არიან. სიურპრიზი გავუკეთე, მანამდე არ მითქვამს, კონკრეტულად რა გადაღებაზე მივდიოდი. რომ დამინახეს ეკრანზე, სიხარულისგან ხტოდნენ. ზოგადად, ძალიან მოსწონთ ის გადაწყვეტილება, რომ სამსახიობო კარიერა ავირჩიე. რთული და საინტერესო გზაა. ბევრი მუშაობაა იმისთვის საჭირო, რომ ერთი მხრივ შეიძინო აუცილებელი ტექნიკა და მეორე მხრივ, არ დაკარგო ინდივიდუალიზმი, რაც გამოგარჩევს სხვებისგან.

გარდა იმისა, რომ ვსწავლობ თეატრალური უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე სამსახიობო მიმართულებით, მუდმივად გავდივარ სხვადასხვა ონლაინ-მასტერკლასს, რომელსაც მსოფლიო სახელის მქონე რეჟისორები, პროდიუსერები და მსახიობები ატარებენ. სამსახიობო კარიერასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებ ხოლმე. რჩევას რაც შეეხება, ყოველთვის ვითვალისწინებ ამ სფეროში ჩემთვის ავტორიტეტული ადამიანების აზრს.

როგორ შეიცვალა ხალხის დამოკიდებულება თქვენს მიმართ?

სხვადასხვა პერსონაჟის განსახიერება მსახიობს პიროვნულად არ ცვლის. ჩემთვის ამ როლის თამაში ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ პერსონაჟი რადიკალურად განსხვავდება ჩემი რეალური ბუნებისგან.

როგორი განვითარება ექნება თქვენს როლს სერიალში?

არ ვიცი. როგორც ვიცი, წინასწარ არ არის ხოლმე ყოველთვის განსაზღვრული პერსონაჟის ყოფნის ხანგრძლივობა სერიალში. ყოველთვის გამიხარდება ამ გუნდთან თანამშრომლობა.

⛔აგრეთვე დაგაინტერესებთ:

19 წლის ასაკში შექმნილი ოჯახი, პირადი ცხოვრების გარეშე დარჩენილი თამთა ჭელიძე, 15-წლიანი დეპრესია და ეკრანიდან გაქრობა - მომღერლის აქამდე უცნობი ამბები

ახალი სამსახური დავიწყე - ვიხილავთ თუ არა სალომე შარვაძეს „ჩცდ“-ში? (ინტერვიუ)

„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“ - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე